დაუძლურებული დედამთილის მოვლის გამო, დედასთან კონფლიქტი მომივიდა.

1969

როდესაც ახლობელი ადამიანი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება, შეუძლებელს შეძლებ და დაეხმარები. ხშირად ახლობლის პრობლემები შენი და შენი ოჯახის პრობლემები ხდება.გიწევს დახარჯო უამრავი ძალა და რესურსი, რათა დაეხმარო მათ, მაგრამ საწუხაროდ, მსგავსი მსხვერპლშეწირვა შეიძლება განხეთქილების მიზეზი გახდეს. სწორედ ასე მოხდა თინიკოს ოჯახშიც, რომელიც პაპარაცის დღევანდელი ამბის მთავარი გმირია. დედამთილის დახმარების გამო, დედასთან კონფლიქტი მოუვიდა. მოდით, ვნახოთ რა მოხდა.

ადამიანი რთულ მდგომარეობაში

“მამამ მე და დედა ბედის ანაბარა დაგვტოვა. მაშინ 7 წლის ვიყავი და ბევრს ვერაფერს ვხვდებოდი, მაგრამ ვაცნობიერებდი, რომ მისი საქციელი არაადამიანური და უპასუხისმგებლო იყო. თან წაიღო ნივთების უმეტესობა სახლიდან, რადგან თვლიდა, რომ მხოლოდ მას ეკუთვნოდა. შედეგად, მე და დედა, ფაქტიურად, ცარიელ სახლში დავრჩით.მამას არასდროს აინტერესებდა ჩემი ცხოვრება, იხდიდა მინიმალურ ალიმენტს და იშვიათად მილოცავდა დაბადების დღეს, თუ გაახსენდებოდა. ვხედავდი, როგორ უჭირდა დედას, ვცდილობდი დავხმარებოდი, როგორც შემეძლო, მაგრამ ის უფრო მეტს ითხოვდა.რაც უფრო მემატებოდა ასაკი, დედა უფრო ხშირად მახსენებდა, თუ რა ბევრი რამ გააკეთა ჩემთვის და როგორ შემალია თავისი საუკეთესო წლები. მე კი თავს დამნაშავედ ვგრძნობდი და მეგონა, რომ მისგან მართლა დავალებული ვიყავი. რაღაც მომენტში, შევძელი ამ გავლენისგან თავის დაღწევა და გადავწყვიტე ჩემი თავისთვისაც მეცხოვრა.გავთხოვდი და გადავედი ქმრის ოჯახში. ეხლა გვყავს ორი შვილი და ერთად ვზრუნავთ მათზე. მიუხედავად იმის, რომ დედასთან აღარ ვცხოვრობ, მე არ შემიწყვეტია მისი დახმარება. ხშირად ვურეკავ და ვნახულობ ხოლმე. მას არავისთან არ აქვს ურთიერთობა, რადგან მამის წასვლის შემდეგ, თავის თავში ჩაიკეტა. ჩემი ქმრის მშობლებთანაც არ გამოუვიდა ურთიერთობა.

კონფლიქტი დედასთან – ყველაფერი კარგად იყო, ბოლო შემთხვევამდე. ჩემი დედამთილი საავადმყოფოში მოხვდა. ის იქ ორ კვირაზე მეტხანს იწვა. ფინანსურად ყველანაირად ვეხმარებით, სხვანაირად ვერც მოვიქცეოდით.დედაც მოდიოდა ხოლმე ხშირად დედამთილის სანახავად, თავისი გაკეთებული საჭმელი მოჰქონდა ხოლმე. ერთხელ კი შემთხვევით ყური მოკრა, თუ რამდენი ფულის დახარჯვა მოგვიწია მკურნალობაში და გაბრაზდა. მას შემდეგ საავადმყოფოში აღარ გამოჩენილა. მოგვიანებით დედამ დამირეკა და მითხრა: “მე მეუბნებოდი, რომ ფული არ გქონდა. არადა, თურმე, გქონია. მეგონა ისეთი შვილი გავზარდე, რომელიც დაეხმარებოდა დედას და არა სხვას!”გვარიანად ვიჩხუბეთ და აღარც შევრიგებულვართ. ჩემი არგუმენტების მოსმენა დედას არ უნდოდა. ის თვლიდა, რომ მოვატყუე და დედამთილი ვარჩიე მის თავს. ნუთუ არ ესმის, რომ ის ჩემი ქმრის დედაა და ავად გახდა. მისი დახმარება კი ნორმალური საქციელია და არავის არ უნდა გაუკვირდეს?

რედაქციისგან: ფაქტია, რომ ჩვენი გმირის დედამ ვერ შეძლო ქმრის საქციელის გადატანა. მთელი ცხოვრება ამაში ადანაშაულებდა თავის შვილს. ამიტომ ექცეოდა ქალიშვილს ასე უცნაურად. ამიტომ ავალდებულებდა ყველაფერში. სიტუაცია დედამთილთან, გახდა ერთ-ერთი მიზეზი ამ წყენის გამოხატვის.

თქვენ რას ფიქრობთ? შეიძლება ამ ურთიერთობის დალაგება და ღირს თუ არა ამის გაკეთება? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს