საშინლად მაღიზიანებს “წარმატებული წარმატებულები” და მასზე ჩაციკლული ადამიანები

0
213

უამბიციო ადამიანებს ხშირად აწერენ წარუმატებლის, ზარმაცების და უნიჭოების იარლიყს. თუმცა, ასეთ პირებს შორის ნამდვილი განძის პოვნა შეიძლება. მათთვის არ არსებობს საზღვრები, საზოგადოება კი მუდმივად წნეხს მათ თავისი კომპლექსებით და შეხედულებებით. პაპარაცის დღევანდელი სტატია ამ თემას ეძღვნება.

ამბიციის გარეშე

ბავშვობიდან გვახვევენ თავს წარმატების ლამაზ ისტორიებს. დიახ, ამბავი ლამაზია, მაგრამ მასში სიმართლე ძალიან ცოტაა. გვიყვებიან, თუ როგორ იპოვა კონკიამ თავისი პრინცი, ან ღარიბი, ნიჭიერი მკერავი როგორ გახდა მაღალი მოდის მსოფლიო დონის დიზაინერი.ლამაზად ჟღერს, მაგრამ ეს იშვიათი გამონაკლისია და არა წესი. საქმე იმაში არ არის, რომ ვიღაც ზარმაცია და არ უნდა საკუთარი თავის რეალიზება. ამბებში არ ჩანს ის მნიშვნელოვანი დეტალები, რომელიც საფუძვლად უდევს წარმატებას. მაგალითად, მშობლებისგან ბავშვის უპირობო სიყვარული, მათი მონდომება და როლი შვილების გატაცებებში.ყველას არ შეუძლია ამით დაიტრაბახოს. ბავშვების უმეტესობა 90-იან წლებში არასრულფასოვან ოჯახებში იზრდებოდნენ და პატარა ასაკიდან იძულებულნი იყვნენ საარსებოდ ემუშავათ. რა თვითრეალიზაციაზე უნდა ყოფილიყო საუბარი… მთელი შინაგანი რესურსი მიქონდა სამსახურს, ხოლო მისი ნარჩენი ემოციური ფონის აღდგენას, რომელიც “ბედნიერი” ბავშვობის პერიოდში დაირღვა.ყველას გვსმენია მასლოუს პირამიდაზე. ამბიციები ამ პირამიდაში ჩნდება მხოლოდ მას შემდეგ, როცა ადამიანი იცხოვრებს სრულფასოვანი, ჯანსაღი ცხოვრებით, სადაც ფსიქიკა არ დაანგრევს შინაგან სამყაროსთან კავშირს. მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩნდება შინაგანი რესურსი და ჯანსაღი ამბიციები.არ უნდა დაგვავიწყდეს ბანალური წარმატების როლიც. ბევრ ადამიანს, რომელსაც არ ქონდა კარგი ფუნდამენტი ბედნიერი ცხოვრებისთვის, უბრალოდ გაუმართლა. ისინი საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდნენ.ვცდილობთ მიგიყვანოთ იმ აზრამდე, რომ არ უნდა გქონდეთ სირცხვილის და დანაშაულის შეგრძნება, თუ არ გაქვს ამბიცია. შენ ამაში დამნაშავე არ ხარ. არაფერი ცუდი იმაში, რომ თუ თავს კომფორტულად გრძნობ, იყო შენს ადგილას. უკრავდე ფორტეპიანოზე საღამოობით, დღე კი მუშაობდე ოფისში. ან, მაგალითად ხატავდე საოცარ ნახატებს, მაგრამ არ ცდილობდე ამით კარიერის გაკეთებას.ბევრი უარს ამბობს ტავის გატაცებაზე, რადგან საზოგადოება მისგან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. მაგალითად, რა ხეირია ნახატებში, თუ მისგან სარგებელი არ გექნება? ხატვას კი ყოველთვის აქვს აზრი. ის არის შენი განტვირთვის და რესურსების აღდგენის საშუალება.

რედაქციისგან: ნუ მოუსმენ ნურავის, ვინც ეცდება გისაყვედუროს ამბიციის არქონა და მაგალითად მოგიყვანოს “აი ის სხვანაირად მოიქცეოდა…” ის წარმატებული გახდა იმიტომ, რომ მისი წარმატების მარცვალი ნოყიერ ნიადაგზე მოხვდა. ადამიანები ტყუილად არ ზარმაცობენ ან ახდენენ პროკრასტინაციას. უნდა მოიძებნოს ამის გამომწვევი მთავარი პრობლემა. ძირითადად ეს არის იძულებითი, არასასურველი სამუშაო, ან მენტალური პრობლემები. აქ იკარგება თავისუფალი ნება. დაიმახსოვრე ეს და არ მისცე უფლება სხვა ადამიანებს შენს გრძნობებს და ემოციებს შეეხონ.