რისთვის იყენებენ გამოცდილი მებაღეები ხავერდას უხვი ყვავილობის შემდეგ.

160

ყველა მებაღემ იცის, რომ ხავერდა ნამდვილი დამხმარეა. მას დეკორატიულთან ერთად ინსექტიციდური მოქმედება ახასიათებს. ამიტომ ეს ლამაზი ყვავილები გვხვდება კლუმბაშიც და ბოსტნეულის რიგებს შორის. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით მისი სარგებლობის შესახებ, გასწავლით რომელი ჯიში ჯობია შეარჩიოთ ნარგავების დასაცავად.

ხავერდა ბოსტანში

თუ გსურთ, რომ ბარხატამ, სარგებელი მოგიტანოთ ნარგავებისთვის, უნდა შეარჩიოთ შესაფერისი ჯიში. მაგალითად, სწორად მდგომი ყვავილი ლამაზად გამოიყურება, მაგრამ სასარგებლო თვისებები არ აქვს. ის უბრალოდ ლამაზი ყვავილია. არსებობს ჯიშები, რომლებიც ნამდვილი ხსნა იქნება თქვენი მოსავლისთვის მაგალითად დაბალი ჯიშები: “orange flame”, “carmen”, “queen sophia”.ყველა მებაღემ იცის ამ ყვავილის მკვეთრი სპეციფიკური სუნი. ეს არის ფიტოციდი, რომელიც აფრთხობს მავნე მწერებს. სწორედ ამიტომ გვხვდება ნაკვეთებში ხავერდას კაშკაშა ბუჩქები.ყვავილი კარგად ხარობს თითქმის ყველა კულტურის გვერდით ბაღშიც და ბოსტანშიც. ვერ მეგობრობს ლობიოსთან და მუხუდოსთან. ყვავილობის დამთავრების შემდეგ მცენარე კარგი მასალაა კომპოსტისთვის. ის ხელს უწყობს დაავადების საწინააღმდეგო მიკროორგანიზმების გამრავლებას.მაისის ხოჭოს ჭუპრები თავს ცუდად იგრძნობენ კომპოსტში, რომელშიც ხავერდა ურევია. ყვავილი შეიძლება დაირგოს ვაშლის ბაღის გარშემო ამით მიწას დაიცავთ დაავადებებისგან. ის პოზიტიურად მოქმედებს ხახვის და სტაფილოს ნათესებზე.თუ ხავერდას დარგავთ კომბოსტოს გვერდით, ნაყოფს დაიცავთ ლპობის ბაქტერიებისგან. საქმე იმაშია, რომ ყვავილი აფრთხობს ყვავილი აფრთხობს ბუზს და მის ჭიებს რომელიც ზაფხულის დასაწყისში იწყებენ გამრავლებას.ხავერდა საიმედო დამხმარეა მარწყვისთვისაც. თუ ადრე გაზაფხულზე ან ან ზამთარში დათესავთ ყვავილს მარწყვის რიგებს შორის, მავნებლები იმ ტერიტორიას დატოვებენ ხავერდა ასევე მეგობრობს მოცხართან და მოცვთან. თუ გარშემო დარგავთ ამ ყვავილს, კენკრის ნაყოფი აღარ დამწიფდება საეჭვოდ ადრე, რადგან ნაადრევად შეწითლებული კენკრა სიდამპლით დაავადების ნიშანია

ყვავილისგან ასევე მზადდება ჩაი, ნაყენი და ეფექტური საშუალება ჩრჩილის წინააღმდეგ. თქვენ გაქვთ ხავერდა ნაკვეთზე? შეგიმჩნევიათ მისი ეფექტი? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს