“5 წლის წინ გავთხოვდი და მოკრძალებული ქორწილი მქონდა, რადგან იმ პერიოდში მე და ჩემი ქმარი სტუდენტები ვიყავით. დღესასწაული აღვნიშნეთ მეგობრების პატარა წრეში სტუდენტურ საცხოვრებელში” იგონებს მარინა. თითქოს აქ არაფერია უცნაური. თანამედროვე ახალგაზრდობა ვერ ხედავს აზრს დიდი ქორწილის გადახდაში, ზოგს კი ამის საშუალება არ აქვს. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ასეთი ამბავია.
მოკრძალებული ქორწილი
“ცოლად გავყევი ჯგუფელს მესამე კურსზე. როდესაც მან ხელი მთხოვა, მშობლებმა არ მოგვიწონეს არჩევანი და უარი გვითრეს ქორწილსა და მატერიალურ დახმარებაზე. დედამ მაშინვე მითხრა, რომ ჩვენი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდებოდა, ამიტომ ის და მამა მონაწილეობას არ მიიღებდნენ ამ ამბავში.მას შემდეგ 5 წელი გავიდა. ჩვენ დავამთავრეთ ინსტიტუტი და საერთო საცხოვრებლიდან ნაქირავებში გადავედით. მალე ბავშვიც შეგვეძინა. მშობლები იშვიათად გვეხმიანებოდნენ ხოლმე.
საყვარელი ქალიშვილი – ჩემ მშობლებს უმცროსი ქალიშვილიც ჰყავდათ. მასთან კარგი ურთიერთობა აქვთ და ძალიან მოსწონთ მისი თითოეული ნაბიჯი. ნუცა დიდი ხნის ნანატრი შვილი იყო, მას ძალიან ანებივრებდნენ და ათამამებდნენ. მშობლებს დაყავდათ ჩემი და სხვადასხვა წრეებზე, ქირაობდნენ რეპეტიტორებს, ჩააბარებინეს საუკეთესო უნივერსიტეტში და იხდიდნენ საკმაოდ დიდ გადასახადს. მე რომ ვაბარებდი მითხრეს, რომ ან უფასოზე მოვხვდებოდი ან თავად გადავიხდიდი გადასახადს. საბედნიეროდ, გამიმართლა და დაფინანსება ავიღე.ეხლა მშობლებს თითქმის აღარ ვეკონტაქტები. ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ წავიდა. ქმარი სამსახურში დააწინაურეს, თანდათან ვუმკლავდებით ცხოვრებას. საბედნიეროდ, ძალიან გამიმართლა დედამთილ-მამამთილში. მათ ბინაც გვიყიდეს, რომელსაც მალე გავარემონტებთ და გადავალთ. ბავშვის დაბადება ჩემმა მშობლებმა ძალიან მოკრძალებულად მომილოცეს, თითქოს მათთვის სულერთი იყო შვილიშვილის გაჩენა.ერთხელ დედამ დამირეკა და ჩემი დის გათხოვების ამბავი მომახარა და ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ მისი ქორწილისთვის ფულის სესხება მთხოვეს. იმ წუთში ისტერიული სიცილი ამივარდა. ღმერთო ჩემო, რა უსამართლობაა! ძალიან მიყვარს ჩემი და, ბედნიერებას ვუსურვებ, მაგრამ ქორწილისთვის ფულს არ მივცემ.
რედაქციისგან: ბავშვობის წყენები ყველაზე რთული დასავიწყებელია. არსებობს კვლევები, რომლის მიხედვით მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მშობლებს უმცროსი შვილები უფრო უყვართ. მნიშვნელოვანია უფროსი შვილების აღქმა, თუ უფროსმა ბავშვმა გადაწყვიტა, რომ ის რაღაც მიზეზების გამო ნაკლებად უყვართ, მთელი ცხოვრება გაურკვეველი წყენა გაჰყვება და დიდხანს მოუწევს ფსიქოლოგთან თავისი “ჭიანჭველების” გარჩევა. ძალიან მნიშვნელოვანია, შვილმა გულახდილად აუხსნას მშობლებს, თუ რა აწუხებს. ასაკის მატებასთან ერთად უკეთ გვესმის დედის და მამის და სხვა კუთხიდან ვუყურებთ ცხოვრებას. თქვენ როგორ მოიქცეოდით მარინას ადგილას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.