თავშავა ახალგაზრდობას დაგიბრუნებთ. მისი რეგულარული მიღებით სიბერე დაგავიწყდებათ

799

სამეცნიერო მედიცინის აღიარებით თავშავა ნევროზის, უძილობის, თავის ტკივილის დროს ეფექტური დამამშვიდებელი საშუალებაა, ასევე გასტრიტის და ქოლეცისტიტის დროს. გამოიყენება როგორც ოფლმდენი და ამოსახველებელი საშუალება ბრონქიტის, პნევმონიის, ბრონქოექტაზური დაავადების, მწვავე რესპირატორული დაავადებების, ფარინგიტის და ტონზილიტის დროს. ხალხურ მედიცინაში უფრო ფართო გამოყენება აქვს. ზემოთ ჩამოთვლილ სიას ემატება ღვიძლის დაავადებები, მტკივნეული მენსტრუაცია და მისი შეკავება, ცუდი განწყობა და ფსიქიკის დარღვევა.

  • გაფანტული სკლეროზი, დიეცეფალური პაროქსიზმი. 10 გრ ბალახს (ან 2-3 ჩ/კ) 300 მლ მდუღარე წყალი დაასხით, 1 საათით დააყენეთ და გადაწურეთ. 100 მლ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე დალიეთ. ეს საშუალება ეპილეფსიის დროსაც დაგეხმარებათ.
  • გერიათრია (სიბერე). ხმელი თავშავას ბალახით ჩაი მოადუღეთ. 1 ჭიქა დღეში 2-ჯერ დალიეთ.
  • კატარაქტი. თავშავა მის განვითარებას აფერხებს.1/3 ჭიქა ნაყენი (1 ჩ/კ 1 ჭიქა მდუღარე წყალზე) დღეში 2-3-ჯერ დალიეთ.
  • შიდა ქალის ჰიპერტენზია საბავშვო ასაკში. 1 ჩ/კ ბალახი 1 ჭიქა მდუღარე წყალზე მოამზადეთ – ეს 7-10 წლის ბავშვისთვის 2-3 დღისთვის საკმარისი დოზაა. 1 ს/კ დღეში რამდენჯერმე დალიეთ, გრილ ადგილას შეინახეთ ან ყოველ ჯერზე ახალი ნაყენი მოამზადეთ. უფრო მოზრდილებისთვის 1 დესერტის კოვზ ბალახს 1 ჭიქა მდუღარე წყალში აყენებენ – დოზა 1-2 დღისთვის საკმარისია. ორივე შემთხვევაში ბოლო დოზა დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე უნდა იყოს. ჩვეულებრივ ბავშვები მკურნალობას ადვილად იტანენ.
  • თავის ტკივილი. 1 ს/კ ბალახს 250 მლ მდუღარე წყალი დაასხით, 2-3 წუთით ადუღეთ, თბილ მდგომარეობამდე გააგრილეთ და ამ ნახარშით თავი დაიბანეთ, ეცადეთ თავის კანი და თმის ძირები კარგად დაასველოთ. თავი პირსახოცით შეიფუთეთ და ნახევარი საათით გაიჩერეთ. შაკიკის დროს დაგეხმარებათ.
  • ხშირად ნერვული დაძაბულობის შემდეგ ქალებს თვიური არ აქვთ. მენსტრუაციული ციკლის აღსადგენად 1 ს/კ თავშავას 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, 30 წუთის შემდეგ გადაწურეთ და 100 მლ დღეში 3-ჯერ დალიეთ.
  • ბრონქული ასთმის შეტევები შეწყდება, თუ ყოველდღე თავშავას ნაყენს დალევთ. ამისთვის 2 ს/კ დაქუცმაცებულ ბალახს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, გაგრილებამდე დააყენეთ, გადაწურეთ და თანაბარი პორციებით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. უკუჩვენებულია ორსულებისთვის.
  • თავშავას დახმარებით ხველას მოიშორებთ და ფილტვების ანთების განვითარებას შეაფერხებთ. 75 გრ ბალახს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 20 წუთით დააყენეთ, გადაწურეთ და ½ ჭიქა თბილი სასმელი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე დალიეთ.
  • ცისტიტი. 10 გრ ძირტკბილას ფესვი, 10 გრ ჭანგას ძირნაყოფი, 10 გრ სიმინდის ფუჩეჩი, 10 გრ არყის ფოთლები, 10 გრ დათვის კენკრის ფოთლები აურიეთ. 1 ს/კ ნარევს 1 ჭიქა ცივი წყალი დაასხით, 6 საათით დააყენეთ, შემდეგ სუსტ ცეცხლზე 15 წუთით ადუღეთ და გადაწურეთ. ნახარში დღის განმავლობაში რამდენიმე მიღებით დალიეთ.
  • თავშავა სისხლს წმენდს. საღამოს 3 ს/კ დაქუცმაცებულ ბალახს 600 მლ წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და თბილად შეფუთეთ, მთელი ღამე დააყენეთ. დილით გადაწურეთ და 50-100 მლ დღეში 3-ჯერ დალიეთ. სელის ნახარში ორგანიზმს რადიონუკლიდების, წიდებისა და ტოქსინებისგან გაწმენდს. 1 ს/კ მცენარის თესლს 3 ლ მდუღარე წყალი დაასხით, 2 საათით მდუღარე წყლის ორთქლზე გააჩერეთ, 40 გრადუსამდე გააგრილეთ, გადაწურეთ და დღეში 1 ლ დალიეთ (12 საათიდან დაიწყეთ და შუაღამეს დაასრულეთ). 2-3 კვირა მიიღეთ, ყოველდღე ახალი ნაყენი მოამზადეთ. ამის შემდეგ, როგორც ჩაი ისე მოადუღეთ და თავშავას ნაყენი დალიეთ.

უკუჩვენება

დიდი პოპულარობის გამო მცენარეს თავისუფალი მიღება უსიამოვნო შედეგებს იწვევს. თუ ზოგი მას თავის ტკივილის მოსაშორებლად იყენებს, ზოგი მისი ჩაის მიღებით ზედმეტ სიამოვნებას იღებს. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ მედიკამენტის უკონტროლოდ მიღება არ შეიძლება. მაღალი მჟავიანობის მქონე ქრონიკული გასტრიტის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ჰიპერტონიის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის რთული დაავადების დროს მისი მიღება უკუჩვენებულია. ორსულობის დროს თავშავა კატეგორიულად აკრძალულია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს