ყავის მოყვარულები სისტემატიურად უშვებენ ამ 4 შეცდომას და არ იციან რა შედეგი მოყვება ამას.

6156

ყავა მაცოცხლებელი სასმელია, ის დილის რიტუალის აუცილებელი ნაწილია. არსებობს ყავის უამრავი სახეობა და მომზადების ხერხი, ასევე ბევრი მოწინააღმდეგე და მომხრე. ზოგი თვლის, რომ ის სასარგებლო, ზოგი საწინააღმდეგოს ამტკიცებს. სინამდვილეში კი მთავარი ზომიერების დაცვაა. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით, თუ რამდენი ჭიქა ყავის მიღება შეიძლება დღეში და როგორ უნდა მოამზადოთ ის სწორად.

რამდენი ჭიქა ყავის დალევა შეიძლება დღეში

ბოლო ხანებში მეცნიერები შეთანხმდნენ იმაზე, რომ ყავა პოზიტიურად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე, ოღონდ ზომიერი და სწორი მიღების შემთხვევაში. ზედმეტი კოფეინი კი ორგანიზმისთვის მავნე იქნება.დღიური ნორმა დაახლოებით ოთხი ფინჯანი ყავაა (400 მლ.). ამასთან გასათვალისწინებელია მისი კონცენტრაცია. მაგალითად, 400 მლ. ამერიკანო ბევრად მეტ კოფეინს შეიცავს, ვიდრე იგივე რაოდენობის ლატე.პირველ რიგში, ზედმეტი კოფეინი იწვევს ძილის დარღვევას. ხშირად გაგიგიათ ფრაზა: “შემიძლია ძილის წინ მაგარი ყავა მივირთვა და უპრობლემოდ დავიძინო.” დიახ, ჩაძინებას შეიძლება არ შეუშალოს ხელი კოფეინმა, მაგრამ ირღვევა ძილის ხარისხი, რადგან ეს ნივთიერება ძლიერი სტიმულატორია. ზოგს მაღალი მგრძნობელობა აქვს კოფეინის მიმართ, ზოგს ნაკლები, მაგრამ ღამის ყავა დილის უგუნებობის ან თავის ტკივილის წინაპირობაა.კოფეინის დიდი დოზა დატვირთვაა გულისთვისაც. მან შეიძლება დააზიანოს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემა. ფრთხილად უნდა იყვნენ მაღალი არტერიული წნევის მატარებელნი.

შეიძლება ყავის დალევა მშიერ კუჭზე?  – უზმოზე ეს არომატული სასმელი მაღლა წევს შაქრის დონეს სისხლში და იწვევს პრობლემებს საჭმლის მომნელებელ სისტემაში. არც ტრაპეზის დამთავრებისთანავეა ყავის მირთმევა კარგი იდეა, რადგან ყავა შეუშლის ხელს საჭმლის გადამმუშავებელ სისტემას მუშაობაში და ნაწლავურ დისბალანსს გამოიწვევს. საუკეთესო დრო ყავის დასალევად საუზმის შემდეგი 1 საათია.ზოგი ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ყავის დასალევად საუკეთესო დროა 90 წუთის შემდეგ გაღვიძებიდან. საქმე იმაშია, რომ გაღვიძებისას ორგანიზმში იმატებს კორტიზოლის – სტრესის ჰორმონის დონე. სწორედ ის გვეხმარება ძილიდან გამოსვლაში და გვამზადებს აქტიურობისთვის. თუ გაღვიძებისთანავე დალევთ ყავას, ვერ იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, რადგან კორტიზოლმა აიღო ეს თავის თავზე. რა გამოვა საბოლოოდ? ნახევარ საათში მეორე დოზა დაგჭირდებათ გამოსაფხიზლებლად.

რა ხდება ნალექიანი ყავის შემთხვევაში – თუ მომზადების დროს ნალექი დიდხანს რჩება წყალში, გამოიყოფა ნივთიერება, რომელიც მაღლა წევს ცუდი ქოლესტერინის დონეს. ამიტომ ჯობია მიირთვათ გაფილტრული ყავა “პუროვერი” ან “დრიპი”. ის ნაკლებად მჟავეა და კარგად გამოკვეთილი აქვს ყავის გემო.გაფილტრული ყავის მომზადება ხდება დაფქული ყავით, წნევის გარეშე, ძლიერი გრავიტაციის ზემოქმედებით. მომზადების პროცესი მეტ დროს ითხოვს, მაგრამ ეს ამად ღირს. ესპრესოსგან განსხვავებით, ხარისხიანად მომზადებულ გაფილტრულ ყავას სუფთა და დაბალანსებული გემო აქვს. დიდი რაოდენობით წყალში ხდება კოფეინის ცხიმის და ნაწილაკების გაზავება გარკვეული დროის განმავლობაში. ამიტომ აქვს მას რბილი გემო და ნაკლები მჟავიანობა, ვიდრე ესპრესოს.

უნალექო ყავა: დავლიოთ თუ არა? – უნალექო ყავას დროის ეკონომიის გამო ანიჭებენ უპირატესობას, მაგრამ ის შეიცავს ქლოროგენულ მჟავებს, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს გულის მუშაობაზე. ამასთან, შეიცავს მარცვლებზე მეტ კოფეინს და ყველაზე მთავარი, ის იწვევს შეჩვევას. ჯობია, არ დაგენანოთ დრო და ფული ხარისხიანი მარცვლების შესაძენად და ნამდვილი ყავის მოსამზადებლად.

თქვენ გიყვართ ყავა? რომელს ანიჭებთ უპირატესობას? რა მეთოდს იყენებთ მის მოსამზადებლად? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს