დაშორება რთული პერიოდია ყველასთვის. არაფერია მუდმივი. ადამიანებს უყვარდებათ, ქორწინდებიან, შორდებიან. მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს ხოლმე. როდესაც ზრდასრული ადამიანები ხვდებიან, რომ აღარაფერი აქვთ საერთო, უნდა დაშორდნენ. როგორ უნდა გადაიტანოთ ეს რთული პერიოდი და დატკბეთ ცხოვრებით?
დაშორების პერიოდი
ნუ შეურაცხყოფ! – უმეტესად ადამიანები ნეგატიურ ნოტაზე შორდებიან. ვიღაცამ ვიღაც გააბრაზა, უღალატა, ან არ გაითვალისწინა მისი მსოფლმხედველობა. ამის გამო ჩნდება გაღიზიანება, ერთმანეთის დადანაშაულება. სინამდვილეში კი, უდიდესი ნიჭი და ხელოვნებაა მშვიდობიანად დაშორება.
მიიღე შენი შეცდომა – იმისათვის, რომ სიტუაცია მიიღოთ და შეეგუოთ, დრო არის საჭირო. ზოგს ორი კვირა ყოფნის ამისთვის, ზოგს შეიძლება წლები დასჭირდეს. მთავარია, გააცნობიეროთ, რომ ურთიერთობის რღვევაში ორივე პირია დამნაშავე. როდესაც მიხვდები, რაში იყო შენი შეცდომა, შეძლებ წინ წასვლას.
ესეც გაივლის – დიახ, ეხლა ძალიან ცუდად ხარ. ალბათ, გინდა დაწვე, გადაიფარო პლედი და ბევრი ტკბილეული ჭამო. წყენა და დარდი – ეს ნორმალური რეაქციაა, ხოლო იმ ურთიერთობის გაგრძელება, რომელსაც პარტნიორებისთვის კარგი არაფერი მოაქვს – არ არის ნორმალური. კარგად გამოიტირე, ჭამე ტორტის დიდი ნაჭერი, უყურე მელოდრამებს ბედნიერი დასასრულით. აღარ იფიქრო დანაკარგზე, იფიქრე, რა გასწავლა ამ ურთიერთობამ. უთხარი “მადლობა” იმ ადამიანს საჭირო გამოცდილებისთვის, დაივიწყე ყველა წყენა და სუფთა, პოზიტიური ემოციით განაგრძე ცხოვრება.ფსიქოლოგები გვირჩევენ, რთულ ცხოვრებისეულ პერიოდში, ვაწარმოოთ დღიური. თუ აზრები გებნევა და ამავე დროს ყველაფერს ჩაიწერ, უკეთ გაერკვევი საკუთარ თავში. ხანდახან გადაიკითხე შენი ჩანაწერები, მისგან ბევრ სარგებელს მიიღებ. ეს იგივეა, რაც სხვადასხვა პერიოდში წაკითხული ერთი და იგივე წიგნი. პირველად ერთი კუთხიდან აღვიქვამთ, მერე სხვანაირად და ა. შ. გაუზიარეთ თქვენი განცდები მეგობრებს და ნათესავებს. უკეთესი იქნება, თუ ფსიქოლოგს მიმართავ, რომელიც უკეთ გაგარკვევთ იმაში, რაშიც დამოუკიდებლად ვერ გაერკვიეთ.
შენ არავის მიუტოვებიხარ – საკუთარი თავის დადანაშაულება – არ არის გამოსავალი. გაეცი ყველა კითხვაზე პასუხი. რა არ მოგწონდა ყოფილ პარტნიორში, რა არ მოსწონდა მას შენს ქცევაში. ზოგჯერ ადამიანები სხვადასხვა შეხედულების არიან და უბრალოდ არ ესმით ერთმანეთის. არასოდეს იფიქრო, რომ მიგატოვეს. ეს ასე არ არის. რაღაც მომენტში თავად გადაწყვიტე, რომ ასე ჯობდა. დაიწყე იმის კეთება, რაც სიამოვნებას მოგანიჭებს.
იცხოვრე – საკუთარ პრობლემებში ყოფილის დადანაშაულება, ცოტა ხანი ტანჯვა ნორმალურია. რაც უფრო ადრე მიხვდები, რომ არ არის მხოლოდ ერთი დამნაშავე, მით უფრო მალე დაიწყებ ცხოვრებით დატკბობას. არ დაკარგო დრო წარსულში ქექვაზე. დაკავდი იოგით, ცეკვით, ისეირნე ბუნებაში, მიხედე კარიერას.
ადრე მიღებული იყო, რომ ქალი მხოლოდ ერთხელ უნდა გათხოვილიყო. ეს არ ნიშნავდა, რომ ქორწინება ყოველთვის ბედნიერი იყო. შეიძლება ადამიანს 10-ჯერ შეუყვარდეს ცხოვრებაში, ან ერთი და იგივე ადამიანი გიყვარდეს ყოველ დღე ახალი გრძნობით. გისურვებ ბედნიერების პოვნას, არასოდეს მიიხედო უკან, გამოიყენე წარსულის გამოცდილება და ცოდნა, ეძებე ბედნიერება აწმყოში. თქვენ რას იტყვით? ასეა?