მიწავაშლას ფესვნაყოფი ძალიან სასარგებლო პროდუქტია. მისი რეგულარული მოხმარება არეგულირებს წნევას ჰიპერტონიის დროს, შაქრის დონეს – დიაბეტის დროს, და აუმჯობესებს კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციონირებას.
- მიწავაშლა (მიწის მსხალი), დიაბეტის დროს, სისხლში შაქრის დონის დარეგულირებაში დაგეხმარებათ. ამისთვის, დღეში სამჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე, მიირთვით 50-60 გ მცენარის ფესვი. წლის განმავლობაში, სასურველია ამ სახით 50-60 კგ ტოპინამბურის მიღება. თუ ამ დროის განმავლობაში თხევად განავალს შენიშნავთ, ნუ შეგეშინდებათ – ასეც უნდა იყოს.
- დიაბეტიკებისთვის კარგია ტოპინამბურის ყავაც. მას 2-3 წელიწადში ერთხელ ვამზადებ და ვსვამ. სასმელი შესანიშნავად არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში. მიის მოსამზადებლად, კარგად გარეცხეთ(არ გაფცქვნათ) მიწავაშლას ფესვები, დააქუცმაცეთ და გაახმეთ. დაყარეთ საცხობ ფორმაზე და გამოაცხვეთ, სანამ არ გაღიავდება. დააფქვიეთ, გაცერით, მსხვილი ნარჩენები კიდევ ერთხელ დააფქვიეთ და ჩაყარეთ ყველაფერი თავსახურიან ქილაში. მოხარშეთ 1/2 ჩ.კ. 1 ფინჯან მდუღარე წყალში. შეგიძლიათ, დალიოთ რძით, ოღონდ უშაქროდ. ეს სასმელი ძალიან სასარგებლო და გემრიელია. გემრიელად მიირთვით!
- ათეროსკლეროზის დროს, მიწავაშლას მოხარშულ ფესვებს(100 გ) მოასხით სამარხვო სიმინდის ზეთი(20 გ) და მიირთვით ვახშამზე. შეგიძლიათ, დააყოლოთ ვერხვის ყვავილების ჩაი.
- ყაბზობა რომ აღარ გაწუხებდეთ, ყოველდღე, ჭამამდე 30 წუთით ადრე, მიირთვით მიწის მსხალი. იგი ათხელებს განავალს.
- ოსტეოქონდროზის დროს, დედაჩემი სამკურნალო აბაზანებს იღებდა. 10 ლ წყალში 3 კგ ტოპინამბურის დაქუცმაცებულ ნაყოფს ხარშავდა, აგრილებდა, შემდეგ ეხვეოდა ზეწრებში და, სანამ ნახარში სრულად გაგრილდებოდა, ისხამდა ტანზე. ასე ყოველ მეორე დღეს აკეთებდა. სულ 10 პროცედურის ჩატარებაა საჭირო.
- ხანდახან, იარის ადგილი სითხით ივსება. ამ შემთხვევაში, გაატარეთ ხორცსაკეპში ტოპინამბურის ბოლქვები, მიღებული ფაფა დაიდეთ დაზიანების ადგილას, დააფარეთ ცელოფანი და დაიფიქსირეთ სახვევით. რამდენიმე კომპრესის შემდეგ, პრობლემა აღმოიფხვრება.
- ართროზის ან მუხლის სახსრების ტკივილის დროს, შემდეგი საშუალება დაგეხმარებათ: მსხვილად დახეხეთ ბოლქვები, ოდნავ დაწურეთ, შეათბეთ მასა და წაისვით მუხლებზე. ზემოდან დაიფინეთ ცელოფანი, ბამბა და შეიხვიეთ თბილი შარფით. გაიკეთეთ კომპრესი ღამით, გაიჩერეთ დილამდე. თვენახევრის შემდეგ, სახსრების ტკივილი საერთოდ აღარ შეგაწუხებთ.
- სუსტი ჯანმრთელობის, ონკოლოგიის დროს, დღეში სამჯერ, ჭამის წინ, უნდა მიირთვათ ტოპინამბურის 1 უმი ნაყოფი. იგი სასარგებლოა ყველასთვის.
- გულძმარვის მოსაშორებლად, დახეხეთ 2 ბოლქვი, დაუმატეთ 1 დახეხილი ვაშლი, მოურიეთ და მიირთვით. გაიმეორეთ ასე დღეში ორჯერ. გულძმარვა გაქრება.
- ინსულტი და პრეინსულტური მდგომარეობა: ეფექტურია, კვირაში 2-3-ჯერ, უზმოზე 1-2 უმი ბოლქვის მირთმევა და დღეში თითო ლიტრი მცენარის ნახარშის დალევა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს