მოვყევი პატარა ავარიაში, დავურეკე ქმარს და მისმა რეაქციამ გამაოგნა.

2021

ახლობლების თანადგომა უდიდეს ძალას აძლევს ადამიანს. ეს არ არის აუცილებელი იყოს მხოლოდ მატერიალური. უბრალო სიტყვა, საუბარი, ურთიერთობა დიდი შვებაა, როცა გიჭირს.სამწუხაროდ, ცხოვრების დაძაბული რიტმი ხელს გვიშლის რაიმეზე ორიენტირებაში. ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ ურთიერთ თანაგრძნობა და მოკითხვა. რა გაეწყობა, ასეთ დროში ვცხოვრობთ. ამის ნიადაგზე ხშირია უკმაყოფილება და კონფლიქტები. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ასეთი ამბავია:

ახლობლების მხარდაჭერა

“ვერ ვიტყვი, რომ რბოლის სპეციალისტი ვარ, მაგრამ მანქანას უკვე დიდი ხანია კარგად ვატარებ. უკვე ხუთი წელია საჭესთან ვზივარ. ქალი ვარ და პრობლემის დროს მამაკაცისგან მხარდაჭერა მჭირდება.ბოლო პერიოდში ერთი ამბავი შემემთხვა. როგორც ყოველთვის, დილით სამსახურში წავედი. წინა დღეს ქმარს დავუბარე, რომ საღამოს მეგობრებთან ერთად გავატარებდი კაფეში.სანდრო რა თქმა უნდა, დამეთანხმა. ის ისედაც არაფერში მიქმნის პრობლემას.სამსახურში ჩემთან დირექტორი შემოვიდა, ის კარგი ადამიანი და კარგი სპეციალისტია. მთხოვა მისი მანქანით წავსულიყავი და რაღაც საბუთები მიმეტანა.ავიღე საბუთები, დავაწყვე უკანა სავარძელზე – მანქანა ძვირფასი და ძალიან კომფორტული იყო, მაგრამ გზაზე ვერ გავუმკლავდი სხვისი მანქანის საჭეს და ერთი მხარე გავუკაწრე.არაფერი სერიოზული არ იყო, მცირე ზედაპირული დაზიანება, თან დაზღვევაც ჰქონდა. მეორე მანქანა ძველი და მოუვლელი იყო. 20-25 წლის ყმაწვილი მართავდა და სადაც იყო იტირებდა. მან ხელების ქნევა და ყვირილი დამიწყო, სულ არ გაუთვალისწინებია, რომ ქალი ვიყავი.მე კი გულში მადლობელი ვიყავი, რომ არაფერი სერიოზული არ მომხდარა, ადამიანები არ დაშავებულა, მხოლოდ მანქანა იყო ოდნავ დაზიანებული. აკანკალებული ხელით ავკრიფე ნომერი და პატრული გამოვიძახე. ამ დროს მამაკაცმა წიხლი მიარტყა ჩემი მანქანის ბორბალს და ფანჯარაზე დამიკაკუნა.გადავწყვიტე ქმრისთვისაც დამერეკა. მშვიდად მოვუყევი მომხდარი, მან მკითხა, როგორ ვგრძნობდი თავს – კარგად. შემდეგ კი ასეთი საუბარი გვქონდა:

  • -მოვიდე?
  • -არ ვიცი, სალონში ვზივარ ჩაკეტილი. ის კაცი ცოტა დამშვიდდა და ველოდები პატრულს.
  • -კარგი. მე ბიჭებთან ვარ შეთანხმებული, უნდა წავიდე, შენ კარი არ გააღო სანამ პატრული არ მოვა. საბუთები თან გაქვს?
  • -კი.
  • -კარგი, წარმატებები. თუ რამეა, დამირეკე.

შემდეგ მოვიდა პატრული, დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი. ნამდვილად მსუბუქი იყო დაზიანებები. არადა ნახევარი საათის წინ ის მანქანის მძღოლი ძალიან გაცეცხლებული იყო.საბოლოოდ, პოლიციამ ის მძღოლი დაზღვევის არქონის გამო დააჯარიმა, რაც მანქანის გაკეთებაზე ბევრად მეტი იყო. იმედი, მაქვს იმ წუთში მიხვდებოდა თავის შეცდომას.მე ი სხვა რამეზე ვფიქრობდი. ადამიანები რატომ ვქმნით ტრაგედიას იქ, სადაც არ არსებობს? და კიდევ – ქმრისთვის არ მითხოვია მოსვლა, მაგრამ არც თავად გამოუთქვამს სურვილი. არადა ასეთ დროს მამაკაცის თანადგომა ნამდვილად საჭირო იყო.

ეს ფიქრები დღემდე მაწუხებს. შეიძლება, ჩემი ბრალიც არის, მოსვლა რომ არ ვთხოვე. ან იქნებ, გამომეპარა ის მომენტი, როცა სულერთი გავხდი მისთვის? თქვენ რას ფიქრობთ? გქონიათ მსგავსი შემთხვევა?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს