შეუფასებელია მშობლის როლი შვილისთვის. ისინი აძლევენ ბავშვს სიცოცხლეს, ზრდიან და უშვებენ თავისი ცხოვრების მოსაწყობად. იდეალურ სიტუაციაში ზრდასრულ შვილებსა და მშობლებს შორის კავშირი უფრო მყარდება, მაგრამ რეალურად შეიძლება სულაც დაირღვეს. რატომ ხდება ასე და სწორია თუ არა გავნაწყენდეთ დედაზე ან მამაზე რაიმე სისულელის გამო? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხავთ:
მშობლების როლი ცხოვრებაში
“დავიბადე ჩვეულებრივ ოჯახში. დედა მკერავად მუშაობდა, მამა კი დურგალი იყო. მშობლები ოცნებობდნენ, რომ რამენაირად ფეხზე დავეყენებინე, მოეცათ კარგი განათლება. ყოველთვის სურდათ უკეთესი ცხოვრება მქონოდა, ბევრ რამეს იკლებდნენ ჩემი კეთილდღეობისთვის.ვცდილობდი ყოველთვის მესიამოვნებინა მშობლებისთვის, როგორც შემეძლო. სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, ჩავაბარე კარგ უნივერსიტეტში. მახსოვს, მათი უსაზღვრო სიხარული. თუმცა, ერთ დღეს ჩემი საყვარელი დედა საავადმყოფოში მოხვდა და გარდაიცვალა.ძალიან გამიჭირდა ამასთან შეგუება. ცოტა ხნის წინ დედა კარგად იყო და ცხოვრებით ხარობდა, ეხლა კი აღარ არის. ყოველ საღამოს ვნატრობდი, რომ სიზმარში მაინც მენახა.
უბედურება ოჯახში – მომხდარის შემდეგ მამა საკუთარ თავში ჩაიკეტა. დღე და ღამე თავის სახელოსნოში იჯდა და სამუშაოზე ცდილობდა გულის გადაყოლებას. დასვენების დღეებში ვცდილობდი მასთან ჩასვლას და გამხნევებას, მაგრამ ეს მარტივი არ იყო. არ მინდოდა სწავლის მიტოვება და სულ ვდარდობდი, რომ მამისთვის ვერაფერს ვაკეთებდი.ერთი წელი დამჭირდა გონზე მოსასვლელად. მინდოდა სწავლის დამთავრება, სამსახურის დაწყება და პირადი ცხოვრების მოწყობა. როდესაც ეს გავაცნობიერე, გავიცანი ლევანი. ის ჩემზე 7 წლით უფროსი იყო. ქონდა საკუთარი ბიზნესი და სახლი. მალე დავქორწინდით.ქორწილის დღეს პირველად, ამდენი ხნის განმავლობაში, მამაჩემი ბედნიერი ვნახე. შემდეგ კი ყოველდღიურ რუტინაში ჩავერთე. მალე დავფეხმძიმდი და მამისთვის ვეღარ ვიცლიდი.მალე ის ავად გახდა. ახალშობილთან ერთად ვეღარ ვახერხებდი მის მონახულებას. რამდენჯერმე საავადმყოფოშიც მოხვდა და დაქირავებული ქალი უვლიდა.
საბედისწერო შეცდომა – ერთხელ, სტუმრად მივედი მამასთან და შევამჩნიე, რომ მამა უცნაურად ექცეოდა მომვლელ ქალს. ჩემი ეჭვები გამართლდა, როცა მითხრა, რომ მასზე დაქორწინებას აპირებდა. ჩემთვის ეს წარმოუდგენელი იყო, როგორ შეიძლებოდა დედის ასე მალე დავიწყება?ვერ ვიჯერებდი მომხდარს. არ მესმოდა მამის საქციელი და ძალიან გავბრაზდი მასზე. დეიდა ხშირად მირეკავდა და მთხოვდა აზრი შემეცვალა, მაგრამ ეს ჩემს ძალებს აღემატებოდა.ერთხელ, მამამ დამირეკა, მომიბოდიშა და მასთან მისვლა მთხოვა. ის თურმე ისევ საავადმყოფოში იწვა. უარი ვუთხარი და მოვატყუე, რომ არ მეცალა. დილით კი ტელეფონის ზარმა გამაღვიძა…რეკავდა დეიდა: “მალე ჩამოდი, მამა გარდაიცვალა! ექიმებმა ყველაფერი გაკეთეს მის გადასარჩენად, მაგრამ არაფერი გამოვიდა!” ტირილის თავიც არ მქონდა. მაშინვე გავაცნობიერე, თუ რა ეგოისტურად ვიქცეოდი მთელი ეს პერიოდი. მამას ვჭირდებოდი, მე კი ზურგი შევაქციე… სამწუხაროდ დროს უკან ვეღარ დავაბრუნებ.”
რედაქციისგან: როდესაც ზრდასრული შვილები საკუთარი ცხოვრების მოწყობას იწყებენ, მშობლები მეორე პლანზე გადადიან. ეს ისტორია არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სულელურმა წყენამ დაანგრიოს ურთიერთობა მამას და შვილს შორის. სამწუხაროა, რომ მხოლოდ ამხელა ტრაგედიის მერე ხდება საკუთარი შეცდომების აღიარება.დაურეკეთ თქვენს მშობლებს ეხლა და ამ წუთში, უთხარით, რომ ძალიან გიყვართ. არავინ იცის, რა იქნება ხვალ…