ყველა ურთიერთობას არ აქვს ბედნიერი დასასრული. ადამიანებს ცვალებადი ხასიათი აქვთ. სისტემატიურად ვიღებთ ახალ ინფორმაციას, იცვლება გარემო და ვეცნობით ახალ ადამიანებს. ის, რაც გუშინ გვსიამოვნებდა, დღეს შეიძლება მოსაწყენად მოგვეჩვენოს. როგორ უნდა მოვიქცეთ ადამიანთან რომელმაც კარი გაიჯახუნა, მიგვატოვა და გული გაგვიტეხა. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ თემაზე ვისაუბრებთ.ახალგაზრდა ასაკში ესეთი რამ სასოწარკვეთას იწვევს. ჩამოუყალიბებელი ფსიქიკა ჯერ კიდევ არ არის მზად მძიმე განშორებისთვის, თუმცა, სიმართლე გითხრათ, საყვარელ ადამიანთან დაშორება ყველა ასაკში მტკივნეულია. ყველა თავისებურად უმკლავდება ამ სტრესს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, მიტოვებული მხარე მთელ რიგ შეცდომებს უშვებს, რომელიც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას.
როგორ მოვიქცეთ დაშორების შემდეგ
თვალთვალი – მიტოვებული ადამიანები, უმეტესად მამაკაცები, ვერ ეგუებიან იმ ფაქტს, რომ ვიღაცამ მიატოვა. მაშინ იწყებენ ყველაზე პრიმიტიულ სვლას: ყოფილი პარტნიორის თვალთვალს, რეკვას დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, გარეთ დევნას, სოციალურ ქსელში თვალთვალს და ა. შ.უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი სახის დროის და ენერგიის კარგვა, ვერაფერს უშველის. “მსხვერპლი” კიდევ უფრო გაერიდება და კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ სწორად მოიქცა. გულგატეხილი ადამიანი ისევ და ისევ თავის ნეგატიურ ფიქრებს დაუბრუნდება და ამით ფსიქოლოგიურ პრობლემებამდე მივა.ამერიკაში მსგავსი ქცევა საზოგადოებისგან ნეგატიურად ფასდება და კანონითაც ისჯება. გაიცემა სპეციალური დოკუმენტი და პიროვნებას ეკრძალება “მსხვერპლთან” მიახლოება. დაუმორჩილებლობა კი მკაცრად ისჯება კანონით.
აგრესია – ძალის გამოყენება არავისთვის არის სასიამოვნო. თუ მოლაპარაკებით შედეგი არ მიიღწევა, მუქარით შანსი არ არსებობს. ადამიანებს შორის აგრესიას არანაირი გამართლება არ აქვს.თუმცა, ზოგიერთ პიროვნებას სხვანაირი ტაქტიკა აქვს. ეს არის აგრესია საერთო ნაცნობებისგან, რაც ასე ვლინდება: მიტოვებული მხარე იწყებს კონტაქტს ყველა საერთო ნაცნობთან და ჭორების გავრცელებას, მთელი “ბინძური თეთრეულის” გარეთ გამოტანას. ამ ხერხით ხდება შურისძიება ყოფილ მეორე ნახევარზე.ეს ძალიან მდაბიო და დამაზიანებელი საქციელია და ხაზს უსვამს ადამიანის ვიწრო ხასიათს. ამის გამო მას სხვა ადამიანებიც შეაქცევენ ზურგს და მეტი თანაგრძნობა გაუჩნდებათ მსხვერპლის მიმართ. მემგონი, სამართლიანია.და საერთოდ, რატომ უნდა დაიზიანოთ კარმა? ყველაფერი ბუმერანგივით არის – ორმაგი ძალით დაგიბრუნდებათ უკან.
დარწმუნება, მოლაპარაკება – აქ არ ვგულისხმობთ ორ გაუცხოებულ ადამიანს შორის მოლაპარაკების მცდელობას. მიუღებელია, როცა მიტოვებული მამაკაცი ან ქალი მიდის ყოფილის მშობლებთან ან ახლობლებთან მათი მეშვეობით ცდილობს სიტუაციაზე გავლენის მოხდენას.მსოფლიოში არსებობს სხვადასხვა წყობა ოჯახების, რწმენის, პოლიტიკის. მაგალითად, პატრიარქალურ ქვეყნებში მამაკაცი არ არის აუცილებელი ქალს მოსწონდეს. მთავარია, თანახმა იყოს ქალის მამა და საკითხი დახურულია, ქორწინება შედგება. რამდენად სწორია ეს რთულია თქმა. ჩვენთვის მიუღებელია, ზოგიერთისთვის კი ჩვეულებრივი ყოველდღიურობა.
რა ხდება საბოლოოდ? – ბანალურია, ცნობილია, მაგრამ ფაქტია ადამიანმა უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე. ემოცია კოლოსალური ენერგიის მატარებელია. ნეგატიური ემოცია ცუდ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე, ფიზიკურ ტკივილამდეც კი მიყავს. პოზიტიური კი პირიქით, კურნავს სულს და გულს.ნეგატიურ ემოციას სწორი მიმართულება უნდა მისცეთ. ეს შეიძლება იყოს სამსახური, სწავლა, სპორტი… შეუპოვარი შრომის შედეგად, შეიძლება დიდი წარმატების მიღწევა განსაკუთრებული ნიჭის გარეშეც.ბევრმა სპორტსმენმა და ბიზნესმენმა მიაღწია წარმატებას პირადი წყენის და უსიამოვნო გარემოებების შემდეგ. ურთიერთობები რომ შეენარჩუნებინათ, მოდუნდებოდნენ და დაკმაყოფილდებოდნენ იმით, რაც აქვთ.სხვისი წარმატება, განსაკუთრებით კი “ყოფილების”, ძალიან გამაღიზიანებელია. სწორედ ეს უნდა იყოს მთავარი მიზანი – იყო ბედნიერი და წარმატებული. ამისთვის საჭიროა დრო და დიდი ნებისყოფა.
ყველა ნორმალური ადამიანი იმსახურებს პატივისცემას. არ ღირს მუდამ წარუმატებელ ურთიერთობაზე ფიქრი, ეს არაფერ კარგს არ მოიტანს. მეტი იფიქრეთ საკუთარ თავზე და დაშორების პერიოდს მარტივად გადალახავთ. გისურვებთ წარმატებებს და გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში.