რას გვიყვება თქვენზე თქვენი საყვარელი ყავა, მკითხაობა ყავის ნალექზე

385

ყოველ 5 წუთში მსოფლიოში 2 მილიონი ჭიქა ყავა ისმევა. ის ყველაზე საყვარელი სასმელია ჩვენს პლანეტაზე. საინტერესო, რომ ყველას სხვადასხვა სახის ყავა მოსწონს. ზოგი ლატეს მიირთმევს, ზოგს კი ძლიერი შავი ყავა ურჩევნია დილაობით. რას ამბობს ჩვენზე ჩვენი საყვარელი ყავა? წაიკითხეთ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში.

ყავის სახეობები

  • ესპრესო – გიყვარს წესები და სწორად დადგენილი ნორმები. არასოდეს გადასცდები დაწესებულ ზღვარს.ესპრესოს მოყვარულები ნაკითხი ადამიანები არიან ფართო თვალთახედვით. უყვართ მოგზაურობა, სიახლეების აღმოჩენა, მაგრამ შეუცვლელი რჩება დილის ესპრესო და საინტერესო წიგნი.
  • ლატე – ლატე, რაფი და სხვა რძიანი სასმელი უყვართ რბილ, გაწონასწორებულ ნატურებს. მათ არ ჭირდებათ ენერგიისთვის ბევრი კოფეინი. მიირთმევენ მშვიდად და ტკბებიან ნაზი არაბიკას და არომატული ყავის ნოტებით. ლატეს მოყვარულებს მუდმივად აინტერესებთ მოდის სიახლეები,
  • კაპუჩინო – კაპუჩინოს მოყვარულები საინტერესო და კაშკაშა პიროვნებები არიან. მათ მიდრეკილება აქვთ უკიდურესობისკენ, არიან ძალიან მომთხოვნები. აკონტროლებენ ყველას და ყველაფერს. უყვართ წესრიგი. დაბადებული არიან ლიდერებად და ხელმძღვანელებად. ამაყობენ თავისი რაციონალიზმით და გამჭრიახი გონებით.
  • ამერიკანო – შენ პოზიტიური ნატურა ხარ, რომელთანაც არასდროს მოიწყენ. ხრ მსუბუქი და მხიარული, გიყვარს ავანტურა და სპონტანურობა. ხარ ასანთივით – უცებ გენთება იდეები, მაგრამ მალევე გიქრება.
  • ყავა ირლანდიურად – იდუმალი ადამიანი ხარ, ისევე, როგორც შენს საყვარელ სასმელს, გაქვს საიდუმლო ინგრედიენტი – ვისკიზე საშიში და ცეცხლოვანი. ხარ საიმედო მეგობარი, ყოველთვის ასრულებ დანაპირებს.
  • უნალექო ყავა – უნალექო ყავის მოყვარულებისთვის პირველ ადგილზეა საკუთარი კომფორტი. შენ ყოველთვის პოულობ მარტივ გზას საქმეების მოსაგვარებლად, ისევე, როგორც საყვარელი ყავის: ჩაყარე, დაასხი მდუღარე, მოურიე, დალიე. შენთვის არ აქვს დიდი მნიშვნელობა გემოს თავისებურებებს. ხარ უბრალო, სწორხაზოვანი და იმპულსური. აფასებ მეგობრებს და ახლობლებს, ისინიც პატივს გცემენ.
  • თურქული ყავა – აღმოსავლური სასმელის მოყვარულები მეოცნებე და რომანტიულები არიან. ყავა სანელებლებით, ცუკატებით და არახისით დიდ ფანტაზიაზე მიუთითებს.
  • ყავის კოქტეილები – ყავის სახეობები უთვალავია. არსებობს ასევე ყავის კოქტეილი ტოპინგით. მისი მოყვარულები ექსპრესიულები და ექსპერიმენტების მოყვარულები არიან. მათთვის უცხოა ნორმები და სიმყუდროვე, ჭირდებათ ეპატაჟი და ემოციების ქარიშხალი. არიან კომუნიკაბელურები და იდუმალები, მაგნიტივით იზიდავენ ადამიანებს.

თქვენ რომელ ყავს ანიჭებთ უპირატესობას? რამდენად ხშირად მიირთმევთ მას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს