ნიადაგისთვის ნაცარი ძალიან სასარგებლოა და დამსახურებულად ითვლება ერთ-ერთ ეფექტურ ნატურალურ სასუქად. ბევრი მებაღე და მებოსტნე იყენებს ხის ნაცარს თავის ნაკვეთზე, მაგრამ აუცილებელია ზუსტად იცოდეთ ის მცენარეები, რომელთაც ის უხდება. რომელი ბოსტნეულისთვის არ შეიძლება ნაცარი და რატომ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.
ნაცარი ბოსტნისთვის
ნაცარი წარმოიშობა ხის ან სხვა ნატურალური ნარჩენების დაწვის შედეგად. ეს შეიძლება იყოს ფოთლები, ბოსტნეულის მშრალი ნარჩენები, თივა. განსაკუთრებულად ძვირფასია ხის ნაცარი. ასეთი მინერალურ-ორგანული სასუქი აქვეითებს ნიადაგის მჟავიანობას და დადებითად მოქმედებს სხვადასხვა სასარგებლო მიკროორგანიზმზე.ასეთი მიკროორგანიზმები უფრო ეფექტურად ამუშავებს ორგანულ სასუქებს, შედეგად მცენარე უკეთ იღებს სასარგებლო მიკროელემენტებს. მაგალითად, თუ კარტოფილის დათესვამდე შეიტანთ ორმოებში ნაცარს, სახამებლის შემცველობა მცენარეში მეტი იქნება და მოიმატებს მოსავლიანობა.ნაცარი შეიცავს მაგნიუმს, კალიუმს და კალცს, რაც განსაკუთრებით უხდება კარტოფილს, მარწყვს, სტაფილოს. ამ სიას ეკუთვნის პომიდორი, ხახვი, წიწაკა, კიტრი. ეს კულტურები სიამოვნებით ივსებიან ენერგიით ნაცრის დახმარებით.
ნაკლები დახმარება, მეტი ზიანი – ბოლოკი პირველია, რომელსაც არ უხდება ნაცარი. ის აქვეითებს მჟავიანობას, რაც ბოლოკს ძლიან ჭირდება. ეს ბოსტნეული კარგად ხარობს მჟავე ნიადაგზე, ამიტომ ნუ იჩქარებ მთელი ნაკვეთის ნაცრით გაჯერებას. ის გამოიწვევს ბოლოკის ფოთლების გაყვითლებას, შეანელებს მის ზრდას.ღოლო ყველაზე კარგად ვითარდება ნახევრად მჟავე ნიადაგზე. ამ ნიადაგში ნაცრის შეტანა არ არის რეკომენდებული. ბევრი სასარგებლო მცენარე და ყვავილი ვერ იტანს ნაცარს. მაგალითად სალბი, გვირილა, აზალია, ჰორტენზია, კალენდულა. თუ ისინი ნაცრიან ნიადაგზე მოხვდებიან, მათი სასარგებლო თვისებები დაიკარგება. ასევე არ არის რეკომენდებული ნაცარი წიწვოვანი მცენარეებისთვის.
მავნე ნაცარი ბოსტნისთვის – ყველაზე გემრიელი და წვნიანი საზაფხულო ხილიც ვერ მეგობრობს ნაცართან. საზამთროს ის წყლის დისბალანსამდე მიიყვანს. ის იქნება პატარა და არ ექნება სიტკბო. მიუხედავად იმისა, რომ ნაცარი ზოგიერთ მავნებელს ებრძვის, უმჯობესია სხვა ალტერნატივა გამოიყენოთ.მნიშვნელოვანია იცოდეთ, რისი ნაცარი გაქვთ. მაგალითად, არ უნდა ერიოს პლასტმასის ელემენტები, საღებავიანი ნაკეთობები, პრიალა ჟურნალები, დამპალი ხეები, მწვანე ბალახი. მათგან მიღებული ნაცარი მხოლოდ მავნებელი იქნება.თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტურია ნაცარი ნათესებისთვის? იყენებთ მას სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის? გაგვიზიარეთ კომენტარებში.