მოტივაცია დალაგებაზე, რომელიც ენერგიით აავსებს ყველა დიასახლისს.

158

მოტივაცია დასალაგებლად ყველა დიასახლისს სჭირდება. დამეთანხმებით, დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ მხოლოდ წამოწოლა და დასვენება სურს ადამიანს და არა სახლის დალაგება. პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ პოზიტივის და ღიმილის ნაკრებს იმისთვის, რომ ხალისით გააკეთოთ ეს საქმე.

მოტივაცია დალაგებაზე

ვიღაცას მარტო ფუსფუსი უყვარს სახლში, მაგრამ თუ ქმარი და ბავშვები დივანზე გორაობენ, დალაგების პროცესი არაკომფორტული იქნება. ყველა უნდა ჩაერთოს საქმეში. ბავშვებმა თავისი ოთახი დაალაგონ, ქმარმა კი სამზარეულო და აბაზანა.მიიღე დალაგების პროცესი გამოწვევად. შეგიძლია, დააყენოთ ტაიმერი და დროულად შესრულებული სამუშაოსთვის დააჯილდოვოთ საკუთარი თავი. რაც უფრო სწრაფად და ეფექტურად იმოქმედებთ, უკეთესი იქნება.დალაგების დროს სხვა რამეზე ნუ გადაერთვებით. ტელევიზორი, ინტერნეტი, ჭიქა ყავა მხოლოდ დროს დაგაკარგვინებთ. ორიენტირება მხოლოდ სამუშაოს სწრაფად შესრულებაზე გააკეთეთ. განწყობისთვის ჩართეთ მსუბუქი და მარტივი მუსიკა. გამოიყენეთ ნებისმიერი კრეატივი და ნახავთ, როგორ გამარტივდება საქმე.

სივრცის ორგანიზება – დალაგებასთან ერთად, მოიშორეთ ყველა ,,იქნებ დამჭირდეს ნივთი”, გადაყარეთ დიდი ხნის ნადები საკვები მაცივრიდან. კარგი ტანსაცმელი გააჩუქეთ. ზედმეტი ავეჯი გაყიდეთ ან გაეცით. ასე მოიშორებთ მტვრის ზედმეტ ბუდეებს.შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა კონტეინერი ხახვის, კარტოფილის, სტაფილოს და სხვა ბოსტნეულის შესანახად, თაროებზე განალაგეთ შუშის ქილები ბურღულეულისთვის, შაქრისთვის, მარილისთვის. ეს ძალიან მოსახერხებელია და ადვილი დასასუფთავებელი.ფსიქოლოგები გვირჩევენ დრო და დრო შევცვალოთ ოთახში ავეჯის განლაგება.ეს პოზიტიურად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე. გადადგით კარადა, გაიტანეთ ტუმბო სხვა ოთახში, გახალისდით და დაიწყეთ ახალი ინტერიერით ტკბობა.

სახალისო მოტივაცია – ნამდვილი გამოცდაა სახლის დალაგების დაწყება სტუმრების მოსვლამდე ცოტა ხნით ადრე. ელვის სისწრაფით ქროლას, ჯობია დაალაგოთ ზედაპირები, რომლებიც სტუმრებს ყველაზე მეტად მოხვდებათ თვალში. იმოქმედეთ მშვიდად და ორგანიზებულად.რა თქმა უნდა, ჩვენი რჩევები ნახევრად სახუმაროა, მაგრამ იცოდეთ, რომ ყველა ხუმრობა სიმართლის მარცვალს შეიცავს. სპეციალისტები გვირჩევენ, არ დავაგროვოთ საქმე, არ გადავდოთ მომდევნო დღისთვის და ეტაპობრივად გავაკეთოთ ის. დღეს გარეცხეთ, ხვალ მაცივარი გაწმინდეთ, ზეგ იატაკები მოწმინდეთ. ეცადეთ, ეს მაშინვე გააკეთოთ, როცა სურვილი გაგიჩნდებათ.მიიღეთ დალაგების პროცესი როგორც მოსაწყენი, მაგრამ სასიამოვნო რუტინა. შენ შენს სახლს ასუფთავებ და ალამაზებ, ავსებ პოზიტიური ენერგიით და სიმყუდროვით, სითბოთი, სინათლით და სიკეთით. ეს აზრი თქვენი ღიმილის მიზეზი გახდება.

თქვენთვის რა არის დალაგების დროს მთავარი მოტივაცია? რა გაძლევთ ენერგიას და ხალისს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს