სხვადასხვა დროში და სხვადასხვა ქვეყანაში სილამაზის სხვადასხვა კრიტერიუმია. მოდის ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, მედიამ შექმნა სილამაზის საერთო სტანდარტი, რომელსაც ყველა ქალი მისდევს, ეს ხელოვნური იდეალი ბევრის ოცნება გახდა.დღეს პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ მდიდრული გარეგნობის დამახასიათებელ ნიშნებს, რომელსაც ინსტაგრამის ლამაზმანები ირგებენ. რატომ მიიღო ამ ნიშნებმა ამხელა მნიშვნელობა? როგორი გარეგნობა იქნება მიღებული რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ყველაფერი იცვლება გარშემო?
ლამაზი გარეგნობა
პლასტიკურ ქირურგიაში არის ცალკე ტერმინი “მდიდარი ქალბატონის სახე”, რომელიც გულისხმობს განსაზღვრულ შტრიხებს. რით გამოირჩევა ასეთი “მდიდარი სახე”? დიდი თვალები, გამოკვეთილი ყვრიმალები, მსხვილი ტუჩები და წარბები, თეთრი, ქათქათა კბილები, მბრწყინავი სახე – ამ ნაკვთების ხელოვნურობა არავის აწუხებს.
- სქელი ტუჩები – ბუნებრივად იშვიათად აქვთ ქალებს სქელი ტუჩები. თუმცა. თუ ფული გაქვთ, ამის გამოსწორება მარტივია. დღევანდელი ლამაზმანები აქტიურად იყენებენ თანამედროვე მეცნიერების ამ მიღწევას და ტუჩებს ისქელებენ. ხშირად ისე ითრევს მათ ეს პროცესი, რომ შედეგი აღფრთოვანების მაგივრად შიშის გრძნობას იწვევს მნახველში.
- დელფინის კანი – გლუვი კანი, რომელიც ანათებს, მდიდარი ქალბატონის კიდევ ერთი ატრიბუტია. ბევრი მანდილოსანი უამრავ თანხას ხარჯავს იმისთვის, რომ იდეალური კანი ჰქონდეთ. ეს არის ძვირადღირებული პროცედურები, კანის დაჭიმვა, პილინგი. მიუხედავად ამისა, დაბერების პროცესის ბოლომდე შეჩერება შეუძლებელია.
- გამოკვეთილი ყვრიმალები – ანჯელინა ჯოლი მილიონობით ქალისთვის სილამაზის ეტალონი გახდა. ამიტომ ისეთი გამოკვეთილი ყვრიმალები, როგორიც მას აქვს, ბევრის მიზანი გახდა. ასევე პოპულარულია ბიშეს ბალიშების მოშორება, რაც ლამაზმანებს საშუალებას აძლევს სახე უფრო მეტყველი და მსუბუქი გახადონ.
- წარბები და წამწამები – ხდება სტანდარტის მიხედვით წარბების და წამწამების ფორმის შეცვლა იმისთვის, რომ უფრო ფართე თვალები გვქონდეს. იდეალურად ითვლება თვალის ნუშისებრი ფორმა. ასეთი ფართო მზერა ნამდვილად ეფექტურია და “ძვირფასი სახის” კიდევ ერთი ნიშანია.
- მაკიაჟი და მოვლა – პლასტიკური ქირურგების მანიპულაციას, რა თქმა უნდა, აქვს შედგი, მაგრამ სწორად გაკეთებული მაკიაჟითაც ხდება ზოგიერთი ნაკლის გამოსწორება. აღსანიშნავია, რომ სახის სწორი მოვლასაც აქვს შთამბეჭდავი შედეგი.
სჭირდებათ ქალბატონებს ლამაზი გარეგნობა? ყველა მხრიდან ამტკიცებენ, რომ სჭირდებათ. სანამ ლამაზმანები იკეთებენ ძვირადღირებულ ოპერაციებს, სხვები კი მაკიაჟით ახდენენ სასწაულებს, სილამაზის ეს ხელოვნური ეტალონი იქნება. საკითხავია, როდემდე დაიჯერებენ ქალბატონები ამას?