სათბური აგარაკზე – საჭიროა თუ არა? ღირს მასში სერიოზული თანხების გადახდა მცირეოდენი ნერგებისთვის და 20 კილო კიტრისთვის? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში შევადარებთ მის დადებით და უარყოფით მხარეებს, შევაფასებთ პოტენციურ სარგებელს და ზარალს.
სათბური აგარაკისთვის
საკითხი საინტერესოა და მსჯელობა ბევრ რამეს შეცვლის. ცივ და წვიმიან ამინდებში სათბური კარგი საშუალებაა, ხოლო თბილ ამინდებში არ გვჭირდება და გამოცდილი მებოსტნეების აზრით, შეიძლება მის გარეშეც იოლად გავიდეთ.ამას გარდა, უნდა გავითვალისწინოთ კლიმატური ზონა, კულტურული მცენარეების თავისებურება, ფინანსური შესაძლებლობები და დრო, რომელიც უნდა გატაროთ აგარაკზე.
უპირატესობა:
- სათბურში შესაძლებელია ჩითილების გამოყვანა. არ დაგჭირდებათ აივნის და ოთახის გადატვირთვა, ქოთნების ტარება და მორწყვა.
- სათბურში უფრო მარტივია ფიტოფტორასთან ბრძოლა და მცენარეების დაცვა მავნებლებისგან.
- მოსავლის მიღება 2-3 კვირით ადრეა შესაძლებელი.
- ნარგავები სათბურში დაცულია ამინდის ცვალებადობებისგან, ყინვისგან, სეტყვისგან და ძლიერი წვიმისგან. თუმცა, გასათვალისწინებელია გადახურვის ნიუანსები. ძლიერი წვიმა ან სეტყვა აზიანებს შუშას ან პოლიკარბონატს, პარკი კი კარგავს გამჭვირვალობას ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით, ხდება მსხვრევადი ყინვაში და ფორმას კარგავს ქარისგან.
- სათბურში შესაძლებელია პომიდვრის ნაყოფიერების გაგრძელება ნოემბრის ბოლომდე.
- კარგ შემოსავალს იძლევა სათბურში მოყვანილი ყვავილები.
- ცივ რეგიონებში ერთადერთი საშუალებაა ბოსტნეულის მოსაყვანად.
სათბურის ნაკლი:
- საკმაოდ ძვირი ჯდება სათბურის მასალა. მას ემატება რეგულარული ხარჯები – შუშის, ცელოფნის. სჭირო ხდება ნოყიერი ნიადაგის შეტანა.
- თუ შესაძლებლობა არ გაქვთ მუდმივად ახლოს ყოფნის, დაგჭირდებათ ავტომატური სარწყავი სისტემა. ეს კი ხარჯებს ზრდის. საერთოდ, სათბურის პროექტი იწყება 1 ჰექტარიდან ზემოთ. რამდენად ღირს მშენებლობის წამოწყება რამდენიმე კილო კიტრისთვის?
- ყოველთვის არ არის შესაძლებელი ეზოს და პრიმიტიული სათბურის ესთეტიკური შეხამება.
- არსებობს შეხედულება, რომ ბოსტნეული ღია გრუნტზე ბევრად უფრო გემრიელია სათბურში მოყვანილზე.
- პრობლემა ხდება ქურდობა და ვანდალიზმი აგარაკზე. თუ შეძლებთ მორწყვის და განიავების პრობლემის მოგვარებას, ეს საკითხი რთული მოსაგვარებელი იქნება.
თუ შენი ბოსტნის სეზონი იხსნება ზაფხულის დასაწყისში, შეგიძლა სათბურის გარეშეც იმოქმედო. მოუხერხებელია მათთვისაც, ვინც ვერ ახერხებს მუდმივად ნაკვეთზე ყოფნას. გადაწყვეტილება თქვენზეა, რას ფიქრობთ?