რა მილოცვა შეიძლება გაუკეთოს ადამიანმა დედამთილს ჩვენს დროში, რომ სირცხვილი არ ვჭამოთ? საქებარი ლექსი თუ ჩვეულებრივი საჩუქარი გახვეული ლამაზ შეფუთვაში? და საერთოდ, ღირს თუ არა რაიმე ძვირფასი ნივთის ჩუქება, თუ უკვე ზრდასრული ადამიანები ვართ და ყველაფერი კარგად გვესმის?ყველა ოჯახში განსხვავებული წეს-ჩვეულებებია დამკვიდრებული. ჩვენი მკითხველი თავის ისტორიას გვიზიარებს, რომელიც ადამიანებს შორის ურთიერთობებზე დაგვაფიქრებს.
მილოცვა მძახალს
“ჩემი ვაჟი ნახევარი წლის წინ დაოჯახდა. მერწმუნეთ, ეს როდია მორიგი ისტორია ცუდ პატარძალზე. მეორე მხრივ, დრო გვიჩვენებს, ჯერ ვერ მოვასწარით ერთმანეთის ახლოს გაცნობა. წარმოშობით თავად სოფლიდან ვარ. სკოლაში კარგად ვსწავლობდი და უნივერსიტეტიც დავამთავრე. ერთ პერიოდში მე და ჩემმა მეგობრებმა ბიბლიოთეკაში სიარულს მოვუხშირეთ, შემდეგ საყვარელ კაფეს ვსტუმრობდით ხოლმე, სადაც უგემრიელეს ჩაის ამზადებდნენ.სწორედ იქ გავიცანი მომავალი მეუღლე. ურთიერთობა მალევე აგვეწყო და რამდენიმე წელიწადში შევუღლდით კიდეც. იგი ერთი ქარხნის დირექტორი გახდა, მე კი ბუღალტრად დავიწყე მუშაობა. შემდეგ ვაჟი შეგვეძინა. ამას ჩვენს ფინანსურ ასპექტზე გავლენა არ მოუხდენია. ბევრ არ დავაყოვნებ, მე და ჩემი ქმარი ახლაც შეძლებულად ვცხოვრობთ.როგორც უკვე ვთქვი, ვაჟმა ცოლი მოიყვანა. მისი რჩეული ჩემს ახალგაზრდობას მახსენებს. იგი კლუბებში არ დადის, მოკრძალებულად იცვამს, ფულს ათას წვრილმანში არ ფლანგავს. ახალგაზრდებმა მოკრძალებული ქორწილი გადაიხადეს, ერთი წლის შემდეგ კი საქორწილო მოგზაურობას გეგმავე. სიმართლე გითხრათ, მინდოდა ხმაურიანად აღგვენიშნა ახალგაზრდების დაოჯახება. მათ ახალი ბინა ვუყიდეთ.
მძახალი პირდაპირ ქორწილში გავიცანი. მას მთელი ცხოვრება სოფელში ჰქონდა გატარებული. მართალია, ის ორი წლით ჩემზე უფროსია, თუმცა მისი მნახველი ამას არასოდეს იტყოდით. თავი დავანებოთ ტანსაცმელს, ძველ და დახეულ ნაჭრებს, ამასთან, მას გაურკვეველი ფერის თმა აწეწვოდა, სათვალეც ძალიან მატებდა ასაკს. ჩემს რძალს დედამისი ძალიან უყვარს, მუდამ თავს დატრიალებდა მშობელს და ყურადღებას არ აკლებდა.დღესასწაულმაც ჩაიარა, ახალგაზრდები ნელ-ნელა ეჩვეოდნენ ახალ ეტაპს მათ ცხოვრებაში, მე და ჩემი ქმარი საკუთარი საქმეებით ვიყავით დაკავებულები. მოულოდნელად ტელეფონმა დარეკა, ვაჟმა შემატყობინა, რომ ჩემი მძახალის დაბადების დღე ახლოვდებოდა, მას 50 წელი უსრულდებოდა, ლადომ სოფელში მძახალთან ჩასვლა შემომთავაზა ამ საოცარი დღის აღსანიშნავად. სიმართლე გითხრათ, დიდი სურვილი არ მქონდა, თუმცა აუცილებლობა თავისას ითხოვდა. მოკლედ, მე და ჩემმა მეუღლემ ერთი უბრალო თაიგული ვიყიდეთ და სარდაფდან ძველი სერვიზი ამოვიტანეთ. სოფელში შეშინებული და საზრუნავებით მოცული მძახალი დაგვხვდა, აღმოჩნდა, რომ იგი სტუმრებს გაცილებით გვიან ელოდებოდა. ახალგაზრდები ცოტა ხანში შემოგვიერთდნენ, როგორ ჩანს განგებ, რათა მშობლებისთვის ერთამნეთთან სასაუბრო დრო მიეცათ.
უეცრად ყურადღება მივაქციე სოფლის სახლის ინტერიერს, ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად ჰარმონიულად ერწყმოდა იგი ბუნებას. ნანახმა დროებით მეტყველების უნარიც კი წამართვა. მძახალს სამზარეულოს, აბაზანის და სხვა ოთახების დათვალიერება ვთხოვე, ყველაფერი იდეალურად იყო მოწესრიგებული. ამ საოცარმა ქალმა მთელი თავისი ცხოვრების შესახებ მომითხრო, თუ როგორ ზრდიდა მარტო ქალიშვილს მას შემდეგ, რაც ისინი ქმარმა მიატოვა. იგი ახლა მასწავლებლად მუშაობს, ამასთან, სახლის და ბოსტნის მოვლასაც ასწრებს.ახალგაზრდებიც შემოგვიერთდნენ, დღესასწაული აღსანიშნავ ფაზაში გადავიდა. ძალიან მსიამოვნებდა მთელი ოჯახის გარემოცვაში ყოფნა და მძახალის მოსმენა. საღამოს, როცა უკვე ვიშლებოდით, ვეღარ მოვითმინე, საფულედან 300 დოლარი ამოვიღე, ქაღალდში გავახვიე და მძახალის კარადის ერთ-ერთ თაროზე დავდე.
ფიქრობთ, რომ იმ საღამოს აფექტის მდგომარეობაში ვიყავი? საერთოდაც არა. უბრალოდ მივხვდი, რომ მძახალს ფული სჭირდებოდა და იგი მას გონივრულად განკარგავდა. გულწრფელად მიხარია, რომ ასეთი საინტერესო ადამიანის გაცნობის შესაძლებლობა მომეცა.