მთვარის კალენდრის მიხედვით, როდის უნდა დაითესოს 2022 წელს ნიორი

2259

როგორ დავთესოთ ნიორი გაზაფხულზე? მოვიდა წელიწადის ცივი დრო და გამოცდილი მებაღეები ინახავენ თავიანთ იარაღებს. საჭიროა დავასვენოთ ბუნება და მივცეთ ენერგიის მოკრების საშუალება. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ვიმსჯელებთ იმაზე, თუ როდის ჯობია გაზაფხულის ნივრის დარგვა კომფორტულად, სწრაფად და შედეგიანად.

როდის დავთესოთ გაზაფხულის ნიორი

ბევრმა მებოსტნემ უკვე დათესა ზამთრის ნიორი, მაგრამ არსებობს რისკი, რომ თესლის ნაწილი არ გაიხარებს. ეს შეიძლება გამოიწვიოს არასწორად ჩატარებულმა პროცედურამ. ბოსტნეულს უჭირს არასტაბილური ამინდის პირობების და დაბალი ტემპერატურის გადატანა. რა უნდა ვქნათ ასეთ დროს?რა თქმა უნდა, უმჯობესია არ გაიმეოროთ ძველი შეცდომები. სასურველია, გაითვალისწინოთ დათესვის დღეები მთვარის კალენდრის მიხედვით. საუკუნეებში დაგროვილი წინაპრების სიბრძნის გათვალისწინება ნამდვილად არაფერს დაგვიშავებს.

სუფთა ფურცლიდან – თუ ზამთრის ნიორთან ყველაფერი რიგზე ვერ იქნება, ნუ ინერვიულებთ. გაზაფხულზე ის უფრო გამძლეა ტემპერატურის ცვალებადობის და ამინდის მიმართ. არსებობს რამდენიმე ხრიკი, რომელიც დაგეხმარებათ მოამზადოთ ნიორი და ნაკვეთი საგაზაფხულო სამუშაოებისთვის. აუცილებლად შეარჩიეთ ნაკვეთის შესაფერისი ნაწილი – მზიანი და ნათელი, არ უნდა გუბდებოდეს წყალი.უნდა გაითვალისწინოთ თესვის სწორი მონაცვლეობა. ნიორი ერთ ადგილას ორჯერ არ უნდა დაითესოს. კარგი იქნება თუ დათესავთ გოგრის, კიტრის, ყაბაყის შემდეგ. მოამზადეთ ნიადაგი წინასწარ.ეს შემოდგომიდან უნდა დაიწყოთ. მაგალითად, მებოსტნეები გვირჩევენ გავანოყიეროთ მიწა ნაკელით და ნაცრით. თუ გრუნტი არასაკმარისად ფხვიერია, სასწრაფოდ დაბარეთ. დათესვამდე ერთი კვირით ადრე გრუნტი დაამუშავეთ კალიუმპერმანგანატის ხსნარით. შეურიეთ 10 ლიტრი წყალი და ერთი ჭიქა კონცენტრირებული ხსნარი და მოასხით კვლებზე.თუ მიწას სწორად მოამზადებთ, ნივრის დათესვა შეიძლება პირდაპირ, კბილებით. აიღეთ თითოეული მათგანი და კარგად დაათვალიერეთ. დაზიანებული კბილები გადადეთ, რადგან არ გაიხარებს. მოაცალეთ კანიც.

მთვარის რჩევები – ყურადღებით შეისწავლეთ 2022 წლის მთვარის კალენდარი. როდის ჯობია ნივრის თესვის ორგანიზება მარტში? ექსპერტები გვირჩევენ, რომ ნივრის დარგვა ჯობია 5-8 მარტის შუალედში, ან 29-30 რიცხვებში. აპრილში სასურველი თარიღებია თვის პირველი, მესამე, მეხუთე, მერვე და მეცხრე დღე. რაც შეეხება მაისს, ნივრის დათესვა უმჯობესია 2-6 რიცხვებში.გაგიჩნდებათ გონივრული შეკითხვა: “ადრე ხომ არ არის ასეთ დროს დათესვა?” არა, პირიქით – თბილ ამინდში ნიორი ვერ შეძლებს სრულყოფილი ფესვთა სისტემის ფორმირებას და მთელი ენერგია წავა ზედა ნაწილისკენ. თუ ბოსტნეულს დათესავთ ცივ პერიოდში, ის მოასწრებს ფესვების გამაგრებას სითბოს დადგომამდე.

როდის დავთესოთ ნიორი 2022 წლის გაზაფხულზე – ნივრის დათესვამდე მნიშვნელოვანია, რომ მიწა იყოს საკმარისად მშრალი. თუ ის ძალიან სველია, ჯობია დაიცადოთ. ნიორს მოსწონს ფხვიერი, მშრალი ნიადაგი. კვლებს შორის დაშორება უნდ იყოს 20 სმ. ოპტიმალური სიღრმე – 3 სმ.სარეველებისგან დასაცავად გააკეთეთ მულჩირება. ამისთვის გამოდგება ნახერხი და ეს საკმაოდ პრაქტიკული ვარიანტია. დაყარეთ მაშინ, როდესაც ამოიწვერება ნივრის მწვანე ნაწილი.თქვენ რა კრეატიული მიდგომა გაქვთ ნივრის თესვასთან დაკავშირებთ? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს