რეკლამა მუდმივად მიგვითითებს, თუ რა ვიყიდოთ, რათა თავს შესანიშნავად ვგრძნობდეთ და უმრავლესობას არ ჩამოვრჩეთ. ბინა ავსებულია სხვადასხვა პროდუქციით, რომლებიც, ფაქტობრივად, არც კი გვჭირდება. ისინი მხოლოდ მტვერს იგროვებს და ადგილს იკავებს. სწორედ ამგვარად აღმოვჩნდებით ხოლმე უსარგებლო ნივთების ტყვეობაში.მოცემულ სტატიაში გთავაზობთ ნივთების ჩამონათვალს, რომელთა გადაყრა თავისუფლად შეგიძლიათ.
უსარგებლო ნივთების ტყვეობაში
- ბავშვების ნივთები – გახსოვთ, როგორ ერთობოდნენ ბავშვები ადრე რუბიკის კუბით, ფერადი ზამბარებით და მსგავსი სათამაშოებით? შემდეგ ისინი იო-იომ, ტამაგოჩიმ და პოკემონებმა ჩაანაცვლა. ახლა გვაქვს სპინერები, სიმპლ-დიმპლები. ჩინელებმა იციან, თუ როგორ დაიპყრონ ახალგაზრდები, ეს ნაგავი ნახევარ წელიწადში აღარც კი იყოს მოდური.
- ორიგინალური კოსმეტიკა – გულის სიღრმეში ყველას გვაქვს გაცნობიერებული, რომ არ არსებობს ისეთი ნიღაბი, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გააქრობს კანის ყველა დეფექტს. არავის გვიკვირს, რომ ჩინური წარმოების ხელოვნურ წამწამებს არაბუნებრივი შესახედაობა ექნება, ფერადი ლინზები კი მხოლოდ ჰელოუინის მოყვარულებს თუ მოუხდებათ. თუმცა ყოველ ჯერზე ამ სისულელეს უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო ვყიდულობთ ხოლმე.აზრი არ აქვს იმ დახარჯულ ფულზე ნერვიულობას, რასაც უკვე ვეღარ დაიბრუნებთ. მნიშვნელოვანია, თუ რა საშუალებებს დავიტანთ ხოლმე კანზე, ისინი ხომ არაა შემოწმებული ექიმების მიერ.
- სამზარეულოს ხელსაწყოები – დამტვერილი პურის საცხობი, შესაწვავი აპარატი, რომელსაც მშვენივრად ჩაანაცვლებს საშუალო ხარისხის ქვაბი. არ დაგვავიწყდეს მოწყობილობა, რომელიც ტკბილ ბამბას ამზადებს. ამ ნივთებს ვერ ვუწოდებთ ბიუჯეტურს.პურის საცხობში პურის მომზადება საკმაოდ სასიამოვნო საქმიანობაა, თუმცა ნახევარი წლის შემდეგ ჭარბ კილოგრამები ავიკიდებთ. შესაწვავ აპარატზეც შეიძლება იგივე ითქვას, შედეგად, დიდი რაოდენობით მზესუმზირის ზეთი დაგვეხარჯება.
- ჩვილების ფეხსაცმელები – საყვარელი მინიატურული ბოტასები, კედები ან ყელიანი ფეხსაცმელები, შესაძლოა, ისინი ნულოვანი ზომისაც კი იყოს. ვიღაცას ისინი ბრელოკებად მოეჩვენება, თუმცა ეს ჩვილებისთვის განკუთვნილი ფეხსაცმელებია. რახან მათ აწარმოებზე, ესე იგი გარკვეული მოთხოვნაც არსებობს, არა?ნამდვილად არსებობს. თუმცა ეს საეჭვო შენაძენია. სახლში ბავშვს შეუძლია ფეხშიშველამაც იაროს, ქუჩაში კი ამ ფეხსაცმელს ფაჩუჩები თავისუფლად ჩაანაცვლებს. ფეხიც ისუნთქებს და პატარასაც არ შესცივდება. ასეთი ფეხსაცმელები ფულის ფუჭ ხარჯვას ჰგავს.
- სანთლები, საპონი – ხელოვნური სანთლები და საპნები მტვრის ბუდეა. სანთლებს დანიშნულებისამებრ ალბათ არასოდეს გამოიყენებთ. სხვადასხვა რთულ ფორმებში ჩამოსხმული საპონი კი მოუხერხებელი სახმარი იქნება. საინტერესოა, მწარმოებლებს მრგვალი და ოვალური ფორმები რით არ მოეწონათ? მთავარი ხომ ხარისხია.მოცემულ სიას კიდევ დავამატებთ ფაიფურის ქანდაკებებს და მინის ფიგურებს. ქალები მათ კოლექციებს აგროვებენ და სახლის სხვადასხვა ადგილებზე აწყობენ. ბავშვების და შინაური ცხოველების დამსახურებით, ისინი ხშირად ტყდება.
რასაკვირველია, ბევრი თქვენგანი არ დაგვეთანხმება. შესაძლოა, ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს არ დაემთხვეს. გაგვიზიარეთ თქვენი ფიქრები, რაიმე ხომ არ გამოგვრჩა?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს