ბიჭი ვერ ლაპარაკობდა, მგრამ შეეძლო წერა და კითხვა, შეეძლო ნებისმიერ ცხოველთან ურთიერთობა, მაგრამ ოჯახი ნერვიულობდა

184

ყველა ადამიანს არ აქვს მოსმენის უნარი. ეს განსაკუთრებული თვისებაა, რომელიც მუდმივად უნდა ავარჯიშო. განსაკუთრებით, ახლობელ ადამიანებთან: მეუღლე, შვილები, შვილიშვილები… თუ შენ არ შეგიძლია მოუსმინო ადამიანს, ვერ გაიგებ მის შინაგან ბუნებას.ეს აზრი გამიჩნდა, როდესაც შემთხვევით წავაწყდი პოსტს ფეისბუკზე და არ შემეძლო არ გამეზიარებინა თქვენთვის. დარწმუნებული ვარ, პაპარაცის დღევანდელი სტატია არავის დატოვებს გულგრილს.

მოსმენის უნარი

“ბიჭი არ ლაპარაკობდა. მშობლებს ბაღში არ დაყავდათ და ბებია ზრდიდა. არ ლაპარაკობდა არც ორი წლის ასაკში, არც ოთხის და არც ექვსის. სოფელი არ ქონდათ და ბებია ეზოს ბაღში უდგამდა მაგიდას და სკამებს. ბიჭი დარბოდა, თამაშობდა, კითხულობდა წიგნებს. საუბარი არ შეეძლო, თორემ კითხვა უყვარდა, ასევე წერაც. ბავშვთა ექიმი სულ ეუბნებოდა მშობლებს:

  • – აუცილებელია მისი მიყვანა სპეციალიზებულ სასწავლებელში, სადაც გონებრივად ჩამორჩენილები სწავლობენ.
  • -რანაირად არის გონებრივად ჩამორჩენილი? – უკვირდა ბებიას – წიგნებს კითხულობს, სწავლობს, წერს.მაშინ 11 წლის ვიყავი და იმ ზაფხულში განსაკუთრებულად შეაწუხა ბავშვთა ექიმმა ეს ოჯახი. ეზოში ვასეირნებდი კუს და შავ კატას. ბიჭი მოვიდა და ფისოს ხელი გადაუსვა.
  • -მას ბარსა ჰქვია, მე კი ლელა – ვუთხარი ბიჭს.აშკარად, ჩემს გონებაში გავიგონე  – “მე მქვია თომა”.ასე გავიცანით ერთმანეთი. ჩვენი ურთიერთობა უცნაურად გამოიყურებოდა. მე ვლაპარაკობდი, ის ჩუმად იყო. ზოგჯერ ორივე ჩუმად ვიყავით. ერთხელ დედამ დაგვინახა – ორივე ერთმანეთის პირდაპირ ვიჯექით ჩუმად.
  • – რას აკეთებთ? – მკითხა მან.
  • -ვსაუბრობთ – ვუპასუხე მე.
  • -კარგით, ისაუბრეთ – მითხრა დედამ და წავიდა.

ბავშვთა მსოფლმხედველობა – თომას საოცარი ურთიერთობა შეეძლო ცხოველებთან: ძაღლებთან, კატებთან და კუსთანაც კი. მან ბარსას ასწავლა თათის მოცემა, სხვადასხვა ბრძანებების შესრულება.

  • -შენ გესმის მისი? – მეკითხებოდა ხოლმე თომას ბებია.
  • -დიახ, რა თქმა უნდა – ვპასუხობდი მე – ძალიან კარგად მესმის, ჩემს თავში ვესაუბრები.ბებიამ მხრები აიჩეჩა, ვერაფერს მიხვდა. ჩემთვის კი სულერთი იყო.

ერთხელ ვიღაც კაცი პატარა ძაღლს ასეირნებდა ეზოში. ძაღლმა ჩემი კატა დაინახა და ყეფით გამოიწია. მამაკაცმა მოტეხა ხის ტოტი და ძაღლს დაარტყა. “ნუ შვები ამას!” – დაიძახა თომას ხმამ ჩემში. მე კი მთელი ხმით ვიბღავლე: “შეჩერდით, ნუ სცემთ!” მამაკაცი კი განაგრძობდა ძაღლის ცემას. ხმაურზე დედა გამოვარდა გარეთ და დაგვინახა ატირებულები. უცნობმა ძაღლს თოკი მოხსნა და გაბრაზებული წავიდა. შეშინებული ფინია ერთ ადგილას იჯდა. თომას მოეფერა და უთხრა: “მათ შენი შინაგანი ხმის არ ესმით, ეცადე ილაპარაკო.”

  • -რანაირად არ ესმით? – გაიელვა თომას ხმამ ჩემს თავში.
  • -უბრალოდ არ ესმით და მორჩა. არ შეუძლიათ, არ აქვთ მაგის უნარი. ჯობია, ისე ელაპარაკო, რომ გაიგონ.

ცხოვრება მომხდარამდე და მომხდარის შემდეგ – ექვსი წლის თომამ აიყვანა ხელში პატარა, ნაცემი ძაღლი ხელში და თავისი სახლის ფანჯარასთან მივიდა. ფანჯრიდან მამამისი იყურებოდა. -მამა, შეიძლება ეს ძაღლი დავიტოვოთ? – წკრიალა ხმით უთხრა თომამ.მამა დაიბნა, ბიჭმა ისევ გაუმეორა. მამა სიხარულისგან ატირდა…ძაღლი დაიტოვეს. პირველი სამი კვირა თომა შეუჩერებლად ლაპარაკობდა. დროთა განმავლობაში დამშვიდდა. მრავალი წლის შემდეგ ჩემს შვილთან ერთად ვსეირნობდი პარკში. უეცრად ჩემს გონებაში გავიგონე: “დედა, ნახე კატა!” არ გამკვირვებია ამ ხმის გაგონება. -ხმამაღლა ილაპარაკე, თორემ ვერავინ გაიგებს – ვუთხარი შვილს – და მან ლაპარაკი დაიწყო, თუმცა დღემდე მესმის ხოლმე მისი ფიქრები მაშინაც, როცა ძალიან შორს არის.

რედაქციისგან: ეს ამბავი თანამედროვეობის ბევრ პრობლემას ეხება. მაგალითად იმაზე, რომ მშობლები არ ცდილობენ თავის შვილთან მიდგომის სწორი გზა იპოვონ. არადა პატარა ადამიანს ყოველთვის არ შეუძლია დინებას მიჰყვეს.სიჩუმეში შეიძლება ბევრად მეტი ხმა იყოს, ვიდრე ხმამაღალ ყვირილში. ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა თომას ცხოვრება, რომ არა გოგონასთან მეგობრობა ან უცნობი მამაკაცის ქცევა. საკუთარი შვილის შინაგანი ხმის მოსმენა, მისი გაგება და მხარდაჭერა თითოეული მშობლის ვალია. თქვენ რას იტყვით? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს