ყველა ფიქრობდა, რომ “ალკატრასიდან” გაქცეული ბანდიტი დაიხრჩო. 50 წლის შემდეგ, გფბ-ს წერილი მიუვიდა

816

ოდესღაც, ამერიკულ კუნძულ ალკატრასზე განთავსებული იყო ზედაცული, ამავე სახელის ციხე. იქ ყველაზე მძიმე დამნაშავეებს, რჩეულ ნაძირლებს, რეციდივისტებს, იმ ბანდიტებს ამწყვდევენ, რომლებმაც წინა ციხეებიდან გაქცევა უკვე სცადეს.

“ალკატრასის” ხელმძღვანელობა ამაყობდა იმით, რომ ამ საშინელი ციხის არსებობის განმავლობაში, არც ერთი გაქცევა წარმატებულად არ დასრულებულა. მხოლოდ ახლახან გაირკვა: არანაკლებ სამმა პატიმარმა, თავის დროზე, მოახერხა და ამ ლეგენდარული ციხიდან გაიქცნენ. არადა, 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ოფიციალური პირები დარწმუნებული იყვნენ, რომ ეს ნაძირლები ზღვის ფსკერზე თევზების საკვებად იქცნენ.

1962 წლის 11 ივნისს, ციხიდან გაიქცა ჯონ ენგლინი, კლარენს ენგლინი და ფრენკ მორისი. სამივეს სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ძმები ენგლინები ავტომობილებს იპარავდნენ და სახლებსა და დაწესებულებებს ძარცვავდნენ, ხოლო მორისი ცნობილი იყო, როგორც ბანკების მძარცველი და გაქცევების ოსტატი.

დამნაშავეებს მოსამზადებლად მთელი წელი დასჭირდათ. თავისუფლებას მოწყურებულმა მძარცველებმა ვენტილაციაში გასასვლელი გამოთხარეს მეტალის კოვზისგან დამზადებული ბურღით, მეგობრებს 50 რეზინის ქურთუკი გამოართვეს, რომელთაგანაც ტივის დამზადებას გეგმავდნენ, და გულმოდგინედ შეისწავლეს დაცვის გრაფიკი.

თავიდან, 4 დამნაშავე აპირებდა ერთად გაქცევას, თუმცა, ერთ-ერთმა დამნაშავემ უბრალოდ ვერ შეძლო კამერიდან გამოღწევა. სწორედ მან გაუმჟღავნა პოლიციას გაქცეულთა ყველა გეგმა. სანაცვლოდ, ოფიციალური პირები წარუმატებელ ბანდიტს დაჰპირდნენ, რომ “ალკატრასიდან” გაქცევის მცდელობაში ბრალს არ დადებდნენ.

წასვლის წინ, მორისმა და ენგლინებმა თავიანთ საწოლებზე წინასწარ პაპიე-მაშესგან დამზადებული მანეკენები დატოვეს. ბალიშებზე, ამასთან, თავების მულაჟები ელაგა.

სანაპირომდე დაახლოებით საღამოს 10 საათისთვის მიღწეულმა გაქცეულებმა, უპრობლემოდ დაბერეს იმპროვიზებული ტივი და თავისუფლებისკენ გაცურეს. სამივე დამნაშავის არყოფნა მხოლოდ დილით შენიშნეს.

ოფიციალური ვერსიით, ბანდიტები უბრალოდ ზღვაში დაიხრჩვნენ. წყალი იმ დღეს ძალიან ცივი იყო. ამასთან, გაქცევიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მეზობელ ალკატრასის კუნძულზე იპოვეს პაკეტი ენგლინების პირადი ნივთებით, და ხელნაკეთი ჟილეტი კბილების ნაკვალევით.

ხოლო მეზღვაურებმა თქვეს, რომ წყალში პატიმრის ფორმაში ჩაცმული გვამი იპოვეს. თუმცა, სამი გაქცეულის ისტორია ამით არ სრულდება.

კანონის მიხედვით, დამნაშავეების გაქცევის საქმე დღემდე არაა დახურული. დამნაშავეების დაკავების ორდერს ვადა მაშინ გაუვა, როცა ყველას 100-100 წელი შეუსრულდება.

ხოლო გამომძიებელი, რომელიც ამ საქმეზე ახლა მუშაობს, დარწმუნებულია: გაქცეულები გადარჩნენ. ზემოთ მოცემული ფოტო – მამაკაცის მიერ მოპოვებული ერთ-ერთი სამხილია. ენგლინების ნათესავების თქმით, რომლებმაც იგი პოლიციელებს გადასცეს, ფოტო 1975 წელს იყო გადაღებული.

გარდა ამისა, გაქცევის შემდეგ, ჯონისა და კლარენსის დედა რამდენიმე წლის განმავლობაში იღებდა ყვავილების თაიგულებს უცნობი ადრესანტისგან. ერთხელ მას ბარათიც კი მიუვიდა სამხრეთი ამერიკიდან.

ხოლო ქალბატონის დაკრძალვას, ხალხის თქმით, ორი ქალად გადაცმული მამაკაცი ესწრებოდა. სხვათა შორის, მათი სიცოცხლის სარწმუნო მტკიცებულება წერილია, რომლის ფოტოც ზემოთ დევს. ექსპერტებმა იგი 2013 წელს მიიღეს!

წერილის ავტორი თავს ჯონ ენგლინს, უფროს ძმას უწოდებდა. დამნაშავეს, რომელიც კიბოთი კვდებოდა, ჩაბარება უნდოდა, თუ სანაცვლოდ აუცილებელ სამედიცინო პროცედურებს მიიღებდა.

ჯობის თქმით, მორისი 2005 წელს, ხოლო კლარენსი 2011 წელს გარდაიცვალა. სპეცსამსახურებმა წერილის გასაჯაროვება მხოლოდ ახლა გადაწყვიტეს, როცა ექსპერტებმა საბოლოოდ დაადგინეს: ავტორის ხელნაწერი ნამდვილად ემთხვევა დამნაშავისას.

დაკავების ორდერის დროის გასვლამდე, გაქცეულთა ცხოვრება დღემდე საიდუმლოდ რჩება. თუ წერილს დავუჯერებთ, ახლა მორისი და ენგლინები ცოცხლები აღარ არიან. თუმცა, გამომძიებელი, რომელიც დამნაშავეების საქმეს იძიებდა, თვლის: მათ ნამდვილად შეძლეს “ალკატრასიდან” გაქცევა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს