ბევრმა დიასახლისმა არც კი იცის, თუ რა შეიძლება მოამზადოს კვახისგან. მოცემულ სტატიაში რედაქცია პაპარაცი გაგიზიარებთ გოგრის შარლოტკის გაკეთების რეცეპტს. ეს მარტივი კერძი საოცრად გემრიელი გამოდის.
შარლოტკა გოგრით
გოგრის სასარგებლო თვისებების შესახებ კაცობრიობისთვის უკვე ათასწლეულებია ცნობილი. არაა საიდუმლო, რომ “შემოდგომის დედოფალი” შეიცავს უამრავ ვიტამინს, მისი მიღება აძლიერებს იმუნიტეტს, ანორმალიზებს წნევას, გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს, აფერხებს დაბერების პროცესს.გოგრა არც მოხარშულ და არც გამომცხვარ მდგომარეობაში არ კარგვას თავის სასარგებლო თვისებებს. სწორედ ამიტომ იგი ბავშვების რაციონშიც შედის.
ინგრედიენტები:
- 200 გ გოგრა
- 1 ჭიქა ხორბლის ფქვილი
- 3 ც. კვერცხი
- 1 ჭიქა შაქარი
- 1 ს.კ მზესუმზირის ზეთი
- 0,5 ჩ.კ დაფქვილი მუსკატის კაკალი
- 1 ჩ.კ ცომის გამაფხვიერებელი
- ცოტაოდენი ნაღების კარაქი
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, კარგად გარეცხეთ და გაასუფთავეთ გოგრა. დაჭერით იგი წვრილ კუბიკებად.
- საცხობ ფორმაში განალაგეთ კვახის ნაჭრები, მოასხით ზეთი და მოათავსეთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთი. შემდეგ აცადეთ გაგრილება.
- ამასობაში თავისუფალ ჭურჭელში ჩაახალეთ კვერცხები, დაუმატეთ შაქარი და ათქვიფეთ. გაცხრილეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი ცალკე ჭურჭელში. დაუმატეთ იგი კვერცხის მასას, აქვე ჩაყარეთ ნახევარი ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი. ნიჩბით კარგად მოურიეთ ინგრედიენტებს და მიღებული ცომი გადაიტანეთ გამომცხვარ გოგრასთან.
- საცხობ ფორმას წაუსვით ნაღების კარაქი, მოაყარეთ მანის ბურღული ან ფქვილი. ჩაასხით აქვე მიღებული ცომი და გამოაცხვეთ იმავე ტემპერატურაზე დაახლოებით ნახევარი საათი.
გოგრის შარლოტკა ოდნავ უნდა გაგრილდეს. სუფრაზე გატანამდე მოაყარეთ მას შაქრის პუდრი. გემრიელად მიირთვით!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს