ოთახისთვის ფარდების შერჩევა რთული ამოცანაა, თუ ინტერიერის დიზაინერი არ ხართ. მათი გაფუჭება კი პირველივე გარეცხვისთანავე შეიძლება. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა მოვუაროთ შტორებს შერჩეული ქსოვილის ტიპის მიუხედავად. მოცემულ სტატიაში მოგიყვებით ფარდების სწორად რეცხვის შესახებ. ფარდები იგროვებს მტვერს და იკრავს ბეწვს. რაც უფრო ხშირად იღება ფანჯრები, მით სწრაფად ისვრება ტექსტილი. თუ რულონის ფარდებს მოასხამთ დამცავ საშუალებებს, საკმარისი იქნება მათი სველი ტილოთი გაწმენდაც. ფარდების ჩამოხსნის შემდეგ დაფერთხეთ ისინი ზემდეტი მტვრისგან, ასე ისინი უკეთ გაირეცხება სარეცხ მანქანაში.ნაქარგი ან მძივებიანი დელიკატური ქსოვილები აუცილებლად გარეცხეთ თეთრეულის ტომარაში. რეცხვის ხარისხი რომ არ დაქვეითდეს, დარწმუნდით, რომ სარეცხი მანქანის ცილინდრი არაა გადატვირთული. სარეცხი ფხვნილის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ შამპუნი.სელის ფარდები ახლა ძალიან პოპულარულია ზუსტად ისევე, როგორც სხვა ბუნებრივი მატერიები. ასეთი ფარდები უნდა გარეცხოთ 30-40 გრადუსზე დელიკატური რეცხვის რეჟიმში. შემდეგ ფარდები დაფერთხეთ და გააუთოვეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაშრობის შემდეგ ისინი აღარ გასწორდება.აბრეშუმის ფარდები მარტივად ირეცხება, თუმცა ისინი დეფორმირდება ზედმეტად ცხელ წყალში. სწორედ ამიტომ ისინი უნდა გავრეცხოთ 30 გრადუსამდე, დელიკატურ რეჟიმში. სხვა ნივთებთან კონტაქტის შედეგად ფარდები შეიძლება გაფუჭდეს, ამიტომ ისინი ცალკე უნდა გაირეცხოს.
რეცხვისას დელიკატური ქსოვილი რომ არ შეიკუმშოს, მანამდე ის შეგიძლიათ ჩაალბოთ თბილ წყალში. ამ გზით ფარდა უფრო მტკიცე გახდება და უკეთ გაირეცხება. გაუთოვებაზე დრო რომ არ დახარჯოთ, სარეცხი მანქანის კოლოფში ჩაყარეთ სოდა ან დაამატეთ თეთრეულის კონდიციონერი.ხავერდის ფარდები რთულად ირეცხება, ასეთი ქსოვილი სჯობს თავიდანვე ქიმწმენდაში მიიტანოთ. მისი აკურატულად რეცხვა სახლის პირობებში თითქმის შეუძლებელია. ხაოები მყისიერად დეფორმირდება და იჭიმება. ზოგიერთი დიასახლის ასეთ შტორეს აბაზანაში ნელთბილს წყალში რეცხავს. ხავერდოვანი ქსოვილი ვერ იტანს ხახუნს და გაწურვას. ყველაზე გამძლე მატერია პოლიესთერია. ის დელიკატურ რეჟიმში გაწუვის გარეშე ირეცხება 40 გრადუსზე.
არსებობს მოქმედი ხრიკი, რომელიც შტორებს დაიცავს ჭუჭყის მიკვრისაგან. რადგან ფარდების ხშირი რეცხვა არ შეიძლება და მათი გაუთოვებაც რთულია, გარეცხვის შემდეგ მათზე დაიტანეთ თმის ლაქი. შედეგად, წარმოიქმენება დამცავი შრე მტვრისა და ბეწვისგან დასაცავად. თქვენ როგორ უვლით ფარდებს?