რაც ქმარმა მანქანა შეიძინა, აღარ ვყიდულობ სახლის საწმენდ საშუალებებს. ვიყენებ მხოლოდ ავტოქიმიას და თქვენც გირჩევთ..

177

ავტოშამპუნი, ანტიწვიმა, ქრომის გასაპრიალებელი კრემი – გგონიათ ასეთი ნივთები მხოლოდ მანქანის მეპატრონებს სჭირდებათ? დღეს პაპარაცის ამ სტატიაში მოგიყვებით როგორ შეიძლება მანქანის ქიმია გამოიყენოთ სახლში.

ქიმია ავტომობილისთვის: ვიყენებთ სახლში

ზოგჯერ საშუალებები, რომლებიც არ გამოიყენება პირდაპირი დანიშნულებით, გასაოცარ ეფექტს იძლევა. გამონაკლისი არ არის ავტომობილის მოვლის საშუალებები. აღმოჩნდა, რომ ავტო კოსმეტიკით გასაოცარ შედეგს მიიღებთ სახლშიც.

  • სუნის გამანეიტრალებლები – სუნის შთანმთქმელი ავტომობილისთვის კარგად უმკლავდება უსიამოვნო სუნს მაცივარში, სარეცხის კალათში და კატის ქვიშასთან. გამოდგება ყველგან, სადაც საჭიროა უსიამოვნო სუნის გაქრობა და უკეთ მუშაობს ნებისმიერ სხვა საშუალებებზე.
  • ანტიწვიმა – ას საშუალება შეიძლება გამოიყენოთ სახლის ფანჯრებზე, სარკეზე. ის დიდხანს შეუნარჩუნებს შუშას სისუფთავეს. აბაზანის სარკე იბრწყინებს რამდენიმე კვირის განმავლობაში. თუ წაუსვამთ სამზარეულოს წინსაფარს, დაიცავს ცხიმისგან და საჭმლის შხეფებისგან მინიმუმ ერთი კვირა.
  • მშრალი ქიმწმენდა – ეს ნამდვილი ჯადოსნური სითხეა ტექსტილისთვის და ხალიჩებისთვის. მოაყარეთ ჭუჭყიან ზედაპირს, დაელოდეთ 5 წუთი და მოწმინდეთ მტვერსასრუტით. ძალიან დაბინძურებული ზედაპირი გაწმინდეთ ჯაგრისით, რომელიც კომპლექტს თან ახლავს.
  • ავტოშამპუნი – ამ უნივერსალური საშუალებით ყველაფრის გაწმენდა შეგიძლიათ. აქრობს უსიამოვნო სუნს, აშორებს ქიმიურ დაზიანებებს, დიდი ხნის ჩამჯდარ ჭუჭყს. ერთი ლიტრი შამპუნი საკმარისია მთელი წლის განმავლობაში, შედეგი კი გასაოცარია. არ ტოვებს ზოლებს, მალე შრება და წმენდს ყველაფერს.
  • ავტოპოლიროლი – ავტოპოლიროლი შეგიძლიათ გამოიყენოთ ავეჯზე სახლში და ოფისში. ეს საშუალება აძლევს მბზინვარებას გლუვ ზედაპირებს, ისხლეტს მტვერს და აშორებს უსიამოვნო სუნს.
  • ქრომის გასაპრიალებელი პასტა – ქრომის გასაპრიალებელი პასტა სწრაფად მოგიწესრიგებთ ონკანებს. ისინი ახალივით ილაპლაპებენ. შეგიძლიათ სამუდამოდ დაივიწყოთ სტანდარტული საშუალებები სახლისთვის.

ყველა ეს საშუალება იყიდება ნებისმიერ ავტომაღაზიაში, ავტოსამრეცხაოების გვერდით. უპრობლემოდ შეიძენთ ავტოშამპუნს, ანტიწვიმას, პოლიროლს.თქვენ იყენებთ რომელიმე ზემოთ ხსენებულ საშუალებას ოჯახში? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს