საშინელი შეგრძნებაა შვილის დაკარგვა მშობიარობის დროს. ეს უდიდესი ტრაგედიაა, რომელთანაც ადამიანს უჭირს შეგუება. მიზეზი შეიძლება იყოს დაავადებები, გენეტიკა, ნაადრევი მშობიარობა… არანაკლები ტრაგედიაა, სამშობიაროში ბავშვების შეცვლა. რაც თანამედროვე ტესტები და ანალიზები ხელმისაწვდომი გახდა, აღმოჩნდა, რომ მშობლების ნაწილი სხვის შვილს ზრდის. ფილმები და სერიალები, სადაც ასეთ ამბებს გადმოცემდნენ, რეალობისგან შორს არ ყოფილა.
შეცვლა სამშობიარო სახლში
როდესაც ახალგაზრდა და გულუბრყვილო ვიყავი, მამაკაცები საერთოდ არ მაინტერესებდა. ვსწავლობდი და ვმუშაობდი მიმტანად რესტორანში. იქ ხანდახან ერთი მამაკაცი უკრავდა ხოლმე ვიოლინოზე. ჩემი აზრით, ცუდად უკრავდა, ხშირად სტუმრებიც უკმაყოფილოები იყვნენ.ცხოვრება მაშიაც რთული იყო. ვცხოვრობდი ბებიასთან და ბაბუასთან ერთად. მთელ ხელფასს მათ ვაძლევდი და ძირითად დროს სწავლას ვუთმობდი. ერთხელ, ბიბლიოთეკაში მივდიოდი და დავინახე ბიჭი, რომელიც გიტარაზე უკრავდა. მის წინ გიტარის ყუთი იდო და გამვლელები დრო და დრო ხურდებს უყრიდნენ.არ ვიცი როგორ, მაგრამ ძალიან მომხიბლა. გამოველაპარაკე და შეხვედრაზე შევთანხმდით. რამდენიმე დღეში მართლაც შევხვდი. მას ბესო ერქვა, სასიამოვნო მუსიკოსი, რომანტიკოსი, საოცარი ხმით, გრძელი თმებით და ღრმა, ცისფერი თვალებით.
ორი წელი გვქონდა ურთიერთობა, ჩემი რეკომენდაციით რესტორანში დაიწყო მუშაობა ჩემთან. ძალიან მოსწონდათ სტუმრებსაც და თანამშრომლებსაც.დავქორწინდით და ბავშვს ველოდებოდი. სამწუხაროდ, უკეთესი სამსახური ვერ ვიშოვე და გვიანამდე ვმუშაობდი მიმტანად. ბესო აღფრთოვანებული იყო მაყურებლის სიყვარულით და იმდენ ყურადღებას აღარ იჩენდა ჩემს მიმართ. ერთხელ, სხვა მუსიკოსებთან ერთად მეორე ქალაქში გაემგზავრა სასეირნოდ.ის დღეც სხვა დღეებს ჰგავდა, თავს კარგად ვგრძნობდი და სამსახურში წავედი. ბევრი შეკვეთა იყო და ძალიან დავიღალე. მინდოდა დამესვენა და ჩამოჯდომას ვაპირებდი, როცა ძლიერი ტკივილი ვიგრძენი.გონს საავადმყოფოში მოვედი, როგორც ჩანს, დიდხანს ვიყავი ასე, რადგან ქმარი უკვე პალატასთან იდგა. აღმოჩნდა, რომ საკეისრო კვეთა გამიკეთეს, არადა ჯერ მეშვიდე თვეში ვიყავი…
მეორე დღეს ჩემთან ბებია მოვიდა და წერილი გადმომცა ქმრისგან. უკვე ვხვდებოდი, რომ იქ სასიამოვნო არაფერი ეწერებოდა. აღმოჩნდა, რომ ქმარი მღალატობდა ვიღაც ასაკოვან ქალთან, რომელიც სამაგიეროდ სამსახურეობრივ წინსვლას დაპირდა და ჩემგან წასვლას აპირებდა…მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა. ჩემი ბიჭი გაიზარდა და სკოლაში დადიოდა. ჯანმრთელი და ხალისიანი ბავშვი იყო, მადლობა ექიმებს. მეორე ქმარს საკუთარი შვილივით უყვარდა. რამდენიმე თვის წინ მომიწია ბაზარში წასვლა პროდუქტებისთვის. ხალხმრავალ ადგილას დავინახე ერთი ბიჭი. ის პლასტმასის სკამზე იჯდა და რეკლამას უკეთებდა რაღაც ლექსებს.ჩემი ყურადღება მიიპყრო იმან, რომ ძალი ჰგავდა ჩემს შვილს. მართალია, უფრო გამხდარი იყო და ძველმანები ეცვა, მაგრამ ზუსტად ის იყო. მივირბინე მასთან და აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ მიცნობდა. იყო ბრმა და მამამისი აიძულებდა ლექსებით მაინც ერჩინა თავი.
შოკში ვიყავი, ვერაფერს ვხვდებოდი. დავურეკე ქმარს და მისი დახმარებით დავიწყე მომხდარის გარკვევა. აღმოჩნდა, რომ არც ის და არც ბავშვი, რომელსაც ვზრდიდი, ჩემი შვილები არ იყვნენ. ტესტი უარყოფითი იყო… სამშობიარო სახლში ვერაფერი გვითხრეს, რადგან პერსონალი შეცვლილი იყო.მაშინ გადავწყვიტე პირველი ქმრის მოძებნა. ეს არ იყო მარტივი, რადგან საერთოდ არ გამოჩენილა ამდენი ხნის განმავლობაში. საბედნიეროდ, სოციალური ქსელი დაგვეხმარა და მივწერე…აღმოჩდა, რომ ჩემი ნამდვილი შვილი მშობიარობის დროს დაიღუპა. ამან საბოლოოდ გადააწყვეტინა ბესოს ჩემგან წასვლა, მაგრამ იცოდა, ბავშვის სიკვდილს ვერ გადავიტანდი.იმ დღეს სამშობიაროდან გაწერეს უსახლკარო მშობიარე ქალი. მას ტყუპები გაუჩენია და დაუტოვება სურდა. ქმარს ერთი ბავშვის ჩემთვის გადმოცემა უთხოვია ფულის სანაცვლოდ, მეორე კი ქალმა თან წაიყვანა.ეხლა სასამართლოში მაქვს საქმე. მინდა მეორე ბიჭიც ვიშვილო. ის ხომ ჩემი ბიჭის ღვიძლი ძმაა. სინდისი არ მომცემს უფლებას ისინი დავაშორო. თქვე როგორ ფიქრობთ, სწორად ვიქცევი თუ არა? გაგვიზიარეთ კომენტარებში.