უცხოელებს უხერხულობისგან სახე უწითლდებათ, როცა ზოგიერთი რუსული სახელი ესმით.

144

ვისაც შეხება აქვს უცხო ენებთან, ეცოდინება, რომ ზოგიერთი უცხო სიტყვა სასაცილოდ ჟღერს. ასევეა ჩვენი ზოგიერთი სიტყვა უცხოელისთვის. დღეს პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ სახელების სიას, რომელიც ჩვენთვის ჩვეულებრივად ჟღერს, უცხოელისთვის კი სახლისოა.

ყველაზე სასაცილო სახელები

  1. მაშა – გაგიკვირდათ ალბათ, რა არის აქ სასაცილო. ივრითზე კი “მაშა” ნიშნავს “რომელი საათია”. ამიტომ ისრაელში ამ სახელის გაგონებაზე შეიძლება გაკვირვებულებმა შემოგხედონ.
  2. ლუდა – ხორვატები და სერბები საეჭვოდ შეხედავენ ამ სახელის ქალბატონს, რადგან მათ ენაზე ნიშნავს “შეშლილს”. ამიტომ ამ ქვეყანაში ჯობია სრული სახელით გაეცნონ “ლუდმილა” და ხაზი გაუსვან, რომ ეს მხოლოდ სახელია.
  3. ვალია – თუ ამ სახელის პატრონს იტალიაში მოუწევს წასვლა, აჯობებს ყველას “ვალენტინათი” გაეცნოს. მათ ენაზე ვალია ნიშნავს “კარგი”, “თანახმა ვარ”, რაც ახალ გაცნობილს დააბნევს.
  4. პოლინა – პირინეის ნახევარკუნძულზე ეს სიტყვა ჟღერს როგორც “ვირი”. იტალიურად კი ნიშნავს “ბურთს”. პირველიც და მეორეც შემხვედრს გააოცებს.
  5. გალინა – ესპანელები და იტალიელები გალინას გაცნობისას ალბათ გაიღიმებენ. მათ ენაზე გალინა ითარგმნება როგორც “ქათამი. გაგიგიათ ალბათ ცნობილი ესპანური კომპანია “Gallina Blanca” ანუ “თეთრი ქათამი.”
  6. სვეტა – თუ სვეტა გადაწყვეტს თავი წარუდგინოს იაპონელს, აჯობებს სრული სახელით გაეცნოს “სვეტლანა.” მისი მსგავსი სიტყვა იაპონურ ენაში უხერხული მნიშვნელობისაა და აქ დაწერისგანაც შევიკავებთ თავს.
  7. კატია – კორეულად ეს სიტყვა ნიშნავს “ყალბს”. ამიტომ კატია თავიდანვე ეკატერინეთი უნდა გაეცნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში უხერხული მომენტი გარდაუვალი იქნება.
  8. ნასტია – ინგლისელი კიდევ ერთხელ იკითხავს გაოცებული, თუ რა ჰქვია მის ახალ ნაცნობს. «nasty» მათ ენაზე “უსიამოვნოს” ან “ვერაგს” ნიშნავს. ნუთუ შეიძლება ასეთი სახელი ერქვას ლამაზ ქალბატონს?

ამ ჩამონათვალში მხოლოდ ქალის სახელებია. მინდა გითხრათ, რომ მამაკაცების სახელებთანაც ბევრი პრობლემაა. თუ გეცოდინებათ თარგმანის ნიუანსები, უხერხულ სიტუაციებს თავიდან აიცილებთ უცხოელებთან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს