ცხოვრება ხშირად გვიწყობს ისეთ შემთხვევებს, რომელიც ვერცერთ ბრაზილიურ სერიალს ვერ დაესიზმრება. როდესაც მოზარდი ვიყავი, არ მჯეროდა, რომ ასეთი რამ ცხოვრებაშიც ხდებოდა და მეგონა მხოლოდ კინოში იყო. დარწმუნებული ვიყავი, რომ მამაკაცები არ ტოვებდნენ ორსულ ქალებს და ცხოვრობდნენ ერთად და ბედნიერად. აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ იყო. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ასეთი ამბავია:
ადამიანი წარსულიდან
ნათია და ქეთი საუკეთესო მეგობრები იყვნენ. ნათია გიგას ხვდებოდა და საკმაოდ აქტიური გოგონა იყო. მან ზუსტად იცოდა, თუ რა უნდოდა ცხოვრებისგან. მაგალითად, თავიდანვე უთხრა შეყვარებულს, რომ ბედნიერი ოჯახისთვის საჭირო იყო სახლი და კარგი სამსახური.ქეთი სულ სხვანაირი იყო. წყნარი, მშვიდი, ნაზი გოგონა, რომელიც მუდამ ნამდვილ სიყვარულზე ოცნებობდა და თვლიდა, რომ სწორედ ასეთი იყო სანდრო. მასთან შეხვედრის შემდეგ ბრუნდებოდა თავის და ნათიას საერთო საცხოვრებელში და ხმამაღლა ოცნებობდა. ნათია ცდილობდა გამოეფხიზლებინა ღრუბლებში მფრინავი დაქალი და მიწაზე დაებრუნებინა.ერთ საღამოს ნათიამ გიგას ახარა, რომ ფეხმძიმედ იყო. სამწუხაროდ, ბავშვი არ შედიოდა მამაკაცის გეგმებში და სწორედ ეს უთხრა შეყვარებულს. ნათიამ ბევრი იტირა და წავიდა.
ნაჩქარევი გადაწყვეტილება – ნათია გულის გადასაშლელად მივიდა მამაკაცთან, რომელსაც ბოლომდე ენდობოდა და კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ეს იყო სანდრო. მან ყურადღებით მოუსმინა და ფინანსური დახმარება დაპირდა, მაგრამ ნათია იმდენად დარდობდა, რომ ბავშვი უმამოდ გაიზრდებოდა, სანდრომ შესთავაზა ის, რაც პირველად მოუვიდა თავში…საბოლოოდ ნათია და სანდრო დაქორწინდნენ. გავიდა რამდენიმე წელი. სანდრო მუშაობდა და ზრუნავდა ცოლ-შვილზე. ერთ დღეს ნათიამ გიგა დაინახა, რომელიც თავის ძვირფას ავტომობილში ჯდებოდა.მეორე დღესვე შეხვდა და მოილაპარაკეს, რომ ერთად ეცხოვრათ. სანდრო შოკში ჩავარდა, როცა აქეთ დაადანაშაულეს ორსული შეყვარებულის წართმევასა და მათი სიყვარულის დანგრევაში. სიტყვებს ვერ პოულობდა გაოცებისგან, ხოლო ნათიამ ჩაალაგა ნივთები და გიგასთან წავიდა.აღმოჩნდა, რომ გიგას ის არ დავიწყებია და კიდევ: ის ფინანსურად ეხმარებოდა ქეთის. ქეთიც ფეხმძიმედ ყოფილა სანდროსგან, მაგრამ ღალატის შემდეგ აღარ გააგებინა და სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. მას ახლა პატარა ქალიშვილი ჰყავდა.
რედაქციისგან: აი, ასეთი ამბები ხდება ხოლმე რეალურ ცხოვრებაში. სამწუხაროდ, ნათიას რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიეღო და გიგასთვის ცოტა დრო მიეცა საფიქრალად, შეიძლებოდა ყველაფერი სხვანაირად დამთავრებულიყო და გული აღარავის ტკენოდა. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.