ტელეფონი მთელი დღე რეკავდა, თუმცა არ მინდოდა მეპასუხა, ყოველთვის ვინანებ, რომ ყურმილი არ ავიღე!

1255

ამ ტრაგიკულმა ისტორიამ სამუდამოდ შეცვალა ლექსოს ცხოვრება. მას ალბათ უნდოდა დროის უკან დაბრუნება და ყველაფრის გამოსწორება, თუმცა ეს შეუძლებელია. რა მოხდა და რატომ ვერ პატიობს ამბის გმირი საკუთარ თავს, გაიგებთ მოცემულ სტატიაში.

ტრაგიკული ისტორია

“გოგონებს შორის ყოველთვის გამოვირჩეოდი პოპულარულობით. უნივერსიტეტში ნებისმიერის გულის მოგება შემეძლო, თუმცა უპირატესობა ნატოს მივანიჭე. ის ჩემგან რადიკალურად განსხვავდებოდა, მშვიდი და მოკრძალებული იყო. მან ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. როცა ყველამ გაიგო, რომ ერთმანეთს ვხვდებოდით, ზურგს უკან დაიწყეს ჩვენზე ჭორაობა. ნატო სოფლის ღარიბულ ოჯახში დაიბადა, ვერავინ ხვდებოდა, თუ რამ მომხიბლა მასში.გავიდა 2 წელი. ჩვენ უნივერსიტეტი დავამთავრეთ და მუშაობა დავიწყეთ. მთელი თავით გადავეშვი ცხოვრების ახალ ეტაპში და ნატოსთვის დრო აღარ მრჩებოდა. ის ძალიან ღელავდა ამასთან დაკავშირებით და არაერთხელ შემომთავაზე ერთად ცხოვრება. დედაჩემს ის ძალიან მოსწონდა და მუდამ ასეთ რძალზე ოცნებობდა.ერთადერთი ადამიანი, რომელმაც იცოდა ჩვენი პრობლემების შესახებ, იყო ჩემი მეგობარი. ერთხელ მან გულწრფელად მკითხა, თუ რატომ არ ვთხოვდი ნატოს ცოლობას.

ამაზე ვუპასუხე: “ნატო შესანიშნავი ქალია. მას შემდეგ, რაც მისი გული მოვიგე, თითქოს მისდამი ინტერესი დავკარგე”. ამ დროს გაისმა სატელეფონო ზარი.მთელი დღე ვიღაც მირეკავდა, თუმცა ყურმილს არ ვიღებდი, მარტო ყოფნა მინდოდა. საღამოს ტელეფონი ავიღე ხელში და ნატოს შეტყობინება ვნახე. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ეს ჩვენი ბოლო მიმოწერა იყო. ის მწერდა: “დედაშენმა დამირეკა და მითხრა, რომ თავს ცუდად გრძნობს. ალბათ, შენ დაკავებული ხარ, მასთან მე წავალ და მივხედავ. მიყვარხარ, საყვარელო!”დანაშაულის გრძნობა მქენჯნიდა. დედა მირეკავდა, ტელეფონში მესმოდა, რომ იგი ცხარე ცრემლით ტიროდა. მან მითხრა, რომ ნატო ავარიაში მოხვდა. დაზიანებები, რომლებიც ჩემმა ცოლმა მიიღო, არ იყო სიცოცხლესთან შეთავსებადი.

წამით მომეჩვენა, რომ ეს ხუმრობა იყო. ყურმილი დავკიდე და ისევ გავხსენი ჩატი. არ მინდოდა მომხდარი დამერეჯებინა. ნუთუ ეს ყველაფერი არ მოხდება ტელეფონზე დროულად რომ მეპასუხა?!მას შემდეგ ნახევარ წელზე მეტი გავიდა. ამ ტრაგიკულმა მოვლენამ ბევრ რაღაცაზე ამიხილა თვალები. ახლა უკვე მიჭირს ადამიანებთან ურთიერთობა, ახლა ფსიქიატრთან დავდივარ. ნატო ხშირად მესიზმრება, იგი მუდამ ერთსა და იმავე შეკითხვას მისვამს: “ძვირფასო, რატომ?”არ ვიცი, რა ვუპასუხო. ვუყურებ მას უძირო თვალებში და ვიწყებ ტირილს. შემდეგ ის ქრება. თვალცრემლიანი ვიღვიძებ და ვხვდები, რომ უკან ვეღარაფერს დავაბრუნებ. შევძლებ კი ოდესმე ვაპატიო საკუთარ თავს?

რედაქციისგან: ამ ისტორიას ყველაზე უკეთ აღწერს სიტყვები: “რაც გვაქვს- არ ვაფასებთ, მისი დაკარგვის შემდეგ კი- ტირილს ვიწყებთ”. ზოგჯერ ადამიანმა უნდა შიეცნოს ჭეშმარიტი მწუხარება, რათა პიროვნულად შეიცვალოს. გვეთანხმებით?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს