ახალი წლის დღესასწაულის წინ დიასახლისები ფიქრობენ, რომელი ორიგინალური და გემრიელი კერძით გააოცონ სტუმრები. ამასთან მომზადებაზე დიდი დრო და ენერგია არ დაჭირდეთ. ერთ-ერთი ასეთ გემრიელი, მარტივი და საინტერესო კერძია “სოკოს მდელო” ქამა სოკოთი.პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ ამ საინტერესო რეცეპტს.
სოკოს მდელო ქამა სოკოთი
ინგრედიენტები
- ქამა სოკოს მარინადი – დიდი ზომის
- 1 ცალი კარტოფილი
- 100 გრ. მაგარი ყველი
- 2 კვერცხის ცილა
- 50 გრ. ყველი ფეტა
- 2 კბილი ნიორი
- 2 ს/კ მაიონეზი
- შავი ფერის სეზამი მოსართავად
- რამდენიმე ღერი ოხრახუში
მომზადების წესი
- მოხარშეთ კარტოფილი, კვერცხი. კვერცხი გაფცქვენით და მოაცალეთ ცილა.
- გახეხეთ კვერცხის ცილა სახეხზე, ნიორი, ჩვეულებრივი ყველი, ყველი ფეტა და კარტოფილი.
- დაუმატეთ გახეხილ პროდუქტებს მაიონეზი და კარგად აურიეთ.
- მიღებული მასით გააკეთეთ სოკოს ფეხის ფორმები. მითითებული რაოდენობით გამოდის 10-12 ცალი.
- სილამაზისთვის ძირი ამოსვარეთ შავ სეზამში ან რომელიმე შავ თესლში.
- ჩამოაცვით თავზე თითოეულ სოკოს ფეხს ქამა სოკოს ტავები.
- მინდვრის იმიტაციისთვის დიდ დააფინეთ დიდ თეფშზე მწვანილები და ზემოდან დააწყვეთ სოკოები. თქვენი ორიგინალური და გემრიელი კერძი მზად არის! გემრიელად მიირთვით!
რადგან ორიგინალურ და ეფექტურ საჭმელებზე ჩამოვარდა საუბარი, კარგი ვარიანტია “შპროტი მდინარეში”. მისი ვიზუალი ყველას მოეწონება, ხოლო თევზაობის მოყვარულებს გაახსენებს სასიამოვნო წუთებს ზაფხულში მდინარესთან. ამ სალათის გაკეთება ძალიან მარტივია, ყველა ინგრედიენტი ხელმისაწვდომი. მისი მორთვა კი უდიდესი სიამოვნება.თქვე რა ორიგინალური კერძის მომზადებას აპირებთ საახალწლო სუფრისთვის? გაგვიზიარეთ კომენტარებში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს