შემოდგომის თაფლის სოკოები სასიხარულო აღმოჩენა გახდება ნებისმიერი მესოკოვისთვის. მათი მომზადების უამრავი გზა არსებობს, შეგიძლიათ ისინი დაამარილოთ ან დაამწნილოთ. რა უნდა ქნან იმ ადამიანებმა, რომელთაც სურთ თაფლის სოკოების შესაგროვებლად წასვლა, თუმცა ამას ვერ ბედავენ? როგორ გაარჩიონ მათ საჭმელად ვარგისი სოკოები მათი შხამიანი თანამოძმეებისგან?
თაფლის სოკოები ტყეში
არ დაგავიწყდეთ მთავარი წესები, როცა ტყეში წახვალთ ბუნების ამ გემრიელობების შესაგროვებლად. თუ არ ხართ დაწრმუნებული, კონკრეტული სოკო შხამიანია თუ არა, სჯობს მას არ შეეხოთ. დღესდღეობით ბევრი მესოკოვე ახდენს მათ დიფერენცირებას გაჯეტების საშუალებით. იდეალურ ვარიანტში, სჯობს თან გაიყოლოთ ისეთი ადამიანი, რომელსაც ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვს.ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოკოს ჯიშების გარჩევა თავად ადგილზევე ისწავლება. მოყვარულს მიეცემა შესაძლებლობა თვალნათლივ შეაფასოს ის უამრავი ფაქტორი, რომელთა დახმარებით ვარჩევთ ნამდვილ სოკოს მისი შხამიანი ორეულისგან. ეს ძალიან სასარგებლო და ფასეული ინფორმაციაა.
განუმეორებელი ორიგინალი – ჭეშმარიტი თაფლის სოკოების შეგროვება გაზაფხულსა და შემოდგომაზე შეიძლება. გაზაფხულის ნაყოფის შეფერილობა ღია ყავისფერია თაფლისებრი ტონალობით. ასეთ სოკოს ქუდის ცენტრში აქვს პატარა კუზი და მუქი ლაქა. მათი პოვნა ყველაზე მარტივია ფოთლოვანიი ხეების კუნძებზე, წიწვონი ჯიშების ჯირკებზე თაფლის სოკოებს შედარებით იშვიათად შეხვდებით. ქუდის შიდა მხარეს ავსებს თეთრი საფარი, თუ იგი სოკოს ფეხზე აკრავს “კაბის” სახით, ასეთ ჯიშს სჯობს გვერდი აუაროთ. დიდი ალბათობით, ის უკვე დაბერებულია და დაკარგული აქვს გემოვნური თვისებები.შემოდგომის თაფლის სოკო ბევრად უფრო დიდია გაზაფხულის თანამოძმესთან შედარებით. ხშირად მესოკოვეები მათ დაცვენილი ფოთლების ქვეშაც კი პოულობენ. ზოგჯერ ისინი აგემოვნებენ თაფლის სოკოს, რომელსა აქვს რუხი ფერის ფირფიტა. ის მე-4 კატეგორიაში შედის. დილეტანტებმა სჯობს არ გარისკონ, რადგან იგი მარტივად შეიძლება აერიოთ შხამიან ორეულში.
საზიანო პაროდია – შხამიანი თაფლის სოკოები მოწითალო-აგურისფერია. მათ შეხვდებით ფოთლოვანი ხეების კუნძებზე, რომელთაც უკვე დაწყებული აქვს ლპობა. ხშირად ისინი მუხის ხეებზე სახლდება ხოლმე. ასევე სახიფათოა მოხურო-მოყვითალო შეფერილობის თაფლის სოკოები, მათ წიწვოვანი ხეების ჯირკებზეც იპოვით, ისინი შხამიანია, რაზეც მიგახვედრებთ მათი ქუდების ყვითელი ტონალობა, რომელთა ცენტრში განლაგებულია მუქი ფერის კუზი. ასეთ სოკოს აქვს საეჭვოდ უსიამოვნო სუნი.ჯერ კიდევ გაქვთ დრო, რომ წახვიდეთ ტყეში ფლორის შემოდგომის ძღვენების საძიებლად. აუცილებლად გაეცანით შესაბამის ინფორმაციას, წაიკითხეთ სპეციალური ლიტერატურა, გაიარეთ კონსულტაცია გამოცდილ მესოკოვესთან. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ ნიშნების ნაკრების ფორმირებაში, რომელთა მიხედვით შეძლებთ საჭმელად ვარგისი სოკოები გაარჩიოთ მათი მავნე თანამოძმეებისგან. გახსოვდეთ, რომ სჯობს უარი თქვათ ნაყოფზე, თუ გაგიჩნდათ მცირე ეჭვიც კი. ყურადღება მიაქციეთ ასევე სუნებსაც. ტყის საეჭვო წარმომადგენლებს სპეციფიკური არომატი ექნება.