გოგონა პოლიციელს ყოველთვის ესალმებოდა. ერთხელ როცა ქუჩაში არ გამოვიდა, პოლიციელმა განგაში ატეხა

846

კლინ სკეილსი, რომელიც არახელსაყრელ რაიონში დაიბადა, ბედნიერი ბავშვობით ვერ დაიკვეხნის. მის სახლში ძალადობის ატმოსფერო სუფევდა. ღარიბი ოჯახის წევრები ხშირად ნარკოტიკებს იღებდნენ. გოგონას მხოლოდ ისღა დარჩენოდა, რომ ბედნიერება გამვლელების სახეებში ეპოვა.

გოგონა ყოველ დღე უცნობ პოლიციელს ხელს უქნევდა, სანაცვლოდ პოლიციელიც პასუხობდა. კლინი დედასთან და ორ პატარა ძმასთან ერთად იზრდებოდა. ოჯახი შიმშილობდა, ამიტომ გოგონას მაღაზიის თაროებიდან საჭმლის მოპარვა ხშირად უწევდა.

პოლიციელი ხვდებოდა, რომ გოგონას რთული ცხოვრება ჰქონდა. სწორედ ამიტომ, კლინის სანახავად მის ქუჩაზე სპეციალურად გადიოდა. ერთხელ გოგონა ჩვეულ ადგილას არ გამოჩნდა და წესრიგის დამცველი მიხვდა, რომ რაღაც მოხდა.

მან გოგონას სახლში მისვლა და შემოწმება გადაწყვიტა. სახლში შესულს საშინელი სურათი დახვდა: გოგონა იატაკზე უგონოდ იწვა. პოლიციელმა კლინი საავადმყოფოში წაიყვანა, სადაც მაც კვების მწვავე დეფიციტი დაუდგინეს.

პოლიციელის ინტუიციის და სწრაფი რეაქციის წყალობით გოგონას გადარჩენა შეძლეს. გარკვეული დროის შემდეგ გოგონა უკეთესი ცხოვრების ძიების მიზნით სხვა ქალაქში გადავიდა, მაგრამ ყოველთვის ახსოვდა მამაკაცი, რომელმაც მისი სიცოცხლე გადაარჩინა.

ამ შემთხვევიდან 20 წლის შემდეგ კლინ სკეილსმა თავისი მხსნელის პოვნა სოციალური ქსელის, ფეისბუქის დახმარებით შეძლო. როგორც იქნა თავისი მფარველი ანგელოზის სახელი და გვარი გაიგო – ჯეფ კოლვინი. კლინმა ჯეფის მონახულება გადაწყვიტა. მათი შეხვედრა ემოციებით იყო სავსე!

„ყოველთვის წარმოვიდგენდი, რომ ნებისმიერ ცუდ სიტუაციაში ჩემ გვერდით იყო. სწორედ ჯეფი აღმოჩნდა ჩემ გვერდით, როცა ყველაზე ცუდად ვიყავი. მან გადამარჩინა და ამის გამო უსაზღვროდ მადლიერი ვარ“ – ამბობს კლინი.

როგორც ბრძნულ გამონათქვამებში ამბობენ, შემთხვევით არაფერი ხდება. ისე მოხდა, რომ ადგილობრივ პოლიციელთან ყოველდღიურმა მისალმებამ კლინის ცხოვრება გადაარჩინა. როგორც ამბობენ, ყველაზე დიდი ცოდვა გულგრილობაა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს