ველოდებოდი ქმარს, როდის მოვიდოდა სამსახურიდან და ბავშვის ეტლის ჩატანაში დამეხმარებოდა, მაგრამ მან გამომიცხადა, რომ დედასთან გადადიოდა საცხოვრებლად.

1264

წყვილის ოჯახური ცხოვრება პირველი ორი წლის განმავლობაში ზღაპარს ჰგავს. სანამ ოჯახში ბავშვი გაჩნდება, ახალგაზრდები მთელ თავისუფალ დროს ერთმანეთს უთმობენ. რაც უფრო დიდხანს ცხოვრობს წყვილი ერთი სცენარით, მით უფრო უჭირს ახალ რეჟიმზე გადართვა. ადრე თუ გვიან თავს იჩენს სხვადასხვა სირთულე, როგორც მაგალითად მოხდა ნინას და ერეკლეს ოჯახში.”ქორწილის შემდეგ ყველაფერი იდეალურად გვქონდა. 8 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ჩამოგვიყალიბდა საერთო ჩვევები და წესები. მე სახლის საქმეებს ვაგვარებდი და არაფერზე ვეუბნებოდი უარს ქმარს. ისიც მიეჩვია კარგ ვახშამს და დასვენებას რთული სამუშაო დღის შემდეგ. შაბათ-კვირას ერთად ვსეირნობდით და მშობლებთან მივდიოდით სტუმრად. მთელი ეს წლები ძალიან მინდოდა შვილი, მაგრამ ბავშვის გაჩენის შემდეგ ჩემი ქმარი ძალიან შეიცვალა.

ცოლ-ქმრის ოჯახური ცხოვრება

“თავიდან ბავშვების ყოლას არ ვჩქარობდით. ქორწილის შემდეგ დავიწყეთ ბინის გარემონტება, გვინდოდა დრო ერთმანეთისთვის და საქმისთვის მიგვეძღვნა. 7 წელი ნამდვილად ყველაფერი იდეალურად იყო. ცოტა ხნის წინ კი ტყუპები გავაჩინე…ფეხმძიმობის დროს ქმარი ხელის გულზე მატარებდა და ბედნიერი იყო, რომ მალე მამა გახდებოდა. უბედნიერესი ქალი ვიყავი, როდესაც ჯანმრთელი ტყუპები გაჩნდნენ, ვერ ვიჯერებდით, რომ უკვე მშობლები ვიყავით.ბედნიერებასთან ერთად, ყველა ხარჯი და საზრუნავი ორჯერ გაიზარდა. ქმარს ერთი სული ჰქონდა, როდის გამომწერდნენ სამშობიაროდან, რადგან ჩემი პრობლემური ორსულობის გამო მშობიარობამდე ბევრად ადრე დამაწვინეს საავადმყოფოში და მთელი ეს დრო მარტო მოუწია ყოფნა”.

უსუსური ქმარი – “ერეკლე მთელი ამბით ელოდა, როდის დავბრუნდებოდი და დავიწყებდი სამზარეულოში ფუსფუსს. თურმე ძალია დაიღალა, რადგან თავის მოვლა მარტოს უწევდა. პირველი ერთი წელი საერთოდ არ მიძინია. ხანდახან დედა მეხმარებოდა და ცოტა მეძინა, სანამ ქმარი სამსახურში იყო.სამსახურიდან დაბრუნებულს აღიზიანებდა ბავშვების ტირილი, ის რომ ვეღარ ვაქცევდი მას სათანადო ყურადღებას, რომ ვეღარ ვამზადებდი დღეში სამნაირ კერძს და ხანდახან სახლის დალაგებასაც ვერ ვასწრებდი. ბავშვების გასასეირნებლად ეტლის ჩატანაში დახმარება მჭირდებოდა ხოლმე. ერეკლე ხანდახან მეხმარებოდა, ხანაც კი დაღლილობას იმიზეზებდა და მარტო მტოვებდა.ერთ დღეს კი შევიდა თავის ოთახში და ნივთების ჩალაგება დაიწყო. მითხრა, რომ ძალიან დაღალა ხმაურმა და დედასთან გადადიოდა საცხოვრებლად. წინააღმდეგობა არ გამიწევია, მაგრამ უკვე მესამე თვეა ვზივარ მარტო ბავშვებთან და ქმარი საერთოდ არ მეხმიანება.

დედის დახმარებით როგორღაც ვუმკლავდებოდი საქმეს. ქმრის წასვლის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ უამრავი საქმე მომაკლდა. ეხლა იმაზეც დავფიქრდი, რომ მემგონი საერთოდ აღარც მინდა რომ დაბრუნდეს, ან რისთვის მჭირდება ისეთი ქმარი, რომელსაც მამობის გაწევა არ შეუძლია შვილისთვის.”

რედაქციისგან: ყველას თავისი წარმოდგენა აქვს ოჯახურ ცხოვრებაზე. ზოგს გულწრფელად უნდა შვილები და ოჯახთან გატარებული თითოეული წუთი ძვირფასია მისთვის. ხანდახან ოჯახის გაძღოლა არ არის მარტივი, მაგრამ ვინ უნდა დაგიდგეს გვერდით, თუ არა საყვარელი ადამიანი? მამაკაცებისთვის რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ არც ახალგაზრდა დედებისთვის არის მარტივი. შეძლებდით ნინას ადგილას ქმრის პატიებას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს