რატომ გარბიან დაუფიქრებლად მასწავლებლები სკოლებიდან სასწავლო წლის შუა პერიოდში.

1302

პედაგოგობა უმიშნველოვანესი პროფესიაა, რომლსაც პატივს სცემდნენ ყველა დროში. შესანიშნავი მასწავლებელი არა მხოლოდ უდებს თავში ბავშვს საჭირო ცოდნას, არამედ უნერგავს მას სწორ ფასეულობებს, უხსნის განსხვავებას სიკეთესა და ბოროტებას შორის, ეხმარება მოსწავლეს სამყაროში საკუთარი ადგილის პოვნაში, ცდილობს ხელი შეუწყოს მას ძლიერი მხარეების წარმოჩენაში…თუმცა პედაგოგის მუშაობის თანამედროვე პირობები ისეთია, რომ ბევრი მათგანი უკანმოუხედავად მიდის სკოლიდან და ტოვებს პროფესიას. რატომ ხდება ასე?

მასწავლებლის სამუშაო პირობები

“მასწავლებლების პრობლემებზე საუბარი აუცილებელია! მეც ცოტა ხნის წინ გავედი პენსიაზე, მანამდე 37 წელი ვიმუშავე ინგლისური ენის პედაგოგად. მოცემულ საკითხთან მიმართებით გულგრილი ვერ დავრჩები”- წერს ქალბატონი ნატა.”რა ელოდება დღეს სკოლაში გამოუცდელ სპეციალისტს? პრობლემები უცვლელია: დაბალი ხელფასი, კონფლიქტური სიტუაციები ადმინისტრაციასთან, მუშაობა მრავალფეროვან კოლექტივში, უაზროდ და უსასრულოდ ანგარიშის ჩაბარება, მშობლებთან უთანხმოება, არანორმირებული სამუშაო დღე… ამასთან, თითოეული პუნქტი ცაკლე გარჩევას იმსხურებს. რასაკვირველია, გარკვეულ სირთულეებთან გასამკლავებლად პედაგოგებს ამზადებდნენ. დღესდღეობით სკოლაში მუშაობა კიდევ უფრო რთულია, რადგან ბავშვებმა თითქოს უფროსებისადმი პატივისცემა დაკარგეს.რა გავლენის ბერკეტები აქვს პედაგოგს მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე? არანაირი! ის ვალდებულია ეძებოს მათთან მიდგომა, აეწყოს მათ ტემპს. მასწავლებლები აქციეს მოსამსახურე პერსონალად. ბავშვებს ეს შესანიშნავად ესმით. ზოგჯერ თავხედი მოსწავლე განუცხადებს ხოლმე პედაგოგს, რომ იგი მას ვერაფერს დააკლებს. მაშინ მასწავლებელი ხვდება, რომ უუფლებოა. მოზარდს შეუძლია იაროს მერხებზე, შეიგინოს კიდეც თანაკლასელების თანდასწრებით. მოსამსახურე პერსონალს კი რაღა დარჩენია, თუ “კლიენტი ყოველთვის მართალია?”

ამ მხრივ საინტერესოდ იქცევიან ამერიკელები. ისინი უბრალოდ არ აძლევენ საშუალებას წესრიგის დამრღვევს, რომ დასწროს გაკვეთილებს. უნივერსიტეტში მუშაობა გაცილებთ მარტივია, რადგან სტუდენტის თითოეულ გადაცდომას აქვს შესაბამისი სასჯელი.თავად სკოლის სისტემაც სულელური და აზრსმოკლებულია. გაკვეთილების ჩატარების ნაცვლად პედაგოგებს უხდებათ უამრავი დროის დახარჯვა სხვადასხვა ქაღალდების და მოხსენებების შევსებაზე. სწორედ ამიტომ თანამედროვე მასწავლებელი უნდა იყოს რკინის ნერვების მქონე გმირი, რათა შეძლოს ასეთ პირობებში მუშაობა”- ამბობს პენსიაზე გასული ინგლისური ენის პედაგოგი.

ვიმედოვნებთ, რომ პედაგოგების სამუშაო პირობები წლიდან წლამდე მხოლოდ გაუმჯობესდება, რათა ბევრი შესანიშნავი სპეციალისტი არ ჩამოშორდეს ამ მნიშვნელოვან პროფესიას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს