პატარძალი საქორწინო კაბაში თამამად მიაბიჯებს თავისი სიყვარულისკენ, მერე რა რომ ორივე 100 წელს არის მიღწეული?

97

ხანგრძლივი სიყვარული ბევრი ადამიანის ოცნებაა. ყველას სურვილია 100 წლის ასაკშიც კი საყვარელი ადამიანის გვერდით იყოს ბედნიერად. რამხელა ბედნიერებაა, როცა პარტნიორთან ერთად ხელჩაკიდებული მიდიხარ ცხოვრების გზაზე, როცა გრძნობ, რომ გყავს მფარველი, საიმედო ადამიანი. არ არსებობს ვინმეს ეს არ სურდეს.

ხანგრძლივი სიყვარული

ვათვალიერებ ხოლმე ახალ ამბებში, ხანდაზმულ ასაკში დაქორწინებულ წყვილებს. ასეთი ადამიანების შემხედვარე გიჩნდება იმედი, რომ ასაკი არ არის გადამწყვეტი თუ საქმე ნამდვილ სიყვარულს ეხება. სასიამოვნოა მოხუცი ბებიების და ბაბუების ფოტოების თვალიერება, სადაც სათუთად უყურებენ ერთმანეთს, თბილად უჭირავთ ხელი და თვალებში ვარსკვლავები უციმციმებთ.რა თქმა უნდა, სასწაულების იმედზე ყოფნა არ იქნება სწორი, რადგან ნებისმიერ ურთიერთობას შენარჩუნება და მოფრთხილება სჭირდება. პირველი რამდენიმე წელი ჰორმონები წარმართავენ ყველაფერს, მაგრამ შემდეგ იწყება პრობლემები, რომლის წინაშე ბევრი მოუმზადებელი და გამოუცდელია.მაგალითად, ვამჩნევთ მეორე ნახევრის ჩვევებს, რომელსაც ადრე ვერ ვხედავდით. იწყება საყვედურები: “შენ სხვანაირი გახდი, ასეთი არ იყავი.” სინამდვილეში არაფერი შეცვლილა. უბრალოდ ჩვენი ვარდისფერი სათვალე მძიმე რეალობამ შეანჯღრია.

რამდენად ღირს პარტნიორის შეცვლა – ბევრი უშვებს დიდ შეცდომას და ახალი პარტნიორის ძებნას იწყებს. მაგალითად, ბიჭს უყვარდება გოგონა, რადგან ის გულღია, მსუბუქი და კონტაქტურია. მოგვიანებით აღარ მოსწონს მისი ურთიერთობა სხვებთან და ცდილობს შეცვალოს, მაგრამ არაფერი გამოსდის.ხანგრძლივი სიყვარული შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როცა ადამიანები გადაამუშავებენ თავიანთ პრობლემებს და ეძებენ კომპრომისს. ეს გამოსდით მომწიფებული ფსიქიკის პირებს, რომლებიც დიდი ხანია მოერივნენ საკუთარ ინფანტილიზმს. ეს არ არის მარტივი მისაღწევი. მთავარია, ისწავლონ საკუთარი ემოციების სწორად გამოხატვა.ეს რთული საქმეა და მოსაბეზრებელი. ბევრად მარტივია საკუთარ თავში ჩაკეტვა, განაწყენება, ჩხუბი, ყვირილი, ყველაფრის მიშვება, იქნებ თავად დალაგდეს, მაგრამ თავისით არაფერი დალაგდება. უთქმელი ემოცია გარდაიქმნება პერმანენტულ გაღიზიანებაში და საბოლოოდ ადამიანები ვეღარ იტანენ ერთმანეთს. ასეთი ურთიერთობა სკანდალებით მთავრდება.

რედაქციისგან: საბედნიეროდ, ყველაფერი დაკარგული არ არის. ჩვენი ცხოვრება ჩვენს ხელშია. ჩვენ ყველანაირი პრობლემის მოგვარება შეგვიძლია საღი აზრის დახმარებით, ლოგიკით, გულახდილი საუბრით. მთავარია სურვილი – გაუგო ადამიანს. ზოგი ბრძოლას იწყებს თავისი მეორე ნახევრის წინააღმდეგ და ავიწყდებათ, რომ ისინი ერთნი არიან. გამარჯვებაც და დამარცხებაც ორივესთვის ერთნაირად იქნება. შეიძლება მოიგო ბრძოლა, მაგრამ წააგო ომი. არ დაგავიწყდეს ეს მარტივი ჭეშმარიტება.

თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს