მოზარდები ტყის დაბურულ ადგილას ავიდნენ და იქ იპოვეს დიდი მილები, ცნობისმოყვარეობამ ბიჭებს საღი აზრი დააკარგვინა

1212

ალბათ, ყველა პერიფერიული ქალაქის მახლობლად არის იდუმალი ტყე, რომლის შესახებ ცუდი ჭორები დადის. მთელი ტყე კი არა, სადაც სოკოს საკრეფად ან მწვადის შესაწვავად დადიან, უფრო ღრმა და მიუვალი ადგილი, სადაც შესვლა რეკომენდებული არ არის. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ასეთი ამბავია:ყოველ წელს მოზარდების ან სტუდენტების გარკვეული ჯგუფი მიემართება თავგადასავალის საძებნად აკრძალულ ადგილებში. საბედნიეროდ, უმეტესად მშვიდობით ბრუნდებიან სახლში, მიუხედავად შარვლის ტენიანობის სხვადასხვა ხარისხისა.

იდუმალი ტყე

ისინი სამნი იყვნენ: სანდრო, ილია და კოტე. კარგი ბიჭები, მე11 კლასის მოსწავლეები. სწავლობდნენ და ჭკუა-გონებას არ უჩიოდნენ. ბიჭები ხვდებოდნენ, რომ ფართე მილები, რომლებიც ტყეში მიწიდან მოჩანდა, რაღაც დანიშნულებას ატარებდნენ, მაგრამ მათი ფანტაზია სხვა სურათს უხატავდა.-წესიერად ჩაიცვით. ტყეში ყოველთვის ცივა. მე ორცხობილებს და წყალს წამოვიღებ, რა იცი, რა ხდება. კიდევ ყველაფერს ცეცხლის დასანთებად და ტელეფონს. იქ მობილური არ იჭერს, მაგრამ ფოტოებს მაინც გადავიღებთ.

სანდრო ბიჭებს შორის ლიდერი იყო, უყვარდა რჩევების და ბრძანებების გაცემა. ხანდახან უჯერებდნენ, ხან ყურადღებას არ აქცევდნენ.თავიდან ყველაფერი ჩვეულებრივი და ნაცნობი ჩანდა, მაგრამ გზა თანდათან გართულდა. თოვლი უფრო თეთრი და ღრმა გახდა. აშკარა იყო, რომ დღის ბოლომდე ძალიან დასველდებოდნენ. თანდათან საღამოვდებოდა, სანდრო თითქოს აიბნა, არადა ეს ადგილები ძალიან კარგად იცოდა.როგორც იქნა, მივიდნენ მილებთან. რისთვის არიან ისინი აქ? გარშემო თოვლი ბევრად ნაკლები იყო. ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებოდათ, რომ თითქოს მიწა უფრო თბილი იყო აქ. დაიწყეს იქაურობის დათვალიერება და მალე ბუნკერში შესასვლელი კარი იპოვეს. სანდრომ ფანარი ამოიღო და შევიდნენ.

შიგნით საინტერესო არაფერი ჩანდა: უამრავი ნაგავი, რაღაც წარწერები კედლებზე და უსიამოვნო სუნი, მაგრამ მალე სხვა გასასვლელს მიადგნენ. ბიჭების წინ ვიწრო და გრძელი დერეფანი იყო. აქ ნაგავი საერთოდ აღარ ეყარა, წარწერაც აქა-იქ ჩანდა. გადაიღეს რამდენიმე ფოტო და წინ წავიდნენ. დერეფანი იყოფოდა რამდენიმე ნაწილად, სადაც ყველა კარი დაკეტილი იყო.მეორე გასასვლელი კიდევ ერთ ოთახში გადიოდა, სადაც საშინელი ნესტის სუნი იდგა. კედლებზე უცნაური წარწერები იყო, სავარაუდოდ, ლათინურ ენაზე. ილიამ უზარმაზარი ჩექმა იპოვა, იქებოდა 50 ზომა.

იქ კიდევ იყო ერთი კარი, მაგრამ უკვე ფანარი ჯდებოდა და ჯობდა უკან დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ რაღაც ხმა ჩაესმოდათ და ვერ ხვდებოდნენ რა იყო. ძლივს გასაგონად ისმოდა, მაგრამ პირდაპირ ტვინში ურტყამდა.ეს ხმა სწორედ იმ იდუმალი კარიდან გამოდიოდა და ბიჭებმა გადაწყვიტეს მაინც ენახათ რა იყო იქ. ყველანი ერთად მიაწვნენ მხარით. ამ ასაკში ძალა უკვე აქვთ, ტვინი კი უმეტესად ვერ ეწევა. ამიტომ არის ყველა წიგნი მოგზაურობაზე ახალგაზრდებზე. ბევრი შესაძლებლობა, ნაკლები შიში.რამდენიმე წუთის წვალების შემდეგ კარი ხმაურით გაიღო, ბიჭებმა სახეზე ჰაერის თბილი ნაკადი იგრძნეს, იატაკზე კი რაღაც სილუეტები დაინახეს. უცებ, ერთი სილუეტი შეირხა და ამოძრავდა.

-ვაიმე, მგლები, ჩქარა, გავიქცეთ აქედან!ბიჭები 180 გრადუსით შემობრუნდნენ და კისრისტეხით გამოვარდნენ უკან. მალე სუფთა ჰაერი იგრძნეს, მაგრამ მაინც შეუჩერებლად გარბოდნენ, სანამ თავი უსაფრთხო და ნაცნობ ადგილას არ ამოყვეს.სული მოითქვეს და მოილაპარაკეს, რომ არავისთვის არაფერი არ ეთქვათ – ვითომ, ნახეს ბუნკერი, მაგრამ კარი დაკეტილი იყო.ბუნკერის სიღრმეში კი მეორე, ვიწრო შესასვლელიდან რამდენიმე მაწანწალა ძაღლს ვერ გაეგო ვინ გააღვიძა ისინი. ხშირად ძვრებოდნენ ხოლმე მიტოვებულ სარდაფში გასათბობად და გამოსაძინებლად. ძაღლებს ადამიანებისგან განსხვავებით, მისტიკის ნაკლებად სჯერათ.

თქვენ გჯერათ პარანორმალური მოვლენების? გაგვიზიარეთ საინტერესო შემთხვევები კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს