წლების წინ ფანჯრის რაფებზე გავახარე იები. ოჯახში მალევე შეიქმნა მყუდრო ატმოსფერო. სამწუხაროდ, ჩემი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდა. უკვე ნახევარი წლის შემდეგ ყვავილები ერთმანეთის მიყოლებით დაჭკნა. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, თუ როგორ გადამერჩინა იები, ახლა ამას აღარ დავუშვებ! მოცემულ სტატიაში მოგითხრობთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რათა არ დაუშვათ იის კვდომა.
როგორ გადავარჩინოთ ია
- დამჭკნარი ფოთლები – თუ შეამჩნიეთ, რომ იის ფოთლები დამჭკნარი და უსიცოცხლოა, დიდი ალბათბით, მას მორწყვა სჭირდება. შეამოწმეთ გრუნტი ქოთანში, თუ მიწა მშრალია, აუცილებელი მისი დაუყონებლივ დატენიანება. თუ იგი დანოტიოებულია, მაშინ გამოდის, რომ ყვავილი წყლით გაანებივრეთ. ის უბრალოდ ვერ ასწრებს მთელი სითხის ათვისებას, რის გამოც მცენარე იწყებს ლპობას.
- გამხმარი ფოთლები = იის ფოთლები ხმება და იწყებს ცვენას მაშინ, როცა მცენარე უკანასკნელი ძალებით ცდილობს თავის გადარჩენას. ასეთ შემთხვევაში, მისი ხსნა შეუძლებელია, თუმცა ცდად ღირს. გააკონტროლეთ მცენარის მორწყვის სიხშირე.
- თუ იის ღეროზე შავი ლაქები შენიშნეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მცენარე სოკოთია დაავადებული. ყვავილს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება. ია ამოიღეთ ქოთნიდან და გაასუფთავეთ მისი ფესვები, თუ ფოთლები მჭიდროდ ემაგრება ღეროს, მაშინ გაწმინდეთ იგი დანით, ვიდრე არ გამოჩნდება ჯანმრთელი ქსოვილი. ამის შემდეგ მცენარე გადარგეთ ახალ ქოთანში.
თქვენ რამდენად გიყვართ ოთახის მცენარეები? ფანჯრების რაფები რომელი ყვავილებით გაქვთ მორთული?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს