არაერთ ისტორიას გადააწყდებით, სადაც რძალ-დედამთილს შორის ურთიერთობა ვერ აეწყო თავიდანვე. თუმცა, ისეც ხდება, რომ დედამთილ-მამამთილი კარგად უგებენ რძალს და შვილთა განქორწინების შემდეგაც ახლობელ ადამიანებად რჩებიან.
ყოფილი დედამთილები
“როდესაც მე და ლევანი დავქორწინდით, თავიდან ცალკე გვინდოდა ქირით ცხოვრება, მაგრამ ქმრის მშობლებმა დაიჟინეს, რომ მათთან ერთად გვეცხოვრა. საკმაოდ დიდი სახლი ქონდათ და ადგილი ყველასთვის გამოინახებოდა.” – გვწერს პაპარაცის მკითხველი დეა.
“თავიდან არ ვიცოდი რამდენად მოვახერხებდი მშვიდად ცხოვრებას დედამთილ-მამამთილთან ერთ ჭერქვეშ. ჩემს გარშემო ყველა სკეპტიკურად იყო განწყობილი ამ გადაწყვეტილების მიმართ, მაგრამ მალე ჩემი ეჭვები გაქარწყლდა, რადგან ქმრის მშობლები უბრალო, გულისხმიერი და სულგრძელი ადამიანები აღმოჩნდნენმალე ქალიშვილი შეგვეძინა და ბებია-ბაბუა ბედნიერებისგან დაფრინავდნენ. ქმარი სულ სამსახურში იყო, ხანაც მეგობრებთან ერთობოდა და მარტოს ბავშვის მოვლა გამიჭირდებოდა. დედამთილ-მამამთილი სულ გვერდით იყვნენ და ყველაფერში მეხმარებოდნენ. ბავშვსაც სიამოვნებით იტოვებდნენ და განტვირთვის საშუალებაც მქონდა.”
“როდესაც კატომ ბაღში სიარული დაიწყო, სამსახურში გავედი. სამწუხაროდ ქმარი უფრო და უფრო ნაკლებად გვაქცევდა ყურადღებას. მშვიდად შეეძლო მჯდარიყო ტელევიზორთან, როცა მე მაღაზიიდან მძიმე ჩანთებს ვეზიდებოდი. დედამთილი მხვდებოდა ხოლმე და მეხმარებოდა. შვილს კი მუდამ საყვედურობდა ასეთი საქციელის გამო. თუმცა, ამაოდ…შემდეგ გამომიჩნდა შესაძლებლობა საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლის. საკმაოდ შორს, პორტუგალიაში. ეს იყო პროფესიული წინსვლის, მაღალი ანაზღაურების და სიახლის მოსინჯვის შანსი, თუმცა არ შემეძლო ბავშვის თან წაყვანა, უპასუხისმგებლო ქმრისთვის მისი დატოვება კი არ შემეძლო.”
მხარდაჭერა დედამთილ-მამამთილისგან
“ჩემი გადაწყვეტილების და განცდების შესახებ დედამთილს ვუამბე. ის მამამთილს მოელაპარაკა და მეორე დღეს მითხრა: ” შვილო, ვფიქრობ, არ უნდა გაუშვა ეს შანსი ხელიდან. არ ინერვიულო, ბავშვს ჩვენ მივხედავთ, არაფერს მოვაკლებთ. ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია, არ დაგვივიწყო და ხშირად შეგვეხმიანე ხოლმე. ჭკვიანი მშობლები ხვდებოდნენ, რომ ჩვენი ოჯახი დიდხანს ვერ იარსებებდა. მათ ჩემი მხარე დაიჭირეს და შვილიშვილის აღზრდა საკუთარ თავზე აიღეს. ისინი ძალიან პასუხისმგებლობიანი ადამიანები იყვნენ და ბავშვს თვალდახუჭული ვანდობდი. ამიტომ მშვიდად გავემგზავრე.”
“მას მერე 7 წელი გავიდა, მაქვს კარგი სამსახური და მაღალი თანამდებობა. გავთხოვდი და შემეძინა ვაჟი. ჩემი ქალიშვილი ორი წელია ჩემთან მყავს. ქმარი საუკეთესო ადამიანია, კატო მან საკუთარი შვილივით შეიყვარა.სამშობლოში არაფერი დამრჩა, მაგრამ წელიწადში ერთხელ მაინც ჩავდივარ შობას სტუმრად ყოფილ დედამთილ-მამამთილთან, რომლებიც ჩემთვის უძვირფასესი ადამიანები არიან.ვურჩევ ძვირფას საჩუქრებს და ვცდილობ გავახარო ეს საოცარი ხალხი. გასულ წელს მე და კატო ერთად ჩავედით, წელსაც ასე ვაპირებთ. ერთი სული მაქვს, როდის ჩავეხუტები მათ”
ცხოვრებისეული სიბრძნე: რას გვასწავლის ეს ამბავი? – ძალიან კარგი, რომ დეას საუკეთესო ურთიერთობა აქვს დედამთილ-მამამთილთან, მიუხედავად იმისა, რომ მათ შვილს გაშორდა. ეს ამბავი ამტკიცებს იმას, რომ კარგი ადამიანები ყოველთვის მოახერხებენ საერთო ენის პოვნას და ერთმანეთს მხარში ამოუდგებიან, მიუხედავად იმისა, აქვთ მათ ნათესაური კავშირი თუ არა. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.