ქვემოთ მოცემულ სურათზე აღბეჭდილია რეიდი და რეიჩელ ვილკოკსი ახალ დაბადებულ ქალიშვილთან ერთად. ახალგაზრდა მშობლების გვერდით ამანდა, რეიდის და, დგას. ერთი შეხედვით გაუგებარია, თუ ეს ოჯახი სხვა ბედნიერი ოჯახებისგან რით განსხვავდება.
საქმე იმაშია, რომ პატარა ადალინ რეი დეიდის ნებაყოფლობითი დახმარების გარეშე ამქვეყნად ვერ დაიბადებოდა. იმ წამს, როცა რეიდსა და რეიჩელს უკვე იმედი გადაეწურათ, ამანდამ შეყვარებულებს დახმარება შესთავაზა. ახლა წყვილი დიდი ხნის ნანატრ ქალიშვილს თავს ევლებიან!
წყვილი 2015 წლის ნოემბერში დაქორწინდა. ისინი ერთმანეთზე გიჟდებოდნენ და მომავალ ოჯახურ ცხოვრებაზე დიდ გეგმებს ადგენდნენ. მაშინ თავს ბედნიერად თვლიდნენ და წარმოდგენაც არ ჰქონდათ, თუ ბედი რა მწარე გამოცდა უმზადებდათ!
ამანდა რეიჩელთან უკვე დიდი ხანია მეგობრობდა. რეიჩელს ძმა სწორედ მან გააცნო. საინტერესოა, რომ თავად ამანდა რეიჩელის ძმაზე, მიჰეემზეა დაქორწინებული. ასე ახლო დაქალები ახლო ნათესავები გახდნენ!
უბედურება რეიჩელს 2016 წელს თავს დაატყდა. ექიმებმა მას მესამე სტადიის მსხვილი ნაწლავის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ავადმყოფის ცხოვრება ბეწვზე ეკიდა, მაგრამ მეუღლის დახმარებით ამ უსიამოვნების დამარცხება შეძლო.
ახლა, როცა მწარე გამოცდილება უკან დარჩა. ვილკოკსები ბავშვზე ოცნებობდნენ. მათი ოცნება ექიმების მორიგი დიაგნოზით დაიმსხვრა. სიმსივნეს საშინელი შედეგი ჰქონდა: რეიჩელს დედობაზე არც კი უნდა ეფიქრა. თუმცა ქალი დანებებას არ აპირებდა!
სპეციალისტების თქმით, რეიჩელის დახმარება სუროგატ დედას შეეძლო. უფრო მეტიც, საუკეთესო კანდიდატად ამანდა დაასახელეს. მან უკვე სამი ბავშვის გაჩენა მოასწრო და კვლავ დაფეხმძიმებას აპირებდა.
ყოველდღე ამანდა ექიმების წინადადებას იხსენებდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო: რძალს დახმარება სჭირდება! როცა ქალმა რეიჩელს მიმართა, ეს უკანასკნელი ჯერ გაკვირვებული იყო, შემდეგ კი ყოყმანის გარეშე დათანხმდა.
ამანდას ორსულობამ ყოველგვარი გართულების გარეშე ჩაიარა. ვილკოკსები სულ მის გვერდით იყვნენ, ხოლო მშობიარობის დროს რეიდმა ბავშვის ჭიპლარი თავად გადაჭრა. ჩვილი იმწამსვე რეიჩელს მიუყვანეს, რომელმაც პატარა ცრემლმორეულმა ჩაიხუტა.
ახალგაზრდა მშობლები ამანდას უსაზღვროდ მადლიერები არიან. მისი დახმარების გარეშე ვილკოკსები ასეთი ნაბიჯის გადადგმას ვერ გაბედავდნენ და პატარა ადალინ რეი ამქვეყნდად ვერ დაიბადებოდა. თავად ამანდა ამბობს, რომ თუ მისი ძმა და რძალი კიდევ ერთი შვილის ყოლას დააპირებენ, მზადაა კვლავ დაეხმაროს.
განცვიფრებული რეიჩელი ქმრის დას ამქვეყნად ყველაზე უანგარო ადამიანად მიიჩნევს. ვილკოკსების ისტორიის მოსმენის შემდეგ ადამიანების უმეტესობა ახალგაზრდა დედას ეთანხმება. სინამდვილეში, ამანდასავით მოქცევას ბევრი ვერ გაბედავდა!
სტატია მომზადებულია Daily Mail-ს მიხედვით..