დღესასწაულების აღნიშვნის შემდგომ ვამზადებ ღვეზელებს სოდაზე, რათა მორჩენილი ხორცი, ზეთისხილი, ყველი და მწვანილი გადასაყრელი არ გახდეს!

116

ღვეზელები მხსნელად ევლინება ხოლმე დაკავებულ დიასახლისებს. გულსართისთვის უმარავ ინგრედიენტს იყენებენ ხოლმე, მათ შორის, ძეხვსაც. მოცემულ სტატიაში სწორედ ასეთი ღვეზელების მომზადების რეცეპტს გაგიზაირებთ.

ღვეზელები ძეხვით

ინგრედიენტები

  • 150 გ ძეხვი
  • 250 მლ კეფირი
  • 1 ც. კვერცხი
  • 1 ჩ.კ შაქარი
  • 240 გ ფქვილი
  • 0,5 ჩ.კ სოდა
  • 40 მლ წყალი
  • 0,5 ჩ.კ მარილი
  • მზესუმზირის ზეთი შეწვის პროცესში

მომზადება

  1. კეფირზე მომზადებული ღვეზელი რბილი და ფუმფულაა.
  2. ტაფაზე კეფირს შეურიეთ წყალი. დადგით იგი ცეცხზე და გააცხელეთ დაახლოებით 40 გრადუსამდე.
  3. შემდეგ წყლიანი კეფირი გადაასხით თასში. დაუმატეთ მას მარილი, შაქარი, კვერცხი და ფქვილი.
  4. მოზილეთ სქელი ცომი, ის ნელა უნდა ცურდებოდეს კოვზიდან.
  5. ამის შემდეგ დაუმატეთ საკვები სოდა და წვრილად დაჭრილი ძეხვი. გადაურიეთ ერთმანეთში ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შეგიძლიათ დაუმატოთ მსხვილად გახეხილი ლორი ან სოსისები. გულსართისთვის ძეხვს ჩაანაცვლებს კვერცხი და მწვანე ხახვი ან კამა და ბრინზა.
  6. ტაფაზე გააცხელეთ მზესუმზირის ზეთი.
  7. კოვზის დახმარებით ფორმა მიეცით ღვეზელებს.
  8. დაალაგეთ ისინი ტაფაზე და მობრაწეთ ორივე მხრიდან გაოქროსფერებამდე. ესეც ასე, ხემსი მთელი ოჯახისთვის მზადაა!
  9. ასეთ ღვეზელებს ნამატიან ოლადებსაც ეძახიან. უძველესი დროიდან მათ წვავდნენ კვერცსა და მწვანილთან, ქათამთან, კომბოსტოსთან, ვაშლებთან, კენრკრასთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს