დედამთილი არასდროს არ ფიქრობს ბავშვებს აჭამოს, არადა ერთ სახლში ვცხოვრობთ, არ მესმის, როგორ შეიძლება ასე ცხოვრება.

1519

საშუალება რომ ჰქონოდა ანასტასიას, სამსახურში არ გავიდოდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ უსაქმოდ ყოფნა ურჩევნია, ან მუშაობა ეზარება. მისი მთავარი საფიქრალი შვილები, მათი მოვლა და კვებაა. მიუხედავად იმისა, რომ ბებია და ბაბუა მათ გვერდით არის, ბავშვები მშივრები რჩებიან. ანასტასიამ არაერთხელ სცადა აეხსნა დედამთილისთვის, რომ მოსიყვარულე ბებია ასე არ უნდა იქცეოდეს, თუმცა ამას შედეგი არ ჰქონია. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ასეთი ამბავია:

მოსიყვარულე ბებია

ცხოვრება დედამთილთან – ანასტასიას და ნიკას არ ჰქონდათ ცალკე ცხოვრების საშუალება, ამიტომ დედამთილ-მამამთილთან ცხოვრობდნენ. საბედნიეროდ სახლი დიდი იყო და ყველას ჰქონდა თავისი კუთხე.წყვილს სასკოლო ასაკის ორი შვილი ჰყავდა და რადგანაც მუშაობდნენ, ბუნებრივია, ბავშვებზე ბებიას შეეძლო ეზრუნა, უბრალოდ გამზადებული საჭმელი დაედო უნდა შვილიშვილებისთვის.

სკოლის შემდეგ – დედამთილთან ანასტასიას უცნაური დამოკიდებულება აქვს, შეიძლება ითქვას, ცივი. მიუხედავად იმისა, რომ ერთ სახლში ცხოვრობდნენ, ყველაფერს ცალ-ცლკე აკეთებდნენ. ბებია-ბაბუა ცალკე ვახშმობდა ხოლმე და ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო სახლში. ანასტასიას არ გაუპროტესტებია ეს წესი, მაგრამ ნამდვილად ვერ იფიქრებდა, თუ იგივე გავრცელდებოდა ბავშვებზეც.

ერთ დღეს ის სამსახურიდან ჩვეულებრივზე გვიან დაბრუნდა. ოთახში მოწყენილი ბავშვები ისხდნენ. აღმოჩნდა, რომ სკოლიდან მოსვლის შემდეგ არაფერი უჭამიათ. ბებიას უთქვამს, რომ დედას დალოდებოდნენ და არაფერი მოუმზადებია. არადა მაცივარში უამრავი საჭმელი იდო და უბრალოდ ერბო-კვერხის შეწვაც შეიძლებოდა.

გამოსავალი მდგომარეობიდან – იმავე საღამოს ანასტასიამ გადაწყვიტა დედამთილს დალაპარაკებოდა. სცადა აეხსნა, რომ ბებიას შვილიშვილები მშიერი არ უნდა დაეტოვებინა. მან კი ცივად უპასუხა, რომ ბავშვების კვება დედის მოვალეობაა და არა ბებიის. ნიკამ მხოლოდ მხრები აიჩეჩა, დედისგან ასეთი საქციელი სამწუხაროდ არ იყო მისთვის საკვირველი.

იმ დღის შემდეგ ანასტასია მეტ საჭმელს უტოვებდა შვილებს. ასევე, ასწავლიდა მარტივი კერძების მომზადებას. მიხვდა, რომ საუკეთესო ვარიანტია, მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე ყოფნა. იგივე პრინციპით გადაწყვიტა ცალკე საცხოვრებლად გადასვლა და თუ ამისთვის დამატებითი სამუშაოს ძებნა მოუწევს, ის მზად არის.

ცხოვრებისეული სიბრძნე: რას გვასწავლის ეს სტატია? სამწუხაროდ, სისხლით ნათესაობა არ არის თბილი ურთიერთობის გარანტია. ბევრი რამ ადამიანის ხასიათზეა დამოკიდებული. თუ ზრდასრული ადამიანი არასწორად იქცევა, მისი შეცვლა აკლებად არის შესაძლებელი. ამიტომ ერთადერთი სწორი გამოსავალია თავად მართოთ სიტუაცია. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს