ყოველ წელს სამყარო უფრო სწრაფად იცვლება და რთული წარმოსადგენია, თუ რა მოხდება რამდენიმე წელიწადში. ამიტომ აღარ გვიკვირს, რომ ახალგაზრდებს უჭირთ პროფესიის არჩევა და აღარ იციან, რაზე შეაჩერონ არჩევანი. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წარმავალი პროფესიების შესახებ ვისაუბრებთ.
რომელი სპეციალობა ავირჩიოთ
კვლევები, რომლებიც აანალიზებენ მომხდარს, დარწმუნებულნი არიან, რომ იციან, თუ რა სპეციალობები იქნება მოთხოვნადი 2025 წლიდან. ეს პატარა სია საინტერესო იქნება არა მარტო უფროსკლასელებისთვის და სტუდენტებისთვის, არამედ მათთვისაც, ვისაც ახალი პროფესიის დაუფლება სურს.
- აპლიკაციების პროგრამირება და შექმნა – რა თქმა უნდა, IT სფეროს თანამშრომლების გარეშე არ გამოვა ასეთი პროგნოზი. ეს სფერო სწრაფი ტემპებით ვითარდება და რაც უფრო მეტად იზრდება ციფრული ინდუსტრია, მეტი სპეციალისტი ჭირდებათ. თუმცა, არსებობს რისკი, რადგან ვარაუდობენ, რომ ხელოვნური ინტელექტი იმ დონემდე განვითარდება, რომ შეიძლება ჩაანაცვლოს პროგრამისტები და დეველოპერები. ამას მომავალი გვიჩვენებს.
- დიზაინერები – განსაკუთრებულად მოთხოვნადი გახდება ის კადრი, რომელმაც იცის როგორ შექმნას მოცულობითი მოდელი ვიდეო თამაშებისთვის, დიზაინისა თუ მშენებლობისთვის. ასევე მოთხოვნადია 3D პრინტერთან მუშაობის უნარი, რადგან სწორედ მასზე იქმნება გასაყიდი საქონლის უმეტესი ნაწილი.
- რეკლამის სპეციალისტი – ჯერჯერობით კომპიუტერით შექმნილი რეკლამის ტექსტი არ გამოირჩევა თავისი ეფექტურობით. ამიტომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ საკითხში ადამინების უნარი და კრეატიულობა უპირატესია ხელოვნურ ინტელექტზე. ის, ვინც იცის კოპირაიტერისა და დიზაინერის საქმე, ნამდვილად არ დარჩება უმუშევარი.
- უსაფრთხოების ექსპერტები – რაც უფრო მეტად სარგებლობენ ადამიანები სხვადასხვა ციფრული მომსახურებით, მეტი სამუშაო უჩნდებათ უსაფრთხოების ექსპერტებს. ამიტომ სპეციალისტები, რომლებმაც კარგად იციან დაცვის სისტემა, ქსელი და ციფრული თავდასხმის პროგრამები, მეტად მოთხოვნადები გახდებიან.
- ურბანისტი – ეს სპეციალისტი მუშაობს იმაზე, რომ დიდი ქალაქები საცხოვრებლად კომფორტული გახადონ. რადგან მეგაპოლისები ქაოტურად იზრდება, აუცილებელია ამ პროცესის მოწესრიგება.მითუმეტეს, რომ ურბანისტი ასრულებს არაერთ ფუნქციას: ალაგებს ტრანსპორტის ხაზებს, გვთავაზობს ადეკვატურ კომერციულ და საცხოვრებელ ადგილებს, ითვალისწინებენ არქიტექტურულ და ბუნებრივ თავისებურებებს.
- ექსპერტები ენერგეტიკის სფეროში – დიდი პერსპექტივა აქვთ მათ, ვინც დაკავებულია ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროს მოპოვებით. ჯერჯერობით მსოფლიო მაქსიმალურად არის დამოკიდებული ენერგორესურსებზე. განვითარებულ ქვეყნებში ალტერნატიული წყაროდან მიღებული ენერგიის ნაწილი ყოველ დღე იზრდება. ამიტომ ამ სწრაფად მზარდი ინდუსტრიის სპეციალისტები მოთხოვნადი გახდება.
რჩევა რედაქციისგან: ბევრი პროფესია იქნება მივიწყებული. ასეთი მომავალი ემუქრებათ რეილტორებს, თარჯიმნებს, ექსკურსიამძღოლებს, მოლარეებს, დუბლიორებს, ბიბლიოთეკარებს, გამომცემლობის ჟურნალისტებს, ფოსტალიონებს, დაცვის სამსახურ და სხვა პროფესიებს.ამბობენ, რომ მომავალში ადამიანის შრომა აღარავის დაჭირდება., რადგან ყველაფერს კომპიუტერები შეცვლის, მაგრამ ამ პროგნოზის სერიოზულად აღქმა არ ღირს, რადგან კრეატიული, შრომისმოყვარე და განათლებული ადამიანისთვის ყოველთვის გამოჩნდება საქმე. როგორ შეიძლება კომპიუტერმა ჩაანაცვლოს მაგალითად, მასწავლებელი ან ექიმი? თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.