რა წავშალოთ ტელეფონიდან, რათა მან უკეთ იმუშაოს და არ შენელდეს

17816

სმარტფონის შიდა მეხსიერება ინახავს არა მარტო ვიდეოებს, ფოტოებს და გადმოწერილ ფაილებს. ყოველ დღე ვიყენებთ საძიებო სისტემას, აპლიკაციებს, ვუყურებთ ვიდეოკლიპებს. ასეთ დროს ტელეფონის მეხსიერებაში თანდათან გროვდება ზედმეტი ფაილები, რომლებიც ანელებენ სმარტფონის მუშაობის პროცესს.

სმარტფონის შიდა მეხსიერება

უფასო აპლიკაციებიდან ვარდება რეკლამები, რომლებიც აბინძურებს ტელეფონის მეხსიერებას. მობილურის ყიდვისას მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, თუ რა მიზნით გჭირდებათ ის. ვისაც ბევრი ფოტოს და ვიდეოს გადაღება უყვარს, ასევე თამაშები, უნდა შეარჩიოს ტელეფონი, რომელსაც აქვს ჩაშენებული 32 GB მეხსიერება. ამის გარდა შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატებითი მეხსიერების ბარათი. თუ მეხსიერების ბარათს ვერ იყენებთ, სცადეთ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოცემული ხრიკები.

ქეში. ქეში – ეს არის ფაილი, რომელიც ინახება ტელეფონში ნებისმიერი მანიპულაციის დროს აპლიკაციებთან და ინტერნეტ-გვერდებთან. ის დროთა განმავლობაში გროვდება მეხსიერებაში და ანელებს ტელეფონის მუშაობას. არსებობს აპლიკაციები, რომლებიც თითქოს წმენდს მეხსიერებას, მაგრამ სინამდვილეში იმ ნაგვის მოშორება, რომელიც ტელეფონის მუშაობას ხელს უშლის, არ შეუძლია.იმისათვის, რომ გავიგოთ რამდენია დაკავებული მეხსიერება ტელეფონში, თქვენ უნდა იპოვოთ ყვითელი საქაღალდე ეკრანზე სახელწოდებით “EXPLOREL”. აქ ნახავთ გამოყენებული მეხსიერების პროცენტს. ქეშის გასასუფთავებლად იპოვეთ საძიებო ზოლი მარჯვენა ზედა კუთხეში და ჩაწერეთ “CASH”. ქვემოთ გამოჩნდება ფაილები და საქაღალდეები, რომლებიც უნდა მონიშნოთ და თამამად წაშალოთ.

ინტერნეტ-გვერდები. შორს წასვლა არ დაგჭირდებათ. იმავე საძიებო ველში, სადას შეიყვანეთ სიტყვა “CASH”, შეიყვანეთ სიტყვა “COM”. მოიძებნება უამრავი ფაილი, რომელიც შეინახა მათი წაშლის შემდეგ. ყველა ეს ფაილი მონიშნეთ და წაშალეთ. ამ ხერხით გაწმენდთ 10 გბ-მდე შიდა მეხსიერებას.

SMS-შეტყობინება. თავად მესიჯები არ იკავებს დიდ ადგილს, მაგრამ როდესაც ბევრი გროვდება, მეხსიერებას ტვირთავს. უმეტესად ეს არის სარეკლამო გზავნილები. ამიტომ დროულად წაშალეთ ხოლმე.

მედიაფაილები. აპლიკაციები, როგორიცაა messenger, telegram, viber გამოგზავნილ ფაილებს ავტომატურად ინახავენ. რაც საბოლოოდ გროვდება და სმარტფონის მუშაობაზე ცუდად ისახება. დროულად წაშალეთ ხოლმე ზედმეტი ფაილები. Google-ს გვერდებთან სინქრონიზაციაც დიდ ადგილს იკავებს. იმისათვის, რომ მუდმივად არ დაგროვდეს მისი ქეში თქვენს ტელეფონში, უბრალოდ გამორთეთ სინქრონიზაცია.

ნაგვის ყუთი. ჩენი სმარტფონი ეს არის მინი კომპიუტერი. ზოგიერთ მოდელს აქვს აგვის ყუთი, სადაც ხვდება წაშლილი ფაილები, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ თავად წაიშლება. თუმცა, იქ შეიძლება დაგროვდეს რამდენიმე გბ. ზედმეტი ნაგავი.

რჩევა რედაქციისგან: სმარტფონის ახალი მოდელები უფრო და უფრო გვაოცებენ თავისი მახასიათებლებით. ჩვენც გვგონია, რომ ახალი ტელეფონი გვინდა და ძველი აღარ არის აქტუალური და აღარ მუშაობს ისე სწრაფად, როგორც ადრე. გაიხსენეთ ღილაკებიანი ტელეფონები, რომლებსაც კვირაში ერთხელ ტენიდით და შეუფერხებლად მუშაობდნენ წლების განმავლობაში. მწარმოებლები შეგნებულად ქმნიან ახალ სმარტფონებს ნაკლები სიცოცხლის უნარიანობით. სამი წლის შემდეგ ტელეფონი მართლაც ძველდება, კარგავს მუშაობის ხარისხს, უფუჭდება ელემენტი. ზოგჯერ საკმარისია მეხსიერების გაწმენდა და ელემენტის შეცვლა. სცადეთ..

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს