ქმარს ეძინა როდესაც დილით ოფისში წავედი, ის თითქმის ერთი წელია უმუშევარია, მაგრამ მეგონა, რომ ჩემი დაბადების დღისთვის რამეს მოიფიქრებდა.

2093

არავინ იცის რა ხდება სხვის ოჯახში. ძნელია არ დაეთანხმო ამას, რადგან ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ და ჩვენი შეხედულებებიც განსხვავებულია. თუმცა, თუ ქმარი დიდი ხანია არ მუშაობს, ყველა დამეთანხმება, რომ ეს არ არის ნორმალური. ზოგიერთი კულტურა მამაკაცებს მეტ თავისუფლებას ანიჭებს, ზოგი – ნაკლებს, მაგრამ ძირითადად ითვლება, რომ კაცი ოჯახში მთავარი შემომტანი უნდა იყოს, ან თანაბარი პარტნიორი, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს ოჯახურ ბიუჯეტში.მაგრამ ჩვენი ქალები რატომღაც ითმენენ და იტანენ უსაქმურ მამაკაცებს, როგორც ჩანს, შემორჩენილია “დიდებული” 90-იანების მენტალობა, როცა კარგი და წესიერი სამსახურის შოვნა შეუძლებელი იყო. ეხლა კი გარეთ 2022 წელია. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. თუ გსურთ ფული გქონდეთ, უნდა იმუშაოთ. ასე არ არის? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ასეთი ამბავი გვაქვს:

უმუშევარი ქმარი

“ჩემი ქმარი უკვე ერთი წელია სამსახურს ვერ შოულობს. ვისაც მსგავსი პრობლემა ჰქონია, ადვილად გამიგებს. ვინც არ იცის რა არის ეს, დეტალურად მოვუყვები.ეხლახანს 44 წელი შემისრულდა. ვაღიარებ, უკვე აღარ ვარ ახალგაზრდა, მაგრამ არც დავბერებულვარ. მითუმეტეს, რომ არ მაქვს მავნე ჩვევები და დროდადრო ვვარჯიშობ ხოლმე. მოკლედ, ვცდილობ ფორმაში ვიყო.ჩემი მეუღლე 46 წლისაა. ის წარმოებაში მუშაობდა. არ იყო მარტივი სამუშაო, მაგრამ კარგი ანაზღაურება ჰქონდა და პრემიებსაც ხშირად აძლევდნენ ხოლმე. შემდეგ ქარხანა ვალებში ჩავარდა და ამის ფონზე თანამშრომლები შემცირებაში მოყვნენ. ჩემი ქმარიც უმუშევარი დარჩა.

ჩვენ კარგი ურთიერთობა გვქონდა და საკუთარ თავზე ავიღე ოჯახის რჩენა. მადლობა ღმერთს, ჩემი პროფესია მაძლევდა ამის საშუალებას.თავიდან ჩემი ქმარი ძალია განიცდიდა, ცუდად ეძინა და ცოტას ჭამდა, გადიოდა ხოლმე და სამსახურს ეძებდა. დახმარებისთვის მიმართა მეგობრებს, ნაცნობებს, ყოფილ თანაკლასელებსაც კი. საღამოობით ტაქსაობდა ხოლმე, რომ ცოტა ფული შემოეტანა სახლში.რამდენიმე თვეში დარწმუნდა, რომ თავისი სპეციალობით სამსახურს ვერ იშოვნიდა. იმ ასაკშიც არ იყო, რომ ახალ პროფესიას დაუფლებოდა. სხვა ქალაქში სამუშაოდ წასვლაც არ იყო მომხიბვლელი იდეა. შვილები ჩვენ არ გვყავს, მაგრამ ოჯახი მყარი გვქონდა. მე თითონაც არ მინდოდა სხვაგან გადასვლა.

ეხლა კი ქმარი მთელი დღე დივანზე იწვა და გარეთ აღარ გადიოდა. ჩართავდა რამე მუსიკას და ჭერს შეჰყურებდა. უკვე მეშინოდა, დალევა არ დაეწყო, მაგრამ მადლობა ღმერთს, სასმელი არასდროს უყვარდა. თუმცა, ძალიან რთულია, როდესაც სამსახურიდან დაღლილი ბრუნდები სახლში და საკუთარ ქმარზე ბავშვივით ზრუნვა გიწევს.ზოგჯერ ფულს ვაძლევდი ხოლმე, რომ ქალაქში გასულიყო, ესეირნა და პროდუქტებიც ეყიდა. გემრიელ კერძებს ამზადებს და ეს ჩემთვის დიდი შეღავათი იყო, მაგრამ მალე ამის გაკეთებაც შეწყვიტა. საყიდლებზე მიდიოდა, მაგრამ ყიდულობდა ნახევარფაბრიკატებს, რომლის ჭამა შეუძლებელი იყო, მაგრამ სწრაფად მზადდებოდა.

ამ დღეებში 44 წლის ვხდები. განსაკუთრებულად აღსანიშნავი თარიღი მაქვს. ჩემი ქმარი სადღაც გადიოდა ხოლმე. მეგონა რამე საქმე ნახა და საჩუქარს მიმზადებს-მეთქი. განსაკუთრებული არაფერი მინდა, უბრალოდ ყურადღების გამოჩენაც მნიშვნელოვანია ჩემთვის. რაღა დაგიმალოთ და სამსახურში წასვლამდე დერეფანში ცოტა ფული დავტოვე. ქმარს ამ დროს ეძინა.სამსახურში დაბადების დღე მომილოცეს, მიყიდეს ტორტი და ტკბილეული. ბევრი სითბო და სიყვარული მივიღე. მომცეს პატარა საჩუქარი და დამატებითი დასვენების დღე, შეიძლება ითქვას, რომ სახლში ბედნიერი გავფრინდი. სუპერმარკეტში სადღესასწაულო პროდუქტები შევიძინე, ჩანთები ძლივს წავათრიე, შემოსასვლელი კარი გავაღე და…

მიყურებდა უცნობი ადამიანის უკმაყოფილო სახე. არა, ეს ჩემი ქმარი იყო, მაგრამ იმ მომენტში ვერ ვიცანი. სახეზე ეწერა ერთგვარი აპათია, აგრესია, წყენა. აღმოჩნდა, რომ ჩემი დატოვებული ფული ქარმა გადააგდო და მას არ უნახავს და მშიერი დარჩა. ჩემი დღესასწაული კი როგორც ჩანს, დაავიწყდა.უკვე განქორწინება მინდა, ძალიან დავიღალე. 10 წელზე მეტია ერთად ვართ. გვქონდა წვრილმანი პრობლემები, მაგრამ ერთად ვაგვარებდით ხოლმე. თუმცა, როდესაც მამაკაცი უსარგებლო ტვირთად ხდება, მეტისმეტია. რაც უნდა ის აკეთოს, ჩემი გრძნობები მყისიერად გაქრა და აღარ მაინტერესებს რას იტყვიან ჩემზე. ასე ცხოვრება არ შეიძლება… თქვენ რას მირჩევთ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს