“არასდროს მომწონდა, რომ ჩემს სიძეს ხშირი მივლინებები ჰქონდა. რამდენიმე დღით მიდიოდა სახლიდან და აი, შედეგიც!” – აღშფოთებული გვიყვება პაპარაცის მკითხველი თამარა. ის ეხლახანს შეესწრო უსიამოვნო ფაქტს თავისი სიძის მონაწილეობით, დიდხანს ფიქრობდა დალაპარაკებოდა თუ არა ქალიშვილს ამ თემაზე და ბოლოს გადაწყვიტა ეთქვა.
სამსახური მივლინებებით
10 წლის წინ ჩემი თინიკო გათხოვდა. თავიდან ახალგაზრდები ჩემთან ცხოვრობდნენ, შემდეგ თავისი ბუდე მოიწყვეს და ცალკე გადავიდნენ ქირით. მოგვიანებით დაიწყეს ზრუნვა საკუთარი სახლის ყიდვაზე. მე არ მქონდა საშუალება დავხმარებოდი, სიძემ გადაწყვიტა უფრო მაღალანაზღაურებადი პრესტიჟული სამსახური ეშოვნა.ახლობლები დაეხმარნენ და სატვირთოს მძღოლად დაიწყო მუშაობა. ცოტა არ იყოს, არ მომეწონა ის ფაქტი, რომ ხშირად მოუწევდა მივლინებებში წასვლა. ღმერთმა იცის, რამდენი დროის გატარება მოუწევს ჩემს ქალიშვილს მარტო. თან ამხელა გზაზე სიარულიც საშიშია.
სიძემ დაგვამშვიდა: “არ ინერვიულოთ, კარგი მძღოლი ვარ. თინიკო, ხომ გინდა მალე ჩვენი სახლი გვქონდეს? მოგვიწევს მოვითმინოთ ცოტა ხანი და გავიჭირვოთ!” ქალიშვილმა ჩუმად დაუქნია თავი, მაგრამ შევამჩნიე, რომ რთული იყო მისთვის.შემდეგ თინიკო დაფეხმძიმდა. დიდი ხნის განმავლობაში ვოცნებობდი შვილიშვილებზე, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვიყავი. სიძეც გახარებული იყო, მაგრამ თინიკო სულ მოწყენილი დადიოდა, ამბობდა, რომ ქმარი ენატრებოდა ხოლმე.
სიძე მართლაც არ იყო ხოლმე ხშირად სახლში. ვგრძნობდი, რომ მისი მივლინებების ამბავი კარგად არ დამთავრდებოდა და ასეც მოხდა. საღამოს ქალიშვილს ვესაუბრე, მითხრა, რომ ქმარს მორიგ მივლინებაში აცილებდა, მეორე დღეს კი ვაჟბატონი გადაპრანჭულ ქალთან ერთად დავინახე მაღაზიაში შემთხვევით.რა მომასვენებდა! მაშინვე მივედი სიძესთან და ვუთხარი: “უნამუსო, შენ აქ რა დღეში ხარ, შენი ცოლს კი ჰგონია, რომ მუშაობ, როგორ არ გრცხვენია?”სიძე არ ელოდა ჩემს დანახვას და მოულოდნელობისგან გაშრა. ეს იყო სამშენებლო მაღაზიის ჰიპერმარკეტი ქალაქის მეორე ბოლოში, სადაც წესით არ უნდა ვყოფილიყავი. მოხუცმა ახლობელმა მთხოვა ნივთების ყიდვა და მის დასახმარებლად გავეშურე.
ქალბატონმა, რომელთან ერთადაც ჩემი სიძე იდგა, გაოცებული თვალებით შემომხედა და მითხრა, რომ არასწორად გავიგე ყველაფერი. სიძემ კი ჩამჩურჩულა: “ახლავე გიხსნი ყველაფერს, ეს არის კარინა, ჩვენი სახლის დიზაინერი. მსურდა თინიკოსთვის სიურპრიზის გაკეთება. ბინა უკვე შევარჩიე, ეხლა რემონტს ვაკეთებ და ეს ქალბატონი დიზაინზე ზრუნავს, ეხლა კი მასალებს ვარჩევთ ბინისთვის.” მანახა ფოტოებიც და ესკიზებიც. ჩემი სიძე არ იტყუებოდა და ძალიან შემრცხვა.
საუბარი ქალიშვილთან – ხელი აღარ შევუშალე სიძეს და წამოვედი. მთელი საღამო მაწვალებდა ამ შემთხვევაზე ფიქრი. სიურპრიზი რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ, ძალიან მინდოდა ჩემი ქალიშვილისთვის გაეზიარებინა მომხდარი. ბოლო პერიოდში თინიკოს და მისი ქმრის ურთიერთობა ცოტათი დაიძაბა და მინდოდა მეჩვენებინა, რომ ქმარს ძალიან უყვარს ის და ყველაფერი რიგზეა!როდესაც თინიკოს ყველაფერი ვუამბე, ტირილი დაიწყო. “შვილო, რა მოხდა? ის არ გღალატობს, ყველაფერი გადავამოწმე!” მაგრამ ჩემი შვილი ამის გამო არ ტიროდა: “დედა, საქმე მას არ ეხება, პრობლემა ჩემშია! გახსოვს მთელი ორი თვე რომ არ იყო აქ? ადგილს ვერ ვპოულობდი, შემდეგ კი შემთხვევით ჩემს კლასელს შევხვდი და არ ვიცი რა დამემართა…” თინიკომ მუცელზე დაიხედა და მე ყველაფერს მივხვდი…მითხრა, რომ შეცდა და ძალიან უყვარდა ქმარი, არ სურდა მისი დაკარგავ. ვურჩიე, რომ ყველაფერი დაეტოვებინა ისე, როგორც არის. ვიცი, რომ არასწორია, მაგრამ საჭიროა.
ცხოვრებისეული სიბრძნე: რას გვასწავლის ეს ამბავი? – ეს მოთხრობა ნათლად განმარტავს გამოთქმას: უბედურება იქიდან მოდის, საიდანაც არ ელოდები. თამარა სიძეზე ეჭვობდა და მოღალატე საკუთარი ქალიშვილი აღმოჩნდა, უფრო მეტიც, ფეხმძიმედ არის სხვა მამაკაცისგან და მთელი ცხოვრება ტყუილში უნდა იცხოვროს. თქვენ რას ფიქრობთ ამ ამბავზე? როგორ ჯობია მოიქცეს თინიკო? გაგვიზიარეთ კომენტარებში.