რკინის სახეხი რატომ უნდა იყოს ყველა თავმოყვარე დიასახლისის სამზარეულოში

1516

იცოდით, რომ ჭურჭლის ჩვეულებრივი რკინის სახეხი უნივერსალური დამხმარეა თქვენს სახლში? თქვენ უბრალოდ კარგად უნდა გაერკვეთ, თუ რაში შეიძლება მისი გამოყენება, ან წაიკითხეთ პაპარაცის დღევანდელი სტატია. ყოველდღიური რუტინა ისე გვითრევს ხოლმე, რომ ხანდახან არ ვფიქრობთ როგორ შეიძლება გავიმარტივოთ საქმე.ნორმალური განვითარებისთვის ადამიანს მუდმივად სჭირდება ფიქრი და ექსპერიმენტები. ჩვენ მოგიყვებით ხუთ უჩვეულო ხერხზე, რომელიც მეტალის სახეხით შეგიძლიათ გამოიყენოთ.

რკინის სახეხი

სალესი – მეტალის სახეხს შეუძლია კარგად გალესოს ნივთები, მაგალითად მაკრატელი. უბრალოდ აიღეთ და სახეხი მაკრატლით დაჭერით პატარა ნაჭრებად, შემდეგ კიდევ უფრო წვრილ ნაჭრებად. ბოლოს გაწმინდეთ მაკრატელი და ის უკეთ იმუშავებს.ბოსტნეულის სახეხიც მადლიერი დაგრჩებათ. მის გასალესად კარგი პირიდან გაუსვით ლითონის სახეხი რამდენიმეჯერ. ძლიან ნუ დააწვებით. შედეგად ის გაილესება და კიდევ უფრო დიდხანს მოგემსახურებათ.

გასუფთავება – დიახ, რკინის სახეხით შეგიძლიათ გაასუფთავოთ ზოგიერთი პროდუქტი, მაგალითად კარტოფილი, თევზი. ახალ კარტოფილს ის წამებში ფხეკს, ძველ კარტოფილს მეტი დრო სჭირდება, მაგრამ ძალიან გემრიელი გამოვა.აიღეთ სუფთა სახეხი და თამამად შეუდექით საქმეს. შედეგად დავზოგავთ დრო, ენერგიას და პროდუქტის დის ნაწილს.

ხის ნაკეთობები – ზოგი ხელოსანი ლითონის სახეხს იყენებს ხის ზედაპირის ხელოვნურად დაძველებისთვს. აიღეთ სახეხი, დაჭერით პატარა ნაჭრებად და ჩაყარეთ ძმრიან კონტეინერში. ერთ დღე-ღამეში ის გადაიქცევა ლითონის ხსნარად და თუ ხის დაფაზე წაუსმევთ, ეფექტი განსაცვიფრებელი იქნება.ასევე, თუ ხის ზედაპირის შესაღებად მომზადება გჭირდებათ, სახეხი აქაც დაგეხმარებათ. მისი საშუალებით კარგად გაასუფთავებთ ზედაპირს და საღებავი უკეთ დაიტანება.

ცეცხლის დანთება – დაგჭირდებათ ჩვეულებრივი 6 ვოლტიანი ელემენტი. დაადეთ მის ორივე ბოლოზე სახეხი და შეამჩნევთ პატარა ნაპერწკალს. მალე ეს ნაპერწკალი გაიზრდება, მომზადებული უნდა გქონდეთ ბურბუშელა ან ქაღალდი, მშრალი შეშა. მალე ცეცხლიც აგიზგიზდება.ამიტომ ლითონის სახეხი ხშირად უდევთ ხოლმე მანქანის საბარგულში. ის შესანიშნავი საშუალება ბუნებში ცეცხლის დასანთებად.

მილის გაჭედვისგან დაცვა – ბევრისთვის ნაცნობია კანალიზაციის გაჭედვის პრობლემა აბაზანაში ან სამზარეულოში. ეს უსიამოვნო მომენტი არც ისე იშვიათია და მისი მოგვარება ლითონის სახეხით მარტივად შეიძლება.ნიჟარის ნახვრეტის ზომაზე გამოჭერით სახეხი. შემდეგ ჩასვით შიგნით. შეეცადეთ, რომ ნაკლებად ჩანდეს. სულ ეს არის. სახეხი მთლიანად დაიჭერს თმას და სხვა ნამცეცებს და მილში აღარ მოხვდება. თქვენ რაში იყენებთ კიდევ ლითონის სახეხს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს