ბიჭი არავის უშვებდა თავის ბინაში, მაგრამ გამომძიებელმა დაითანხმა ის და სახლში შევიდა

5665

უბანში ყველა იცნობდა მამუკას – დამოუკიდებელ, მარტოხელა ბიჭს, მაგრამ ბოლო პერიოდში მეზობლებმა შეამჩნიეს, რომ ძალიან უცნაურად იქცეოდა ხოლმე. რა დაემართა 12 წლის ბავშვს და ვინ შესთავაზა დახმარება, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხავთ.

მარტოხელა ბიჭი

ადრე მამუკა დედასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობდა სოფელში. როდესაც ბებია ავად გახდა, ოჯახმა გადაწყვიტა ქალაქში გადასულიყო, საავადმყოფოსთან ახლოს. ბიჭს ძალიან დაწყდა გული, სოფელში უნდოდა, მაგრამ რას იზამდა.ბიჭი ქალაქის ქუჩებში დადიოდა თავისი სკეიტბორდით, მეგობრებიც გაიჩინა, ხშირად ასუფთავებდა ეზოს, ეხმარებოდა მოხუც მეზობლებს.ერთ-ერთმა მოხუცმა მთელი გულით შეიყვარა ბიჭი. ყველას უყვებოდა თუ როგორი მზრუნველი, პასუხისმგებლობიანი და მშრომელი ბიჭი ცხოვრობდა მათ სახლში. ქალბატონ ლალის შვილიშვილები არ ჰყავდა და ამიტომ მამუკა კიდევ უფრო შეიყვარა.ქალმა შეამჩნია, რომ ბოლო პერიოდში ბიჭი გვიან ღამემდე იყო ქუჩაში და სკეიტზე კატაობდა. ამ დროს ყველა ბავშვი სახლში იყო, ის კი ფარნების შუქზე სულ არ ჩქარობდა სახლში დაბრუნებას. ლალის გულმა უგრძნო, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.

ოჯახური პრობლემები – გადაწყვიტა დახმარება შვილისთვის ეთხოვა, რომელიც პოლიციის განყოფილებაში მუშაობდა. ის დასთანხმდა და ბიჭის ოჯახს ეწვია. კარი მამუკამ გაუღო. მამაკაცმა თავაზიანად სთხოვა, რომ უფროსებთან საუბარი სურდა, მაგრამ ბიჭმა ის სახლში არ შეუშვა.მაშინ მამაკაცმა უთხრა, რომ ლალის შვილი იყო და უბრალოდ მოკითხვა სურდა. მამუკა დასთანხმდა. უკვე ზღურბლზევე მამაკაცი გაოგნდა: ბინაში არანაირი ავეჯი არ იდგა. ბავშვს როგორც ჩანს, იატაკზე დაფენილ გასაბერ ლეიბზე ეძინა.სახლში არ იყო არც დედა და არც ბებია. აღმოჩნდა, რომ ბებიას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა, თან სხვა ქალაქში. ოჯახს კი არ ჰქონდა მკურნალობის ფული.

დედამ ყველაფერი გაყიდა რაც შეეძლო და დედაქალაქში წაიყვანა მოხუცი. მამუკას დატოვება მარტო მოუწია, ეგონა მალე დაბრუნდებოდა, თან იცოდა, რომ ბიჭი თავს მიხედავდა და არაფერი გაუჭირდებოდა. დედამ ინსტრუქციების მთელი სია მისცა, რომელსაც ბიჭი პატიოსნად იცავდა.წესით დედა და ბებია ორ კვირაში უნდა დაბრუნებულიყვნენ. ეს რომ ლალიმ გაიგო, მაშინვე თავის პატარა მეგობართან გაეშურა, სთხოვა ბიჭს დედასთან დაერეკა. ქალმა დედა დაამშვიდა: ” ქალბატონო, ბავშვს ჩემთან წავიყვან, არ არის კარგი ამდენი ხანი მარტო რომ არის, ერთად დაგელოდებით!”

კეთილი საქმე – ამ ამბავმა მხოლოდ ქალბატონი ლალი არ შეაწუხა, მისმა შვილმაც ძალიან განიცადა. მიხვდა, რომ ბიჭის ოჯახი კარგა ხანი ვერ დადგებოდა ფეხზე.ამიტომ გადაწყვიტა დახმარებოდა. მან ბიჭს საწოლი და სხვა ნივთები უყიდა. როდესაც დედა და ბებია კლინიკიდან დაბრუნდნენ, სიხარულისგან ტირილი დაიწყეს. ქალბატონი ლალი დაეხმარა ბიჭს ვახშმის მომზადებასა და სუფრის გაშლაში. ლალის ვაჟი კი აკეთებდა მცირე დაზიანებებს, რომელიც სახლში დახვდა.მამუკას დედა სასიამოვნო გარეგნობის ქალი იყო და ლალის ვაჟს ძალიან მოეწონა… როგორც ჩანს, ამ ამბავს სასიამოვნო დასასრული ექნება, რაც მთავარია, ყველა ჯანმრთელი და საღ-სალამათია.

რას გვასწავლის ეს ამბავი? – ეს ამბავი გვასწავლის, რომ ადამიანს დახმარების ხელი დროულად უნდა გაუწოდო. მითუმეტეს, როცა საქმე ბავშვს ეხება.კარგია, რომ ლალის თავისმა შვილმა უარი არ უთხრა დახმარებაზე. შედეგად იპოვა ადამიანები, რომელთანაც მთელი ცხოვრება იმეგობრებს და კიდევ ვი იცის… ეს ძალიან კარგია, თქვენ რას იტყვით?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს