ბებოს ძველ დღეებზე ლაპარაკი ხშირად უყვარს. სსრკ–ში რთული ცხოვრების მიუხედავად ბებია ახალგაზრდა და ბედნიერი იყო, ამიტომ მძიმე დროს მაინც ღიმილით იხსენებს. ერთ–ერთი მისი მონაყოლიდან გავიგე, როგორ დავარბილო ხორცი. ძველი და მარტივი მეთოდია, მაგრამ დღესაც გამოგადგებათ.ახლა რთული წარმოსადგენია, მაგრამ ადრე საქონლის საშინელი დეფიციტი არსებობდა. დღევანდელივით სუპერმარკეტში წასვლა და ნებისმიერი გემოვნების და ფერის ადგილობრივი და შემოტანილი საქონლების მრავალფეროვნებაში ჩაძირვა შეუძლებელი იყო. თუ დღეს დიდი არჩევანი პრობლემაა, ადრე ყველაფერი პირიქით იყო.
თუ დეფიციტი საყვარელი ოლივიესთვის მწვანე ბარდის კონსერვსაც ეხებოდა, მაშინ წარმოიდგინეთ, როგორი რთული იყო კატლეტისთვის ხარისხიანი ხორცის ნაჭრის ყიდვა. ხალხი რიგში იდგა და მოთმინებით ელოდა. ღირს იმის თქმა, რომ ჩვეულებრივ არა წვნიან სტეიკს, არამედ ნებისმიერს ყიდულობდნენ, რაც უწევდათ.
როგორ დავარბილოთ ხორცი ხელმისაწვდომი საშუალებით – ოჯახის გამოკვება უხეში ქათმის ან ძროხის ხორცით არავის სურდა. ჩვენი ხალხი ყოველთვის იპოვის გამოსავალს. საზრიანმა დიასახლისებმა მოიფიქრეს, როგორ დაერბილებინათ უხეში ხორცი ნახევარ საათში. არანაირი სასწაული: მხოლოდ ხელმისაწვდომ საშუალებებს იყენებდნენ!პროდუქტის სიმრავლის საუკუნეში ვცხოვრობთ, მაგრამ ხრიკის დამახსოვრებას გირჩევთ. დიახ, ახლა ბევრი მწარმოებელია და ბაზრობის კანონები მათ ხარისხიანი პროდუქტების გაყიდვას აიძულებს. ზოგჯერ ისე ხდება, შეცდომით უხეშ ხორცს ვყიდულობთ. ხომ არ გადავაგდებთ.ყველაფერი, რაც დაგჭირდებათ, წყალბადის ზეჟანგი და უბრალო წყალია. 1:2 თანაფარდობით აურიეთ და ხორცი ამ ნარევში 30 წუთით ჩაალბეთ. ასე რბილი გახდება და ხორცსაკეპ მანქანაში ადვილად გაატარებთ.
გარდა ამისა, საბჭოთა პერიოდში ხორცი ყოველთვის ახალი არ იყო. ასეთი ხსნარი ნებისმიერ შემთხვევაში კარგი სადეზინფექციო საშუალებაა. წყალბადის ზეჟანგი უსიამოვნო სუნსაც გაუმკლავდება.მარტივი მეთოდი, რომელიც ჩვენამდე რთული წარსულიდან მოვიდა. რა თქმა უნდა, სჯობს მისი გამოყენება არ მოგიწიოთ, მაგრამ დამახსოვრება ღირს. იცით სხვა მეთოდები, როგორ დაარბილოთ უხეში ხორცი?