ნეგატიურ ხალხთან ურთიერთობის ექსპერტი გასწავლით, როგორ ესაუბროთ მათ, ვინც ყოველთვის ცუდადაა

325

ალბათ, ჩვენი მკითხველების უმეტესობას მსგავსი რამ გამოცდილი აქვთ. მაგალითად, მეგობარი ან ნაცნობი მუდმივად წუწუნებს, რომ ცხოვრებაში არაფერი გამოსდის, როგორ ჩანს, ვიღაცამ დაწყევლა ან უბრალოდ ორშაბათს დაიბადა. ასეთ ხალხთან ურთიერთობის სირთულე გასაგებია: მხოლოდ ნეგატივს იძლევიან და ბევრ სასიცოცხლო ენერგიას გვართმევენ.რა გავაკეთოთ, თუ ცხოვრებაზე მუდმივად წუწუნებს არა ვიღაც სხვა, არამედ ნათესავი ან მეორე ნახევარი, კოლეგა ან უფროსიც მეზობელი კაბინეტიდან მოდის და ჯავრს იყრის? უბრალოდ ადგომას და წასვლას ვერ შეძლებთ. მომაბეზრებელი მონალოგის მოსმენა და თანაგრძნობის გამოვლენაც კვლავ და კვლავ მოგიწევთ. რა არის ყოველდღიური ჩივილის მიზეზი და როგორ მოვიქცეთ ასეთ სიტუაციაში?

სირთულეები ურთიერთობაში – გაუცნობიერებლად ყველა მჩივანა ადამიანი ცდილობს დაეუფლოს თქვენს შემდეგ რესურსებს: ყურადღება და ენერგია. მატერიალური სამოწყალო ან რეალური დახმარება არ სჭირდებათ. სინამდვილეში, საკუთარ ძალებს სწორი მიმართულება რომ მისცენ, ადრე თუ გვიან წარმატებას მიაღწევენ. მაგრამ არა. განვიხილოთ მაგალითები.

დადასტურების მოლოდინში – ზოგს კრიტიკულად აზროვნება არ შეუძლია. ყოველთვის სჭირდებათ ადამიანი, ვინც მის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ნომერ პირველი იქნება. ეს ერთგვარი მონეტის აგდებაა გადაწყვეტილების მიღებამდე, თუ რომელი მაისური ჩავიცვათ დღეს: ყვითელი ან წითელი. აქაც ასეა, ადამიანი ჩივის და ყვება, თუ როგორ ცუდადაა ყველაფერი.ბევრი დაამშვიდებს. ალტერნატიულ ვარიანტებს შესთავაზებს. მოწუწუნე მათ ვირტუოზულად გვერდს აუვლის და უბედურ ბედზე წუწუნს გააგრძელებს. ნელ–ნელა დაეთანხმება და ამით საუბარი დასრულდება.რა აზრი აქვს? მომჩივანი უბედური დარჩება: სამსახურს არ მოძებნის, მეორე ნახევარს არ იპოვის, რემონტს არ გააკეთებს. მოკლედ, არაფერს გააკეთებს. რატომ? სხვებიც გვეთანხმებიან, რომ ეს უსარგებლოა. გამოდის, შეუძლია კომფორტულ რიტმში ცხოვრება გააგრძელოს, როგორც მცენარეს. თუ სხვებიც თანახმა არიან, რას იზამს?

პასიურ–აგრესიული – ასეთი მეგობარი საინტერესოა იმით, რომ მოგისმენთ და არა პირიქით. ჯერ „ნიადაგს მოსინჯავს“: როგორ ხარ, ახალი რა არის, ჯანმრთელობის მხრივ? ამ დროს იწყება პატარა მონოლოგი, რომ ზოგადად ყველაფერი არც ისე ცუდადაა, მაგრამ უკეთესად შეიძლება იყოს. ლატარეაშიც რომ მოიგოს, მაინც „შეიძლება უკეთესი ყოფილიყო“.შემდეგ, როცა პასუხს სცემთ, ძალიან ყურადღებით გისმენთ. თუ ოდნავ დადებით ამბავს გაიგებს, მაშინვე გაგაწყვეტინებთ. კარგად ჩააბარეთ გამოცდები? ხედავ, მასწავლებელთან გაგიმართლა. იყიდე ახალი მანქანა? ქმარში გაგიმართლა! იყიდე ბინა? როგორც ჩანს, მშობლები დაგეხმარნენ, გასაგებია.რატომ აკეთებენ ამას? ყველაფრის მიზეზი საკუთარი თავის დამშვიდების სურვილია, თუმცა მეთოდი ცოტა განსხვავებულია. თუ ვინმეს საქმე კარგად მიდის, უფრო მეტად უმართლებs. აი, როგორ ფიქრობენ ასეთი ადამიანები. ცდილობენ, ბევრ დროს და ძალას ხარჯავენ, რაღაცას სწორად აკეთებენ, მაგრამ თქვენ ან ვიღაც სხვას უფრო მეტად უმართლებს. ასეთი მოსაზრების მოსმენა ძალიან რთულია. სპეციალისტის დახმარებაა საჭირო.

ვამპირი მანიპულატორი – „დიახ, მართალი ხარ, ცალ–ცალკე უფრო ბედნიერი ვიქნებით, მე ვარ დამნაშავე“, „არაფერი გამომდის“, „ვერ ვიმახსოვრებ, რა უნდა გავაკეთო, როგორი მოუქნელი ვარ“. თვითდამცირება და საკუთარი მინუსების მუდმივი განხილვა. თავიდან შეიძლება თვითკრიტიკად აღიქვათ, მაგრამ ცოტა ხანში გაირკვევა, რომ ადამიანს საკუთარი სისუსტეების დანახვის გარდა სასაუბრო სხვა თემა არ აქვს.ასეთი ადამიანი სხვის მხარდაჭერაზე ნეგატიურად რეაგირებს. როგორც ჩანს, საკუთარი მოუქნელობით ხალისობს. გარდა ამისა, ხშირად იმეორებს „ხომ ვამბობდი“. ასე პასუხისმგებლობა სხვებზე გადააქვს. ხომ გაგაფრთხილათ, რომ ასე იქნებოდა, რას გააკეთებთ ახლა?მიზეზი მარტივია: მომჩივანი ბუდიდან გადმოვარდნილი ბარტყის როლს ირგებს. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ჩივის, ქალი თუ კაცი. ნებისმიერ შემთხვევაში ყურადღებით ხალისობს, ნებისმიერ დახმარებას გულგრილობით იღებს: გააკეთეთ, რაც გსურთ. დაველოდები და „დამხმარე“ მსხვერპლი ხდება, რომელიც ვალდებულია „ჩიტისთვის“ ყველაფერი გააკეთოს.

დასკვნები – უნეგეშო დასკვნებია. ასეთი ქცევის შეცვლა ძალიან რთულია. ყველა სპეციალისტს მათი გამოსწორება არ შეუძლია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ენერგო ვამპირი თავს კომფორტულად გრძნობს. კარგია, თუ ეს ნაცნობი ან კოლეგა, მაქსიმუმ მეგობარია. ნათესავებთან საქმე უფრო რთულადაა. გახსოვდეთ, რომ მუდმივად „ცრემლების მოწმენდა“ სიტუაციას მხოლოდ გაამწვავებს. ყველაფერი თქვენს ხასიათსა და ნებისყოფაზეა დამოკიდებული.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს