ჩემი ქმარი მთხოვს ვაჩუქო თუთიყუში ჟაკო, რადგან მე ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, თუმცა, ვთვლი, რომ ეს ცუდი იდეაა.

686

მოლაპარაკე თუთიყუში ჟაკო შეიძლება გახდეს ადამიანის ნამდვილი მეგობარი. ჩიტი კარგად იმიტირებს სხვადასხვა ხმებს, ამიტომ მასთან ნამდვილად არ მოიწყენთ. მაგრამ რამდენად კომფორტულია თავად ჩიტისთვის განსხვავებულ გარემოში ცხოვრება და ვის არ შეეფერება ასეთი კომპანიონი პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხავთ.

მოლაპარაკე თუთიყუში ჟაკო

თუთიყუშ ჟაკოს ყოლის სურვილი გიორგის ცოტა ხნის წინ გაუჩნდა. ის უკვე მრავალი წელია ნინაზე დაქორწინებული. სასიყვარულო ეიფორიამ დიდი ხანია უკვე გაიარა, მაგრამ წყვილი ისევ ერთად არის. “მომიყევი სად იყავი, ვისთა, რაზე საუბრობდით? საერთოდ, როგორ გაატარეთ დღე? ნინა, ხანდახან მგონია, რომ თევზი მყავს ცოლად, არასდროს არაფერს მეუბნები!” – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა გიორგიმ. “-კარგი რა, თიკოსთან ვიყავი, ტელევიზორს უყურებდით და ჩაის ვსვამდით. არაფერია მოსაყოლი.” – მშვიდად უპასუხა ნინამ. “- თუთიყუში უნდა ვიყოლიო, დიდი რომ არის, ჟაკო. იმას მაინც დაველაპარაკები ხოლმე!” – თქვა გაბრაზებულმა ქმარმა. რატომ მაინცდამაინც ჟაკო? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ასეთი ამბავია:

ულამაზესი ჩიტი – როგორ უნდა მოვუაროთ ამ ჩიტს? რას წარმოადგენს ის საერთოდ? ამბობენ, რომ ჟაკოს ინტელექტი უთანაბრდება 2-3 წლის ბავშვის ინტელექტს. ფრინველის მაქსიმალური სიგრძე აღწევს 35 სმ, ხოლო ფრთების სიგრძე 65 სმ-ა.აფრიკული ნაცრისფერი თუთიყუში, ანუ ჟაკო არის წითელი ა ყავისფერ კუდიანი. აქვს ბუმბულის საინტერესო შეფერილობა და შავი მოხრილი ნისკარტი. მისი სამშობლოა აფრიკის კონტინენტი. (ლიბია, კონგო, ანგოლა, გვინეა). სიცოცხლის ხანგრძლივობა ზოგჯერ 50 წელს აღწევს.

მთავარი პრობლემა – ერთი შეხედვით, გგონია, რომ ასეთი ფრინველი იდეალური კომპანიონი იქნება ადამიანისთვის. თუმცა, იცოდეთ, რომ ისინი საკმაოდ ხმამაღალ, დამახასიათებელ ხმებს გამოსცემენ, ყვირიან, ჩხავიან. ოსტატურად ბაძავენ გარშემომ მყოფების ხმებს, ტელეფონის ან შემოსასვლელი კარის ზარს.ფრთხილად იყავით შეძენის ადგილის შერჩევისას. ბევრი ჟაკო არალეგალურად იყიდება და ასეთი ადამიანებისგან ჩიტის ყიდვა მათი ქცევის წახალისებაა. ამასთან ასეთი მყიდველისგან არ გაქვთ გარანტია, რომ ჩიტი ჯანმრთელი იქნება.ჯაკოს ყიდვამდე უნდა მოამზადოთ მაქსიმალურად დიდი გალია. მისი აქტივობის პიკია დღის პირველი ნახევარი, ამიტომ საღამოს არ აწუხებს პატრონს. მის ასალაპარაკებლად მონდომება და დროა საჭირო. მხოლოდ სიყვარული, ზრუნვა და გულწრფელი კონტაქტი დაეხმარება მას ახალი ხმების ათვისებაში.

ვისთვის იქება ჟაკო იდეალური კომპანიონი? – ერთ-ერთი ცნობილი ჟაკო არის ალექსი. მას წვრთნიდა მეცნიერი აირინ პიპერბერგი, რომელიც სწავლობდა ფრინველების ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. ექსპერიმენტი ალექსთან 30 წელი გრძელდებოდა და ჩიტის უეცარი სიკვდილის გამო შეწყდა. პიპერბერგმა გამოაქვეყნა თავისი კვლევის შედეგები და დაასკვნა, რომ ჩიტის ემოციური დონე შეესაბამებოდა ორი წლის ბავშვის განვითარებას. თუთიყუში აარჩევდა ფერებს, ფორმებს, საგნებს. თუ დაიღლებოდა შედიოდა გალიაში დასასვენებლად. კარგად გამოხატავდა ბრაზს.

აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ ჟაკო არის საინტერესო, ემოციური მეგობარი, რომელთანაც მუდმივი კონტაქტია საჭირო. მისი გონებრივი შესაძლებლობები ვითარდება და ამაში პატრონი უნდა დაეხმაროს. სამაგიეროდ ჩიტი სიყვარულით და საინტერესო ცხოვრებით გაგახარებთ. თქვე გიყვართ თუთიყუშები? რომელი ფრინველი გყავთ სახლში? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს