ძლიერი შელოცვა ვანგასგან რომელიც ფულის მოზიდვაში დაგეხმარებათ.

9420

„შემოდი სიმდიდრევ, გარეთ ნუ დგახარ, აი, შენი სახლი, იცხოვრე აქ ახლა და შემდეგ!“ – ამ სიტყვებს ჩემი მეზობელი ანა ყოველთვის ამბობს, როცა სახლიდან გადის. ანა ამბობს, რომ ვანგას შელოცვებს, რომელიც მე-20 საუკუნის წინასწარმეტყველთა შორის დიდებულ პიროვნებად ითვლება, ძლიერი ძალა აქვს.თქვენი ნებაა, ასეთ შელოცვების ძალის დაიჯერებთ თუ არა, თუმცა ანას საქმის შემხედვარე დავფიქრდი. ადრე მეზობელს თვიდან თვემდე თავი ძლივს გაჰქონდა: სამი შვილი ჰყავს, თავად დეკრეტშია. ქმარი ორ სამსახურში მუშაობს და ფული მაინც არ ყოფნის. თუმცა ახლახანს რემონტი გააკეთეს და უცხოური ახალი მანქანა შეიძინეს.

ვანგას შელოცვები

Paparazzi გიზიარებთ ძლიერ შელოცვებს ფულის მოსაზიდად. სიღარიბეს განდევნის და კეთილდღეობის გაუმჯობესებას ხელს უწყობს.„დილიდანვე სახლში სიმდიდრე და კეთილდღეობა უნდა მოიზიდოთ. სახლიდან გასვლამდე ფანჯარა გააღეთ და შელოცვა 7-ჯერ წარმოთქვით“ – დაიწყო მეზობელმა თავისი ამბის მოყოლა. ანამ გუშინ საღამოს ახალი რემონტის დასათვალიერებლად დამპატიჟა.

შელოცვა ასეთია: „დილა მშვიდობისა, მზეო მარადიულო, თავს უფლებას ვაძლევ, ვიყო მდიდარი. დაე, ასე იყოს! ჭეშმარიტად! ჩემთვის და ყველას საკეთილდღეოდ!“

„ყველაზე ძლიერი შელოცვა სავსე მთვარის დროს უნდა წარმოთქვათ. ეს შელოცვა ჩემს მეუღლეს კარიერულ წინსვლაში დაეხმარა“ – გააგრძელა მეზობელმა.

საფულიდან სიღარიბე რომ განდევნო, მწვანე სანთელი აიღეთ. მწვანე ფერი ფინანსურ ნაკადს აჩქარებს, ამიტომ შელოცვა სჯობს მწვანე სანთელთან წარმოთქვათ.შუაღამეს, სავსე მთვარეზე მწვანე სანთელი აანთეთ და თქვენ წინ საფულე დაიდეთ. ცეცხლის ალს უყურეთ და თქვით: „სიღარიბე დაიწვება და ფერფლად იქცევა, ჩემს საფულეში ბევრი ფული და მონეტა გაჩნდება“. დაელოდეთ, სანამ სანთელი ჩაიწვება, დარჩენილი ცვილი ქაღალდში გაახვიეთ და ყოველთვის საფულეში შეინახეთ.

„ალბათ, იცი, რომ წარმოთქმულ სიტყვაში საკუთარი ძალის და რწმენის ჩადებით, შელოცვას მეტ ძალას ანიჭებთ. ასეთი შელოცვით ქვეცნობიერს ხსნით, სიმდიდრეზე, წარმატებასა და ბედნიერ ცხოვრებაზე განეწყობით.ბევრს სიმდიდრე ეუხერხულება, არ სჯერა, რომ მდიდარი გახდება. მზადაა მცირედით დაკმაყოფილდეს, თუმცა თავად ხურავს პორტალს, საიდანაც ჩვენი ენერგია წარმატების და ფულის ძალას იღებს“ – დაასრულა მეზობელმა საკუთარი გამოცდილების გაზიარება. ანამ ეს ხრიკები ბალახების მცოდნე ბებიასგან ისწავლა, რომელი ამბობს, რომ ეს ვანგას შელოცვებია.

დარწმუნებული არ ვარ, რომ საღამოს სანთლის რიტუალს შევასრულებ, მაგრამ შემოსასვლელ კართან შელოცვის წარმოთქმას ვეცდები. იქნებ მუშაობს?იმის მიუხედავად, რომ ბულგარელი ნათელმხილველი ცოცხალი აღარაა, მისი ცოდნა ხალხის დახმარებას აგრძელებს. ვანგას შელოცვები უფულობისგან დაგიცავთ და ყველა საქმეში წარმატებას მოგანიჭებთ. ამ მარტივი რიტუალებით ფინანსურ კეთილდღეობას მოიზიდავთ. საკუთარი თავის გჯეროდეთ, რომ მატერიალურ სტაბილურობას მიაღწიოთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს